მთვარის კალენდარი: 26 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

26 ივნისი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია.

კარგი დღეა იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც ეხება თქვენი ცხოვრების წესს, ჯანმრთელობასა და კვებას.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

ხელსაყრელი დროა მუხლჩაუხრელი შრომისთვის, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებასა და მოთმინებას მოითხოვს.

ზოგადად, კარგი დღეა ინტელექტუალური მუშაობის, სწავლისთვის, ფულთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაფორმებლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ასევე, სახლისა თუ სამუშაო ადგილის მოსაწესრიგებლად, დასასუფთავებლად.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: ქალწულის გავლენა თმის მდგომარეობაზე საკმაოდ პოზიტიურია. თმა მალე იზრდება, ვარცხნილობა დიდხანს ინარჩუნებს ფორმას.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

შესანიშნავად ჩაივლის თმის შეღებვა, მათ შორის, ჭაღარის, ტონირება. ასევე დიდ სარგებელს მოიტანს გამაჯანსაღებელი პროცედურები.

  • მებაღეობა: კარგი დღეა ხეებისა და ბუჩქების დარგვისთვის, ხეების დამყნობისთვის, ერთწლიანი ყვავილების დათესვისთვის, დეკორატიული მცენარეების დარგვისთვის, მრავალწლოვანი ყვავილების გაყოფა და დარგვისთვის, მორწყვისთვის.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

არახელსაყრელი დღეა სასუქის მიცემისთვის.

ყველა ახალი ამბავი
0