კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 18–24 მაისის პერიოდში

© Pixabay / jplenioსაქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე
საქართველოს მთები ჩამავალი მზის შუქზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჰოროსკოპი სუკეთესო დამხმარეა ბედნიერებისა და წარმატებების მიღწევისკენ სწრაფვაში. გთავაზობთ ასტროლოგების რჩევებს, რომლებიც სწორ გზაზე დაგაყენებთ ცხოვრების ყველა სფეროში, სიყვარულიდან დაწყებული, ფინანსებით დამთავრებული.

ბედნიერებისთვის, პირველ რიგში, საჭიროა საკუთარ თავზე, საკუთარ აზროვნებაზე მუშაობა. ვარსკვლავები დაგეხმარებიან ნეგატიური პროგრამებისგან, შიშებისა და მერყეობისგან გათავისუფლებაში, ცვლილებებში უკეთესობისკენ.

ვინ იყავით წინა ცხოვრებაში ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

ვერძი

ვერძებისთვის ამ კვირაში უმნიშვნელოვანესი სფეროები სამუშაო და ფინანსები გახდება. ფიქრების უმეტესობა ფულის გამომუშავებისკენ, მისი სწორად დახარჯვისა და ინვესტირებისკენ იქნება მიმართული.

მეტი უნდა იფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივებზე. საკმაოდ მშვიდი პერიოდი იწყება, რომლის დროსაც შესაძლებელია მოვლენების კარგად გააზრება, განმარტოება და პრობლემების დავიწყება. თუ სამუშაო დღეები დაძაბული იქნება, უქმეები ნათესავებსა და მეგობრებს დაუთმეთ.

კომში ყვავილობისას - Sputnik საქართველო
მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

კურო

ვარსკვლავები და პლანეტები კვირის პირველ ნახევარში ენერგეტიკულად სუსტი იქნებიან. ეს აისახება თქვენზე, შესაძლოა, ძალებისგან გამოფიტვა იგრძნოთ. ეს, სავარაუდოდ, ხუთშაბათამდე გაგრძელდება. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ მისცეთ ვარსკვლავების ნეგატიურ ენერგეტიკას თქვენს იღბალსა და განწყობაზე გავლენის მოხდენის საშუალება.

პარასკევიდან კვირის ჩათვლით იქნება აქტიურობის პერიოდი ცხოვრების ყველა სფეროში. გაგიჩნდებათ უამრავი ახალი შესაძლებლობა და მოქმედებების სრული თავისუფლება. ასტროლოგები გირჩევენ, ასეთ პერიოდებში ხშირად შეეჭიდოთ ახალ საქმეებს, არ შეუშინდეთ რისკს. ერთადერთი გაფრთხილებაა, რომ არ გაანდოთ თქვენი გეგმები გარშემომყოფებს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

ტყუპი

ამ კვირაში ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას შეძლებთ. ამაში დაგეხმარებათ საკუთარ სულში და ცნობიერების სიღრმეებში ჩაწვდომა, რომ გაიგოთ, რა მიზნებს შეუძლია ჭეშმარიტი ბედნიერებისა და მაღალი მოტივაციის მოტანა. თქვენთვის მთავარი სწორედ მიზნისა და მოტივაციის არსებობაა.

სასიყვარულო სფეროში არსებითი წარმატებების მიღწევა შეგიძლიათ. ეს ეხება ყველას – ვინც უკვე იპოვა თავისი მეორე ნახევარი და ვინც ძიების პროცესშია. ასევე გაგიმართლებთ ფინანსურ საქმეებში.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
„საკარანტინო“ ჰოროსკოპი: როგორ ცხოვრობენ ზოდიაქოს ნიშნები თვითიზოლაციის პირობებში

კირჩხიბი

კვირის პირველ დღეებში დიდი ყურადღება გჭირდებათ ფინანსურ სფეროსა და სამუშაოზე: ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია დესტრუქციული იქნება. ესაძლოა, იღბალმა დროებით მიგატოვოთ, ამიტომ მნიშვნელოვანი შენაძენები უქმეებისთვის გადადეთ.

მარტოხელა კირჩხიბებს სიყვარულში დიდი გამარჯვებები გელოდებათ. შესაძლებელია წამიერი სასიამოვნო რომანებიც, ზოგმა კი შეიძლება თავისი სიყვარულიც იპოვოს. მთავარია, არ შეუშინდეთ ურთიერთობებს და იყოთ მეგობრული, გულგახსნილი.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

ლომი

ლომებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო პერიოდი იწყება. შესაძლოა, გარკვეულ პრობლემებთან მოგიწიოთ შეჯახება, მაგრამ ეს ვარსკვლავების მხრიდან ცხოვრებისეული გზის კორექტირებასთან იქნება დაკავშირებული – ისინი სწორ გზაზე დაგაყენებენ.

არ ენდოთ ყველას. ასტროლოგები გირჩევენ, ყურადღება მიაქციოთ წვრილმანებს, იყოთ მეტად პასუხისმგებლიანი. ნებისმიერი ცვლილება სიყვარულსა თუ საქმეებში უნდა მიიღოთ, როგორც ცხოვრების შეცვლის შესაძლებლობა. ასევე არ დაივიწყოთ დასვენება. გადაღლა თქვენს წარმატებებსა და იღბალზე ცუდად იმოქმედებს.

გზა მარადისობისკენ - Sputnik საქართველო
2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ქალწული

ყველაზე იღბლიანი დღეები თქვენთვის ამ კვირაში ორშაბათი, ოთხშაბათი და ხუთშაბათია. ამ დღეებში მაღალი იქნება თქვენი პროდუქტიულობა. გქონდეთ ინტუიციის იმედი. სხვა დღეებში მოსალოდნელია ენერგიის გარკვეული ვარდნა და ძალების დაკარგვა, ამიტომ, სჯობს, დაზოგოთ ენერგია და მოერიდოთ ფიზიკურ დატვირთვებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ნეგატიური აზრებისგან გათავისუფლებაა. მოიტოვეთ უკან და დაივიწყეთ წყენა, ადამინების მიმართ უნდობლობა. უქმეებზე კარგი იქნება, თუ ჯანმრთელობას მიხედავთ: შეგიძლიათ დაიწყოთ ფიზიკური ვარჯიში და უარი თქვათ მავნე ჩვევებზე.

ვის ირჩევენ პარტნიორად ზოდიაქოს ნიშნები>>

სასწორი

ამ პერიოდში თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და იღბლიანი სიყვარულის სფერო იქნება. გაუმართლებს იმას, ვინც ცდილობს, გათავისუფლდეს მარტოობისგან და ბედნიერება ჰპოვოს მეორე ნახევართან ერთად.

ასევე კარგი სიახლეებია მოსალოდნელი სამუშაოსთან დაკავშირებით: ვარსკვლავები და პლანეტები აღმშენებლობითი იქნებიან და ამიტომ რამე გაუთვალისწინებელი პრობლემა მოსალოდნელი არ არის. გაუგებრობები მალე გადაწყდება. მთავარია, პანიკას არ აჰყვეთ, თუ რამე ისე მოხდა, როგორც დგეგმილი გქონდათ.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
თუ ქორწილს გეგმავთ: საქორწინო ჰოროსკოპი

მორიელი

მორიელებმა ამ კვირაში მხოლოდ სიკეთე უნდა თესოთ, გარშემომყოფებს მხოლოდ პოზიტიური ემოციები მოუტანოთ. არ ღირს სხვების კრიტიკა, ეჭვიანობა. თუ სწორად მოიქცევით, ადამიანების მხრიდანაც შესაბამისი პასუხი არ დააყოვნებს. კვირის ბოლოს დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანებს.

პარასკევიდან კვირის ჩათვლით, შესაძლოა, ვარსკვლავებისა და პლანეტების დისონანსის გამო, ბევრი ძალა დაკარგოთ, მაგრამ ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ ახლა დანებების ან შვებულების აღების დრო არ არის. მთელი ძალები პრობლემების გადაჭრისკენ უნდა მიმართოთ.

ზოდიაქოს ნიშნები დედამთილის ამპლუაში>>

მშვილდოსანი

19–22 მაისის პერიოდში სიფრთხილე გმართებთ. ამ დღეებში პლანეტები და ვარსკვლავები არახელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან, ამიტომ ეს დრო საშიში და არაპროგნოზირებადი შეძლება აღმოჩნდეს. ეს გამოვლინდება ადამიანები ქცევასა და შემთხვევით მოვლენებში.

ფინანსური სფერო ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ ფულის დახარჯვა ორშაბათსა და უქმეებზე სჯობს თან, ინტერნეტის მეშვეობით. წარმატებებია მოსალოდნელი ასევე იურიდიული პრობლემების გადაჭრაში – კარგი პერიოდია ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების, იპოთეკის გადახდის, რემონტის გაკეთებისთვის.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა

თხის რქა

ამ კვირაში თქვენ ირგვლივ, შესაძლოა, შიშებითა და ეჭვებით სავსე ადამიანები შემოიკრიბონ. მათი სიტყვები და აზრები გადამდები შეიძლება აღმოჩნდეს, ამიტომ, სჯობს, მათ სერიოზულად თუ არ აღიქვამთ. დიდი ძალა ექნება თვითშთაგონებას. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ამ პერიოდში უნდა მოუსმინოთ, ეს თქვენ ხართ.

ვარსკვლავები და პლანეტები საიდუმლოებებისკენ მიმავალ კარს შეაღებენ. შეიძლება გაიგოთ რაღაც ძალზე მნიშვნელოვნი, მაგრამ ეს ჯერ არ გაამხილოთ. ასევე არ გაამხხილოთ თქენი ამბიციური გეგმები. იდეალური კვირაა შენაძენებისთვის, საჩუქრებისთვის საყვარელი ადამინებისთვის.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც სტრესულ ვითარებებს შესანიშნავად უმკლავდებიან>>

მერწყული

დგება იდეალური დრო მნიშვნელოვანი გარიგებების, იურიდიული პრობლემების გადაჭრის, შოპინგისა და ასევე, სასიყვარულო აქტურობისთვის. ერთადერთი, რაც უნდა გახსოვდეთ, ისაა, რომ ორი კურდღლის გამოდევნება ახლა არ ღირს. ამიტომ ზოგიერთი საქმე სხვა ადამიანებს მიანდეთ, ხოლო ძირითად პრობლემებს თავად მიხედეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ხილის სახეობები

კვირის მეორე ნახევარში, შესაძლოა, მერყეობამ შემოგიტიოთ, რაც თქვენს პროდუქტიულობას, მომხიბვლელობასა და ქარიზმას შეამცირებს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ახალ კავშირებს, რადგან ურთიერთობების მოთხოვნილება ერთ–ერთი ყველაზე მთავარი და მძაფრი გახდება.

თევზები

ამ კვირაში მეტად პასუხისმგებლიანი და ყურადღებიანი უნდა იყოთ წესების მიმართ. არ დაარღვიოთ ისინი, მორალის ნორმები, საგზაო მოძრაობის წესები.ამის გამო, შესაძლოა, მხოლოდ ჯარიმას არ დასჯერდეთ და განწყობა და ჯანმრთელობაც კი გაიფუჭოთ.

მიიღეთ დახმარება ახლობლებისგან, მეგობრებისგან. ნებისმიერ მხარდაჭერას კი სიკეთით უნდა უპასუხოთ. ხანდახან უბრალო „მადლობაც“ საკმარისია.

ყველა ახალი ამბავი
0