17 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 17 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

12–20 მაისი

12-20 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას სატურნი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებზე დიდ გავლენას ახდენს. ეს ადამიანები არ არიან კომუნიკაბელური, ისწრაფვიან მარტოობისკენ და ყველაფრის მუქ ფერებში დანახვა ახასიათებთ.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60, 64. 

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა დანდური.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე ფრთხილი, ეჭვიანი და უნდობი ადამიანები არიან. ისინი ყველაფერს წინასწარ კარგად აანალიზებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედებენ. მათთან ურთიერთობა ადვილი არ არის, მაგრამ თუ მათი ახლობლებიდან ვინმე გასაჭირში ჩავარდება, ეს ადამიანები აუცილებლად დადგებიან მათ გვერდით და ყველანაირად დაეხმარებიან მათ. მართალია, გარეგნულად პირქუში და მარტოხელები არიან, მაგრამ ეს მხოლოდ ნიღაბია, რადგან ისინი ასე იმალებიან და თავს იცავენ. ამ დეკადაში დაბადებულებს ბედნიერსა და წარმატებულს მხოლოდ ადამიანების ნდობა, გულღიაობა, საკუთარი ძალების რწმენა და სიცოცხლით სიხარული გახდის.

17 მაისს დაბადებულები

17 მაისს დაბადებულები ბუნებამ უხვი ნიჭით დააჯილდოვა. ბედისწერა მათ ბედნიერებით, წარმატებებითა და კეთილდღეობით ანებივრებს, მაგრამ თავად ადამიანზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. ის თავად ირჩევს გზას - სირთულეებისა და მარტოობის, ან შენების, შემოქმედების. მხოლოდ ის წყვეტს, როგორ გამოიყენოს უზარმაზარი ენერგეტიკული პოტენციალი - დაბრკოლებების გადალახვაზე და უბედურებასთან ბრძოლაზე, თუ ბედნიერი და უღრუბლო ცხოვრების შექმნაზე.

მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება>>

17 მაისს დაბადებულებს ცხოვრებისადმი საფუძვლიანი დამოკიდებულება ურჩევნიათ და ცდილობენ, ყველაფრის არსს ჩაწვდნენ. ნებისმიერ სფეროში, რომელშიც საქმიანობენ, ყველაფერს მარტივ, მაგრამ საკმაოდ სერიოზულ ახსნას უძებნიან. ამ დღეს დაბადებულები არ იბოჭავენ თავს კომპრომისებით და არ იტვირთავენ არასაჭირო სირთულეებით. მათთვის უცხოა ზედმეტი ტაქტი, ყოველთვის პირდაპირ ამბობენ სათქმელს. ასეთ საქციელს მათთვის პრობლემების შექმნაც შეუძლია და უპირობო წარმატებამდე მიყვანაც.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

მიუხედავად იმისა, რომ სირთულეებს ერიდებიან, ხშირად მაინც უწევთ ამ სირთულეებთან გამკლავება; ისწრაფვიან სიმშვიდისა და განმარტოებისკენ, მაგრამ ხშირად, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, მოულოდნელ მოვლენებში ჩართული აღმოჩნდებიან ხოლმე. მათ წყნარ და ჩუმ ადამიანებს ვერ უწოდებ, მაგრამ მაინც ჩაკეტილი არიან. მათი ნდობის მოპოვება ძნელია, რადგან ეს მათთვის ძალზე პრინციპული საკითხია.

როგორც წესი, 17 მაისს დაბადებულები ამაყი ადამიანები არიან, რომლებსაც მარტო მოქმედება ურჩევნიათ, დახმარებისთვის იშვიათად მიმართავენ სხვებს. თუმცა, მალავენ რა სხვების დახმარების საჭიროებას, ყოველთვის მოხარულია არიან, როდესაც მეგობრები და ახლობლები მათ მხარდაჭერას უცხადებენ. მათი გარეგნული სიცივისა და თავდაჯერებულობის მიღმა რბილი, დაუცველი არსება ან მძვინვარე ვეფხვი იმალება, რომელიც გარკვეულ დრომდე დარჩება გისოსებს მიღმა.

17 მაისს დაბადებულები ფანატიკურად ერთგული არიან თავიანთი საქმისა. ფენომენალურად აქვთ განვითარებული ყურადღების კონცენტრაციის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა. ამის გამო ხანდახან მარათონში რბენისთვის ჯანმრთელობა და სულიერი ძალები არ ჰყოფნით. ინტელექტუალურად განვითარებული პიროვნებები ცდილობენ, ენერგია ზომიერებისა და ჯანსაღი აზრის კალაპოტისკენ მიმართონ და ცხოვრებას მაშინ მათთვის სრული კმაყოფილება მოაქვს.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო
ტიბეტური ჰოროსკოპი და ცხრილი – რომელი ცხოველია თქვენი მფარველი დაბადების წლის მიხედვით

ჯანმრთელობა

17 მაისს დაბადებულები ხშირად სწირავენ თავს რთული, მძიმე ცხოვრებისთვის. ეს შეიძლება მათ ჯანმრთელობაზე აისახოს. დიდ ფიზიკურ დატვირთვას ხერხემლისა და კისრის არეში ტკივილის გამოწვევა შეუძლია. მთავარია, შეამცირონ მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. ასევე უნდა გაუფრთხილდნენ ყელსა და ხმის იოგებს. კვების მხრივ, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეზღუდვები მათთვის არ არის.

რჩევა:

ეცადეთ, ცხოვრებას ნაკლებად სერიოზულად შეხედოთ. მოდუნდით, ისწავლეთ საკუთარი თავისადმი ირონიული დამოკიდებულება. ყველა მოვლენას ვერ გააკონტროლებთ. შეძლებისდაგვარად მიიღეთ ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. მიეცით თავს დასვენებისა და სიხარულის უფლება. თქვენს მისწრაფებებს შორის ჩართეთ სწრაფვა ბედნიერების, კომფორტისა და სიამოვნებისადმი.

ყველა ახალი ამბავი
0