მთვარის კალენდარი: 23 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

CC0 / Pixabay / ნახევარმთვარე
ნახევარმთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

23 ივნისი, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია.

შესაძლებელია მომატებული ემოციურობა. რეკომენდებულია ყველანაირი სახლის საქმის გაკეთება, ოჯახური სიმყუდროვის შექმნა, ახლობლებზე ზრუნვა. რადგან მომატებულია ემოციურობა, უფრო ტაქტიანი და ყურადღებიანი იყავით ახლობლების მიმართ.

ქალი მეწამულ ფონზე  - Sputnik საქართველო
ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფრთხილად იყავით კრედიტირებასა და ფულის გასესხებასთან დაკავშირებით. არის დიდი ალბათობა, რომ თანხის დაბრუნები ლოდინი დიდხანს მოგიწევთ.

თუ აგრესიის შემოტევას იგრძნობთ, სჯობს, ის ფიზიკურ დატვირთვაზე, აქტიურობაზე მიმართოთ და არა ირგვლივ მყოფ ადამიანებზე.

თმის შეჭრა, შეღებვა: თმის შეჭრა ამ დღეს უზრუნველყოფს მატერიალური ენერგიის ნაკადს, ანუ, თუ გსურთ მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება, სწორედ რომ დროა, თმის სიგრძე შეცვალოთ. ამასთან, მზარდი მთვარე დააჩქარებს მის ზრდას.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თმის შეღებვა ბუნებრივი საღებავებით დაგეხმარებათ წარმატების მიღწევაში სამსახურში. არ ღირს ვარცხნილობის გართულება.

მებაღეობა: კირჩხიბი ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს განსაკუთრებით შედეგიანი იქნება   მცენარეების დაავადებებისა და მავნებლებისგან დამუშავება, ხეების დამყნობა, სამკურნალო მცენარეების შეგროვება. რამე აკრძალვა 23 ივნისს ბაღში მუშაობასთან დაკავშირებით არ არის. დაწვრილებით იხილეთ აქ:

ყველა ახალი ამბავი
0