9 ივნისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 9 ივნისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 ივნისი

1-10 ივნისი ტყუპის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს მძლავრ ენერგიასა და დიდ ცხოვრებისეულ ძალას ანიჭებს.

მნიშვნელოვანია წლებია: 8, 10, 16, 20, 32, 40, 48, 56, 64, 72.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა მაჩიტა.

1-10 ივნისის პერიოდში დაბადებულებს უყვართ სტაბილურობა. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ისინი ჯერ კარგად დაფიქრდებიან, შეაფასებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას. არ უყვართ და აშინებთ მოულოდნელი ცვლილებები, მაგრამ თუ ცვლილებების სარგებელს გაიგებენ, სწრაფად მოახდენენ ადაპტირებას, უძრაობა მათთვის მიუღებელია. არიან კარგი მეოჯახეები, ახლობლების მიმართ მზრუნველი და ყურადღებიანი.

9 ივნისს დაბადებულები

9 ივნისს დაბადებულებში შერწყმულია როგორც სიჯიუტე და უდრეკობა, ისე საოცარი პასიურობა. მათი ორბუნებოვნება ცალკეულ ვითარებებში ვლინდება, რადგან მათი დახასიათება შეიძლება, როგორც ძლიერი და ნებისყოფიანი ადამიანებისა. შეიძლება ითქვას, რომ, მაგალითად, მათი სიჯიუტე გამოსადეგია სამუშაოზე, მაგრამ გარშემომყოფებთან ეს არასაკმარისია. შესაძლებელია პირიქითაც – სამსახურში ისინი მოდუნებული და უინიციატივონი არიან, ხოლო სახლში ლიდერის თვისებებს ამჟღავნებენ. წინასწარ გამოიცნო 9 ივნისს დაბადებულის ქცევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

ბევრი, ვისაც ამ დღეს დაბადებულებთან აქვს პირადი ურთიერთობები, აღმოაჩენს ხოლმე მათში სრულიად ახალ–ახალ თვისებებს. რაც შეეხება მათ იდეალებს, ისინი უარს ამბობენ, უარი თქვან პირად მოსაზრებებზე, იმაზე, რისიც სწამთ. ეს ადამიანები არ უშინდებიან კრიტიკულ გამოსვლას და ასევე, ზედმეტიც მოსდით ამ საქმეში. ისინი ძალზე სკრუპულოზური არიან დეტალების მიმართ, რასაც მათი ფანატიზმამდე მიყვანა შეუძლია.

9 ივნისს დაბადებულების კარმა მძიმეა, ისინი ამ სამყაროს ვალების გასასტუმრებლად ევლინებიან. ამ ადამიანების ცხოვრება სავსეა კონფლიქტებით, ინტრიგებითა და ცილისწამებებით როგორც ახლობლების, ისე სხვა ადამიანების მიმართ. მათი ცხოვრება შეიძლება შევადაროთ სირბილს ბარიერების გადალახვით. თუნდაც მათმა ცხოვრებამ მოგვარება დაიწყოს, შეუძლიათ, ერთ წამში ყველაფერი დაკარგონ. ცხოვრების გაუმჯობესებაში მხოლოდ საკუთარი შეცდომების გააზრება, მოთმინება, მონანიება და სიკეთე დაეხმარებათ.

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?>>

9 ივნისს დაბადებულები ლოგიკაზე ორიენტირებული ადამიანები არიან, თუმცა მათ ხანდახან ბავშვური საქციელიც ახასიათებთ. ბავშვურ სიცელქესთან დაკავშირებული დადებითი თვისებები საკმაოდ ხშირად ვლინდება. ეს თვისება ხშირად მასწავლებლის პროფესიაში იჩენს ხოლმე თავს. ამ დღეს დაბადებულებმა უნდა აკონტროლონ პრიმიტიული გრძნობები – ეჭვიანობა და შური, ბოროტება. ამ ადამიანებისთვის ცხოვრებისეული კეთილდღეობა მათი ხასიათის მთლიანობას მოაქვს, მაგრამ თუ ამას ვერ აღწევენ, გაორებული ბუნების გამო (ერთ სფეროში გამარჯვებული არიან, ხოლო მეორეში – დამარცხებული) დიდხანს იტანჯებიან. 

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

9 ივნისს დაბადებულებს, ჩვეულებრივ, უყვართ სპორტული აქტიურობა. მათ ძირეულად უნდა შეცვალონ თავიანთი შეხედულებები საკვებთან დაკავშირებით და ზედმეტი ყურადღება აკრძალულ საკვებს არ დაუთმონ. მათი სუსტი ადგილებია სასუნთქი სისტემა და ხელები.

რჩევა:

ყურადღება მიაქციეთ ისეთ მნიშვნელოვან მომენტებს, როგორიცაა თვითშეფასება და საკუთარი თავის გაგება, შინაგანი ხმის მოსმენა და ჭეშმარიტი სურვილები. დროდადრო განერიდეთ ცხოვრებისეულ ორომტრიალს და წესრიგში მოიყვანეთ საკუთარი აზრები. იპოვეთ თავი შემოქმედებაში, ოჯახში, იქ, სადაც თვითგამოხატვას შეძლებთ.

ყველა ახალი ამბავი
0