მთვარის კალენდარი: 3 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

© AP Photo / J.David Akeსავსე მთვარე
სავსე მთვარე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

3 ივნისი, ოთხშაბათი. ამ დღეს მერკური მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

ყველაზე საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღების დრო დადგა. წარმატებების მიღწევის შანსი უფრო გონებრივად მომუშავე ადამიანებს აქვთ. გაუმჯობესდება გონებრივი საქმიანობა, გააქტიურდება თვითკრიტიკულობა, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანისა და შედარებით უმნიშვნელოს გარჩევის საშუალებას იძლევა.

ლავანდების მინდორი - Sputnik საქართველო
მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი

თავისუფლად შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, ახალი პროექტების ბიზნეს–გეგმების შემუშავება, საკუთარ თავზე ვალდებულებების აღება.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელი თმისთვის საკმაოდ არასტაბილური ნიშანია. შეჭრა შეიძლება სუსტი და დაზიანებული თმის. ამ დღეს თმის შეჭრამ, შესაძლოა, იმოქმედოს საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობებზე – როგორც დადებითად, ისე უარყოფითად.

არ ღირს თმის ქიმიური დამუშავება, ფერის მკვეთრად შეცვლა. კარგი დღეა თმის კვების, გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩატარებისთვის.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

მებაღეობა: მთვარე მორიელის ნიშანში, ნაყოფიერების მხრივ, კირჩხიბის შემდეგ მეორეა. ამ ნიშნის დროს დათესილი და დარგული მცენარე სწრაფად და მყარად იზრდება, იძლევა უხვ მოსავალს, საკმაოდ ამტანია და მდგრადია დაავადებების მიმართ, მაგრამ მოწყვლადია ინფექციების მიმართ.

ყველა ახალი ამბავი
0