23 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 23 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ტყუპი – ინტელექტუალი, ორბუნებოვანი, ცვალებადი, გამჭრიახი – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

23 მაისს დაბადებულები

23 მაისს დაბადებულები გამოირჩევიან ორიგინალური აზროვნებით, აქვთ ნათელმხილველობის უნარი; არ არიან ისეთი უბრალონი, როგორც ერთი შეხედვით ჩანან. აქვთ შემოქმედებითი დამოკიდებულება ნებისმიერი საქმის მიმართ. ბუნებრივი ნიჭი საქმიანობის ნებისმიერ სფეროში დიდ მიღწევებში ეხმარება. ამ დღეს იბადებიან შრომისმოყვარე და მტკიცე ადამიანები, რომლებსაც უსაქმოდ გაჩერება არ შეუძლიათ.

ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ>>

23 მაისს დაბადებულებს შეუძლიათ თავიანთი ენერგიის, შესაძლებლობებისა და ნიჭის გარშემომყოფებისთვის გაზიარება. მათი ქცევის მანერა ყველას მსუბუქი ეჩვენება. გააჩნიათ სექსუალური მიმზიდველობა. ბუნებით აქვთ ბოძებული გარკვეული შარმი, რომლითაც საზოგადოებას ხიბლავენ. ამ ადამიანებს ხანდახან ავიწყდებათ საკუთარი ცხოვრება და მთლიანად საკუთარი შვილების აღზრდაში ებმებიან. შეიძლება ითქვას, რომ ისინი უმაღლესი კლასის მშობლები არიან.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი

ამ დღეს დაბადებულებს არ აინტერესებთ ვარსკვლავური დიდება, ისინი მზად არიან, თავი საზოგადოებრივ საქმიანობას მიუძღვნან. ასევე აქვთ ძალზე იშვიათი თვისება - შეუძლიათ საკუთარი გონებისა და ემოციების კონტროლი, ანუ სხეულისა და სულის ჰარმონიაში მოყვანა. ბუნებით მოძრავი არიან, უყვართ სპორტი, ცეკვა, მაგრამ მაგიდის თამაშები - ნაკლებად. ასევე, თავიანთი ანალიტიკური გონების წყალობით, შეუძლიათ წარმატებების მიღწევა მეცნიერებაში.

23 მაისს დაბადებულები ისწრაფვიან იმისკენ, რომ მათი ცხოვრების წესი არავინ დაარღვიოს, თუმცა, ამასთან, ყოველთვის მზად არიან კატაკლიზმებისა და საგანგებო სიტუაციებისთვის. უყვართ კერძო პრობლემების იგნორირება, მაგრამ ყოველთვის ეხმარებიან ახლობელს. ამ დღეს დაბადებულებისთვის აუცილებელია რაღაც პერსპექტივის განცდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უჩნდებათ შეგრძნება, რომ არავისთვის არ არიან საჭირონი და კარჩაკეტილი ხდებიან. ხოლო მარტოობა ამ ადამიანებისთვის - დაღუპვის ტოლფასია. ამ დღეს დაბადებულებს უბრალო ადამიანური ურთიერთობების უზარმაზარი მოთხოვნილება აქვთ.

გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო
სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის

ჯანმრთელობა

23 მაისს დაბადებულები თავიანთ ჯანმრთელობას, ძირითადად, ყურადღებას აქცევენ, მაგრამ ჭარბი ენერგიის დახარჯვის მცდელობისას ხშირად რისკავენ, ეს კი პრობლემებს იწვევს. ზოგადად, ამ დღეს დაბადებულებს უყვართ სპორტი. ეს კარგია, რადგან სწორედ ფიზიკურ აქტიურობაში უნდა წარიმართოს მათი ენერგია, მაგრამ არ უნდა გარისკონ, მაგალითად, ავტომობილის მართვის, ცხენით ჯირითისას და სხვა. მათ უნდა ისწავლონ სწორად კვება, მიიღონ ვიტამინები, მიმართონ პროფილაქტიკურ საშუალებებს.

რჩევა:

მეტად იზრუნეთ საკუთარ თავზე, თქვენ გარდა ამას ვერავინ გააკეთებს. გააკონტროლეთ საკუთარი ენერგია და ექსპრესიულობა, ისწავლეთ ენერგიის შეკავება. ნუ ეცდებით, ყველას ყველაფერში არგოთ, ისწავლეთ უარის თქმა და ყურადღება საკუთარ პრობლემებს მიაქციეთ.

ყველა ახალი ამბავი
0