10 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 10 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 მაისი

2-11 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მფარველობს. ამ პერიოდში მერყევი, მეოცნებე და კეთილშობილი ადამიანები იბადებიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60 და 64.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა შროშანა. ეს ადამიანები არიან გულუხვი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ისინი არ დაგაღალატებენ. მათ სჭირდებათ ხასიათის მეტი სიმტკიცის განვითარება. თუ საკუთარი შეცდომების გააზრებას შეძლებენ, ცხოვრებაში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევენ წარმატებასა და ბედნიერებას.

10 მაისს დაბადებულები

10 მაისს შემოქმედებითი ადამიანები - მუსიკოსები, მხატვრები, მსახიობები იბადებიან. არიან ძალიან ნიჭიერი, მაგრამ არა - ამბიციური. ჰყავთ ბევრი მეგობარი, ნაცნობი, ყოველთვის ყურადღების ცენტრში არიან. მათ მუდამ ბევრი გეგმა და ჩანაფიქრი აქვთ. მათთვის აუცილებელია მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ ცხოვრებას. თუ თავიანთ ნიჭს სწორად გამოიყენებენ, დიდ წარმატებებს მიაღწევენ.

10 მაისს დაბადებულები არ არიან გუნდური მოთამაშეები, მარტო მუშაობა ურჩევნიათ. არიან მკაფიო ინდივიდუალობის მქონენი. უყვართ სიმართლე, გამძაფრებული აქვთ ღირსების გრძნობა. არასდროს წავლენ საკუთარი წარმოდგენის წინააღმდეგ სამართლიანობაზე, ყოველთვის ყველაფერს საკუთარ სახელს არქმევენ, თუნდაც ამას არასასურველი შედეგები მოჰყვეს.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ამ დღეს დაბადებულებს შეუძლიათ საზოგადოდ მიღებული ნორმებისა და მოსაზრებების წინააღმდეგ წასვლაც, თუ მას არასწორად მიიჩნევენ. როგორც წესი, ძალზე მომხიბლავი არიან. აქვთ საკუთარი მოსაზრების დასაბუთების უნარი. არიან ფატალისტები - აღიარებენ ბედისწერის როლს ადამიანის ცხოვრებაში. არასდროს შეეწინააღმდეგებიან ძალებს, რომლებიც იმ მომენტში საზოგადოების ცხოვრებას განსაზღვრავენ. ინტუიციურად შესანიშნავად გრძნობენ, როდის უნდა გაარღვიონ ბარიერი და როდის - შეჩერდნენ.

ამ დღეს დაბადებულებმა დეტალურად უნდა გათვალონ საკუთარი ქმედებების შედეგები. ხშირად ხდება, რომ რაიმე იდეით გატაცებულებს თავად მიზანი ავიწყდებათ; ასევე, იმპულსურობიდან გამომდინარე, ხშირად იქცევიან დაუფიქრებლად. ამიტომ უნდა დააკვირდნენ საკუთარ სიტყვებსა და საქმეებს. ამ დღეს დაბადებულებს ხშირად ავიწყდებათ გარშემომყოფთა ინტერესები. ეს არ ნიშნავს, რომ ეგოისტები არიან, უბრალოდ, ძალიან არიან გატაცებული საკუთარი თავით. მათ ისეთი საქმე უნდა იპოვონ, რომ თვითიზოლაციაში არ მოხვდნენ.

10 მაისს დაბადებულებს ხშირად ეჩვენებათ, რომ არ სჭირდებათ გარშემომყოფთა მორალური მხარდაჭერა, მაგრამ ეს ასე არ არის. სწორედ ახლობლების სიყვარული და ზრუნვა შეიძლება გახდეს მათი ერთგული თანამგზავრი. რაც უფრო იშვიათად იგრძნობენ თავს მიტოვებულად და მარტოხელად, მით უფრო მეტი სასარგებლო რაიმეს გაკეთება შეუძლიათ საზოგადოებისთვის.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

10 მაისს დაბადებულებს იმდენად იტაცებს საკუთარი იდეები და პროექტები, რომ საკუთარი ჯანმრთელობა ხშირად ავიწყდებათ. ამ ადამიანებს წაადგებათ დაბალანსებული დიეტა, ხოლო გადატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო არასწორი კვება და ფასთ-ფუდი უნდა დაივიწყონ. არიან ცხიმიანისა და ტკბილის მოყვარულები, ამიტომ მათთვის აუცილებელია ზომიერი ფიზიკური დატვირთვები, სპორტის ისეთი სახეობები, როგორიცაა ცურვა და თხილამურით სრიალი.

რჩევა:

ეცადეთ, სანამ რაიმეს კეთებას დაიწყებთ, აწონ-დაწონოთ და პოტენციური შედეგები გათვალოთ; ნუ უგულებელყოფთ არსებულ პრობლემებს. იფიქრეთ სხვების გრძნობებსა და საჭიროებებზე. ყური დაუგდეთ სხვების რჩევებს.

ყველა ახალი ამბავი
0