მერკური უკუსვლას იწყებს: რა გავლენას მოახდენს რეტროგრადული პლანეტა და როგორ ვიმოქმედოთ

გამოწერა
2020 წელი კაცობრიობისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა. კიდევ გველოდება საშიშროებები, კერძოდ, ივნისის მეორე ნახევარში, რაც შეიძლება მერკურის უკუსვლასა და მზის დაბნელებას უკავშირდებოდეს. ასტროლოგების რჩევები უსიამოვნებების თავიდან აცილებაში დაგვეხმარება

პლანეტების რეტროგრადულობა აპრიორი ნეგატიურ ასტროლოგიურ პროცესად არის მიჩნეული, მაგრამ ყველა პლანეტა ერთნაირად საშიში არაა ასეთ მდგომარეობაში.

მზის ამოსვლა დედამიწაზე ღია კოსმოსში - Sputnik საქართველო
პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ

რეტროგრადული მერკური, თუ მას დედამიწიდან შევხედავთ, თითქოს შემობრუნდება და საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყებს მოძრაობას. რა თქმა უნდა, ორბიტიდან ის არ გადადის: მისი გზა კოსმოსურ სივრცეში უცვლელია. ტრაექტორიის ხილული დამახინჯება - ეს პლანეტების ორბიტებში სხვაობისა და მზის ირგვლივ მოძრაობის სისწრაფეში განსხვავების შედეგია.

მეტად გასაგები რომ იყოს, პლანეტების რეტროგრადული მოძრაობა ორ მოძრავ ობიექტს შეიძლება შევადაროთ - ავტომობილსა და ველოსიპედს. რა თქმა უნდა, ავტომობილის სიჩქარე უფრო მაღალია, ვიდრე ველოსიპედის. ამიტომ როდესაც ავტომობილი ეწევა ველოსიპედს და უსწრებს მას, ავტომობილში მჯდომს უჩნდება შეგრძნება, რომ ველოსიპედი უკან მოძრაობს, თუმცა ეს ასე არაა - ველოსიპედიც მოძრაობს, მაგრამ გაცილებით ნელა. ასეა პლანეტების შემთხვევაშიც.

უკუსვლის დროს ყველაზე საშიშად მიჩნეულია პლანეტები, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან განლაგებული დედამიწასთან, კერძოდ, ვენერა (ამჟამად რეტროგრადულია), მარსი და მერკური. სწორედ ეს უკანასკნელი დაიწყებს რეტროსვლას 18 ივნისს ტყუპის ნიშანში.

ამ პლანეტების ზემოქმედება ცალკეულ ადამიანებზე და ზოგადად, კაცობრიობაზე უკიდურესად ძლიერია მიუხედავად იმისა, რომ მათი ზომა დედამიწის ზომასთან ახლოსაა. ზოგადად, მიიჩნევა, რომ რაც უფრო პატარაა პლანეტა, მით უფრო მეტია მისი ფარული, სწრაფი და დინამიკური გავლენა ადამიანებზე.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

2020 წელს ბევრი რეტროგრადული პლანეტა იქნება, მაგრამ ასტროლოგები განსაკუთრებულ ყურადღებას ყოველთვის მერკურის უთმობენ. მისი უკუსვლა ყველაზე ნეგატიურად მოქმედებს ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სწავლა, ურთიერთობები, ფინანსები და სამუშაო.

ზოგადად, მერკური რეტროგრადული წელიწადში 3-4-ჯერ არის, დაახლოებით ოც-ოცი დღის განმავლობაში. ამ წელიწადში ის რეტროგრადული იყო 17 თებერვლიდან 10 მარტამდე,

18 ივნისიდან გასაკუთრებული ყურადღება უნდა დავუთმოთ ფინანსურ საქმეებსა და სამუშაოს. ვალდებულებების შესრულება ძალიან გართულდება, ამიტომ სჯობს, არაფერი გადავდოთ სამომავლოდ. სანამ მერკური რეტროგრადულია, ნებისმიერმა წვრილმანმა, შესაძლოა, ჩააგდოს გეგმა, გამოიწვიოს გაუგებრობები.

ასტროლოგია და კარანტინი – ზოგადი ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

გაჭირდება საერთო ენის გამონახვა ადამიანებთან, რადგან მერკური ტყუპის ნიშანში იქნება. ჩვეულებრივ მდგომარეობაში ის დაეხმარებოდა ადამიანებს რთული საკითხების გადაწყვეტაში, ახლა კი ყველაფერი პირიქით იქნება.

დედამიწის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია

მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში აჯობებს, თუ ყურადღებას ზედმეტად არ გავამახვილებთ ფინანსურ ან სამუშაო საკითხებზე. სასურველია, არ გავემგზავროთ შორს. საჭიროა მეტი დასვენება, ნაკლები დაღლა. ასტროლოგები გვირჩევენ, გავერთოთ შეძლებისდაგვარად, არ დავივიწყოთ სულიერი კომფორტი და ძალების აღდგენა.

მერკური პასუხისმგებელია არა მხოლოდ ფინანსურ სფეროზე, როგორც ზოგადად არის მიჩნეული, არამედ ასევე საინფორმაციო ნაკადებზე, ადამიანების ერთმანეთთან ურთიერთობების სურვილზე. რეტროგრადულ მდგომარეობაში კი ის საშიშია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს იღებენ, რისკავენ ფულთან, ჯანმრთელობასთან და თავიანთ მდგომარეობასთან დაკავშირებით.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

რეტრომერკურის პერიოდში სასურველია, არ გავრისკოთ და თავი საფრთხეში არ ჩავიგდოთ, არ დავხარჯოთ ზედმეტად ფული, არავის მივცეთ ფუჭი დაპირებები. ის ართულებს სწავლის პროცესს, ძნელდება ინფორმაციის დამახსოვრება, იკლებს ცოდნის მიღებისკენ სწრაფვა. განსაკუთრებით საშიშა რეტრომერკური ვერძის, კუროსა და ლომის ნიშანში.

რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა რეტროგრადული მერკურის დროს

მერკურის უკუსვლის პერიოდში ასტროლოგები სიფრთხილისკენ მოგვიწოდებენ.

რისი გაკეთება შეიძლება:

რეტრომერკურის პერიოდში იმ საქმეების სია, რომელთა გაკეთებაც შეიძლება, საკმაოდ ფართოა. მნიშვნელოვანია წესების დაცვა, აუჩქარებლობა და იმპულსურ გადაწყვეტილებებზე უარის თქმა.

  • დაკარგული კავშირების აღდგენა, კონტაქტები მოგვარება მეგობრებთან და კოლეგებთან
  • სამუშაოსა და სხვა საქმეების დასრულება
  • წარსულში რთული საკითხების გადაჭრასთან დაბრუნება
  • უკვე დაწყებული და დაუსრულებელი საქმეების დასრულება, განსაკუთრებით იმ საქმეების, რომლებიც ადრე რთულად გეჩვენებოდათ, ან ძალიან ნელა მიიწევდა წინ
  • ბიზნეს–სფეროს საქმეების გარკვევა, ვაჭრობასა და საშუამავლო საქმინობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა
  • დოკუმენტებში კორექტივების შეტანა
  • ტექნიკის, მათ შორის, ავტომობილის რემონტი
  • დოკუმენტების მოწესრიგება, სურვილის მიხედვით, კრიტერიუმებით დალაგება
  • ძველ ნაცნობებთან და შორეულ ნათესავებთან კონტაქტი
  • სწავლის მხრივ განვლილი მასალის გამტკიცება
  • გეგმების შედგენა, იდეების გააზრება, თუმცა, ახალი საქმეების დაწყება მას შემდეგ სჯობს, რაც მერკური ჩვეულებრივ სვლას დაუბრუნდება (12 ივლისს)

სავარაუდოდ, წარუმატებელი იქნება:

  • შესაძლებელია ჩავარდნები მოლაპარაკებებში, საქმეების წარმოებაში. მცირდება საქმიანი აქტიურობა, ამიტომ არ ღირს პანიკაში ჩავარდნა და სიტუაციის გამოსწორების მცდელობა. როდესაც მერკური ჩვეულებრივ სვლას დაუბრუნდება, ყველაფერი მოგვარდება.
  • არ არის გამორიცხული საქმიანი ურთიერთობების შეწყვეტა
  • სჯობს, გადადოთ იმ დოკუმენტებზე და შეთანხმებებზე ხელმოწერა, რომლებიც პლანეტის რეტროსვლის დაწყების დროს დაიწყეთ. თუ გადადება არ ხერხდება, დაკვირვებით შეისწავლეთ ყველა დეტალი, არ აჩქარდეთ.
  • არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება
  • გადაამოწმეთ ნებისმიერი გადახდის ქვითარი.
  • არ ღირს დოკუმენტების გაფორმების დაწყება. დიდია ჩავარდნის ალბათობა.
  • არ დაიწყოთ ახლის სწავლა, მხოლოდ განაგრძეთ უკვე დაწყებულის შესწავლა.
  • თითოეული ინფორმაცია განსაკუთრებული ყურადღებით შეამოწმეთ, არ გამოგეპაროთ ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანიც კი. იზრდება ცრუ ინფორმაციების ალბათობა.
  • არ ღირს ახალი გაჯეტების (ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი) ყიდვა – შეიძლება იმედი გაგიცრუვდეთ.
  • მერკური ვაჭრობის მფარველი პლანეტაა, ამიტომ მისი უკუსვლა დაბრკოლებებს შეუმნის ამ სფეროს.
  • არასასურველია ხანგრძლივი მოგზაურობა, მივლინებები.
  • მძღოლებმა უნდა დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები და თუ შესაძლებელია, საერთოდ უარი თქვან შორეულ მგზავრობაზე.
  • არავითარ შემთხვევაში არ ღირს აჩქარება. სულ უმნიშვნელო საქმეც კი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.
ყველა ახალი ამბავი
0