სიყვარული, ფული, შრომა: ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის პოზიტიური ივლისი - თვის პროგნოზი

© Pixabay / Pexelsმზის ჩასვლა ზღვაზე
მზის ჩასვლა ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
შუა ზაფხული - ივლისიც კარს მოგვადგა. რა ელოდება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმომადგენლებს ამ თვეში - გაეცანით ჩვენს ასტროლოგიურ პროგნოზს

ასტროლოგები ერთ საერთო ტენდენციას ივლისში ვერ გამოყოფენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ თითოეული ნიშნისთვის შესატყვისი სასარგებლო რჩევები ნამდვილად არსებობს

არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ სულიერად ძლიერი ადამიანები, როგორც ყოველთვის, მოწინავე რიგებში იქნებიან და უსიამოვნებებიდან დანაკარგების გარეშე მოახერხებენ გამოსვლას. პრობლემა ისაა, რომ ივლისში სიძლიერის შენარჩუნებას ყველა ვერ მოახერხებს, რადგან ეს შეიძლება საკმაოდ დინამიკური და არაპროგნოზირებადი თვე აღმოჩნდეს მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები და პლანეტები შედარებით მშვიდი იქნებიან.

ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ხუთი ნიშანი და საოცარი ზაფხული მათ ცხოვრებაში

ვერძი

ვერძებმა, შესაძლოა, ძალების გამოცლა იგრძნოთ და სურვილი გაგიჩნდეთ, რომ მალე დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. გესაჭიროებათ მოთმინება, სიზარმაცისა და აპათიის შემოტევებისგან განთავისუფლება. სამყარო შეიცვლება მათთვის, ვინც შეძლებს უწინდელი დინამიკური რიტმის შენარჩუნებას და ყურადღებას არ მიაქცევს პატარ-პატარა უსიამოვნებებს თავის ირგვლივ.

საქმეებში და სამუშაო ადგილზე ახალი დაბრკოლებები და გამოცდები გელოდებათ, სიყვარულში კი პირიქით, სიწყნარე და სიმშვიდე, ბევრი ახალი და საინტერესო. ეს ის პერიოდია, როდესაც საჭირო არაა არჩევნის წინასწარ გაკეთება - შესაძლებელია წარმატების მიღწევა ცხოვრების ყველა სფეროში და ნებისმიერ საქმეზე იმდენი დროის დახარჯვა, რამდენიც მოგესურვებათ. მთავარია, არ დაივიწყოთ იმ ვალდებულებების შესახებ, რომელთა რაოდენობამ უკვე თვის პირველ რიცხვებში შეიძლება მოიმატოს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან>>

კურო

ივლისის პირველ დეკადაში გაჩნდება აზრები იმის შესახებ, თუ როგორ გამდიდრდეთ. ეს იქნება შემოქმედებითი პროგრესისა და უნიკალური იდეების დრო. საჭირო არაა, ვინმეს მოუსმინოთ, თუ ადამიანებს თქვენი იდეების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება გაუჩნდებათ. მნიშვნელოვანია, რომ მოუსმინოთ საკუთარ გულსა და ინტუიციას. ახალი იდეები ფინანსური სიმაღლეების მიღწევაში დაგეხმარებათ.

უფრო მეტი რომ გამოიმუშაოთ, სიღარიბის ტყვეობიდან უნდა გათავისუფლდეთ, რაც ფინანსურ ნაკადებს აბრკოლებს. საყიდლებისთვის კარგი თვეა და განსაკუთრებით კარგი დღეა 14 ივლისი. სიყვარულს რაც შეეხება, ასტროლოგები გირჩევენ მოდუნდეთ და დინებას მიჰყვეთ, თუმცა, არც არაფერი საშინელი არ მოხდება, თუ სიტუაციის საკუთარი კონტროლის ქვეშ აღებას გადაწყვეტთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ტყუპი

ტყუპებს ივლისში მრავალი შესაძლებლობა მოგეცემათ სასიყვარულო სფეროში. მარტოხელებს ვარსკვლავები მეორე ნახევრის პოვნაში დაგეხმარებიან, ასე რომ, ნამდვილად ღირს აქტიურობა არა მხოლოდ სოციალურ ქსელებში, არამედ რეალურ ცხოვრებაშიც. დაოჯახებულებს ან მათ, ვისაც ჰყავს პარტნიორი, ექსპერტები ურჩევენ, არ გაანაწყენონ საყვარელი ადამიანი. ხშირად იყვნენ მის გვერდით.

თვის მეორე ნახევარი იდეალურია შვებულებისთვის. წარმატებისა და ჰარმონიისკენ გზას წყენისა და ნეგატივისგან გაწმენდით იპოვით. თვე დაიწყება იმით, რომ ვარსკვლავები დაგეხმარებიან საქმეების სწორად დაგეგმვაში, არსებულ პრობლემებში გარკვევაში. ივლისის შუა რიცხვებში ასტროლოგები გირჩევენ, თავით გადაეშვათ შემოსავლების ახალი წყაროებისა და ახალი გასართობის პოვნაში.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას>>

კირჩხიბი

იღბალი გვერდს არ აგივლით საქმეებში, სამუშაოსა და ბიზნესში. თქვენთვის დგება შესანიშნავი დრო მოგზაურობის, რელაქსაციის, საკუთარი თავის ძიებისთვის. შეგიძლიათ, აიღოთ შვებულება, ან, სურვილის შემთხვევაში, განაგრძოთ შრომა ჩვეულ რეჟიმში - დაღლა და სტრესი არ გემუქრებათ. კარგი თვეა საყიდლებისა და სწავლისთვის.

სასიყვარულო საქმეებში მეტად გაუმართლებს მათ, ვინც ძიების პროცესშია. იაქტიურეთ და აუცილებლად შეხვდებით საყვარელ ადამიანს. ვინც უკვე ურთიერთობებშია, აჯობებს, თუ პარტნიორს მეტ თავისუფლებას მისცემთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი

ლომებმა ბედის მინიშნებებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რათა გზაზე კორექტივები შეიტანოთ და პრობლემებს გვერდი აუაროთ. ვარსკვლავები და პლანეტები აღმშენებლობითი იქნებიან, ასე რომ, ლომები შეძლებთ საკუთარი თავის გამოვლენას სხვადასხვა საქმესა და წამოწყებაში. ეს უკვე თვის დასაწყისში იქნება შესაძლებელი.

ნეგატიურად შეიძლება ჩაითვალოს 14-20 ივლისის პერიოდი. ამ დღეებში, სჯობს, ნაკლებად დაიტვირთოთ თავი სამუშაოთი და მოერიდოთ სტრესს. წინააღმდეგ შემთხვევაში არის გეგმების ჩაშლისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი. კარგი იქნება, თუ მოერიდებით ტოქსიკურ ადამიანებს, ან მათ, რომლებიც სამუშაოზე არაპატიოსან მეთოდებს იყენებენ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან>>

ქალწული

ასტროლოგები გირჩევენ, ყველანაირად მოერიდოთ მატყუარა ადამიანებს. მათ შეუძლიათ თქვენი ჰარმონიის დარღვევა, გეგმების რეალიზაციასა და მიზნების მიღწევაში ხელის შეშლა. ურთიერთობები იქონიეთ სანდო და გამოცდილ ადამიანებთან, რომლებიც, ნამდვილად იცით, რომ არ გიღალატებენ და თავიანთი მიზნების მიღწევას ეშმაკობითა და თვალთმაქცობით არ შეეცდებიან.

ქალწულებისთვის ივლისი ერთგვარი „რენტგენის" თვე იქნება - ცხადი გახდება ის, რაც აქამდე დაფარული იყო. შეძლებთ გაიგოთ, ვინ არის თქვენი გარემოცვიდან მეგობარი და ვინ - მტერი. ასევე, გაუმჯობესდება თქვენი მეხსიერება, ყურადღება, ამიტომ შეგიძლიათ მიხედოთ თვითგანათლებას, ახალი ცოდნის მიღებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...

სასწორი

სასწორებისთვის ენერგეტიკული „აფეთქების" დრო იწყება. ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ივლისი თქვენთვის ძალიან მდიდარი თვე იქნება სხვადასხვა მოვლენისა და შეხვედრის თვალსაზრისით. მოსალოდნელია, რომ შეხვდეთ მეორე ნახევარს, მაგრამ მაშინვე თავით ნუ გადაეშვებით სიყვარულის მორევში - ჯერ კარგად გაიცანით და შეამოწმეთ თქვენი შეთავსებადობა

სიფრთხილე და დაკვირვება არ გაწყენთ საქმეებშიც. ძვირადღირებული ნივთების შეძენა ან არსებითად აგიმაღლებთ განწყობას, ან პირიქით - დაგამძიმებთ. ყურადღება გმართებთ. იგივე ეხება სამუშაოსა თუ ბიზნესს. სჯობს, კარგად შეამოწმოთ მიღებული ინფორმაცია და არ იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება. 20 ივლისიდან სასარგებლო იქნება გუნდური მუშაობა.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება>>

მორიელი

მორიელებისთვის ივლისის დასაწყისი რთული იქნება: 5-6 რიცხვამდე ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იმყოფებიან, ამიტომ აჯობებს, თუ ბედს არ გამოცდით, თვეს ძალიან ფრთხილად, რისკებისა და ავანტიურების გარეშე დაიწყებთ. თუ კარგად დაფიქრდებით, თქვენი უიღბლობის მიზეზი ნეგატიური განწყობაა.

ივლისში სასიყვარულო სფეროში ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გულწრფელი და გულღია იყოთ. ეს საწინააღმდეგო სქესზე საოცრად მძლავრად იმოქმედებს. თუ უკვე გყავთ პარტნიორი, მასთან სიახლოვის შემდეგ საფეხურზე გადასვლის შანსი გაგიჩნდებათ. შეგიძლიათ გამოუტყდეთ სიყვარულში, შესთავაზოთ გული და ხელი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა

მშვილდოსანი

მშვილდოსნებისთვის ძალზე კაშკაშა და პროდუქტიული თვეა. ვარსკვლავები უკვე პირველი დღეებიდან დაგეხმარებიან ნეგატიური პროგრამებისგან გათავისუფლებაში და საჭირო ტალღაზე აწყობაში. შეძლებთ წინსვლას ბიზნესშიც, სამუშაოშიცა და სწავლაშიც. იდეალური დროა ახალი წამოწყებებისა და ახალი მიზნების დასახვისთვის.

ძალზე პოპულარული გახდებით საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს შორის. ვარსკვლავები გაზრდიან თქვენს ქარიზმას, მომხიბვლელობას, ენერგეტიკას. ეს დაგეხმარებათ წარმატებების მიღწევაში სიყვარულში და საქმეებში, რადგან გავლენა გარშემომყოფებზე გაიზრდება. ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ძალზე მნიშვნელოვანია, დარჩეთ ის, ვინც ხართ და არ უღალატოთ საკუთარ პრინციპებს.

სამი სიმბოლო, რომლებიც 2020 წელს ბედნიერებასა და იღბალს მოიტანს>>

თხის რქა

ვარსკვლავები ივლისის პირველ დეკადაში თხის რქებს სურვილებს შეგისრულებენ. შეძლებთ უმოქმედობისა და აპათიის მარყუჟებიდან თავის დაღწევას, თუ გადადგამთ პირველ ნაბიჯს, რაც ყოველთვის ყველაზე რთული გასაკეთებელია. საჭიროა მხოლოდ, რომ ამ პოზიტიურ იმპულსს აჰყვეთ.

მაგრამ არც მეორე უკიდურესობაში ივარგებს გადავარდნა - მძიმე და შეუსვენებელი მუშაობა ზაფხულის თვის გატარების არცთუ საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია წინსვლა, შრომა, მაგრამ არა ისე, თითქოს მხოლოდ ამაზე იყოს დამოკიდებული მთელი ცხოვრება. ისწავლეთ დასვენება, განაცალკევეთ სამუშაო დრო და დრო რელაქსაციისთვის. დასვენების შესანიშნავი საშუალება იქნება ადამიანებთან ურთიერთობები. დიდი ხნით განმარტოება - საუკეთესო ვარიანტი არაა.

საჰაერო ბურთები ცაში - Sputnik საქართველო
ზღაპრული და ჯადოსნური – ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება „გიჟური" სიყვარული ამ ზაფხულს

მერწყული

5-დან 11 ივლისის ჩათვლით მერწყულებს ძალზე ნეგატიური და საშიში პერიოდი გელოდებათ. ამ დღეებში ძალზე მნიშვნელოვანია, არ გარისკოთ ტყუილუბრალოდ, თავი შეიკავოთ საყიდლებისა და სარისკო ღონისძიებებისგან, ასევე, ასტროლოგები გირჩევენ, ფრთხილად იურთიერთოთ ადამიანებთან და არ მოახდინოთ ნეგატივზე პროვოცირება.

რაც შეეხება დანარჩენ დღეებს, ყველაზე პოზიტიური იქნება 14-20 ივლისის პერიოდი, ასევე თვის ბოლო დღეები. მთლიანობაში, თვე კარგია დაგეგმვის, საყიდლების, ნაცნობობის, ცხოვრების სტილის ან გარემოს შეცვლისთვის. დადგა დრო, დაფიქრდეთ მომავალზე და დაივიწყოთ წარსული შეცდომები.

რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

თევზები

ივლისში თქვენთვის უმთავრესი ფინანსური სფერო გახდება. ეს იქნება იდეალური დრო დიდი გარიგებების, ძვირადღირებული ნივთების შეძენისთვის. შეგიძლიათ ჩადოთ თანხა განათლებაში, გააკეთოთ რემონტი, განაახლოთ გარდერობი.

სასიყვარულო სფეროში ნაკლებად გაგიმართლებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რამე გაუგებრობებია მოსალოდნელი. პირიქით, ეს თვედ სიმშვიდისა და ზომიერების დრო იქნება. ასტროლოგები გირჩევენ, არ დაუთმოთ დიდი დრო ურთიერთობების გამორკვევას, ვინ მართალია და ვინ - მტყუანი. სჯობს, ამაზე არ „ჩაიციკლოთ".

ყველა ახალი ამბავი
0