3 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 3 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

2-11 მაისი

2-11 მაისის პერიოდი კუროს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას მთვარე მფარველობს. ამ პერიოდში მერყევი, მეოცნებე და კეთილშობილი ადამიანები იბადებიან.

© Sputnik / Maria Tsimintiaკურო
3 მაისს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
კურო

მნიშვნელოვანი წლებია: 16, 21, 24, 33, 41, 50, 60 და 64.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა შროშანა. ეს ადამიანები არიან გულუხვი, შრომისმოყვარე, პასუხისმგებლიანი. დარწმუნებული შეგიძლიათ იყოთ, რომ ისინი არ დაგაღალატებენ. მათ სჭირდებათ ხასიათის მეტი სიმტკიცის განვითარება. თუ საკუთარი შეცდომების გააზრებას შეძლებენ, ცხოვრებაში დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწევენ წარმატებასა და ბედნიერებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
კურო – მგზნებარე, პრაქტიკული, სტაბილური – ზოგადი დახასიათება

3 მაისს დაბადებულები

3 მაისს ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანები იბადებიან და თან ეს ნიჭი სხვადასხვა სფეროში ვლინდება. ამ ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ ხელმძღვანელობა და ლიდერობა, აქვთ შესანიშნავი უნარები საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის სფეროში. მათ ხალხი უსმენს, ბრწყინვალე გონებისა და ხიბლის წყალობით, ადვილად შეუძლიათ აუდიტორიის კეთილგანწყობის მოპოვება. ემოციების გარდა, ისინი შესანიშნავად იყენებენ ლოგიკას.

3 მაისს დაბადებულები განსაკუთრებული პრაგმატიზმითა და ენამახვილობით გამოირჩევიან, რამაც თანამოსაუბრე შესაძლოა კარგად „დაგესლოს“. მათი მხარდაჭერის იმედი ყოველთვის აქვთ ოჯახსა და ნათესავებს. მათგან ყოველთვის მიიღებთ ფასეულ რჩევებს. მიუხედავად პრაქტიკულობისა, შეუძლიათ აუხდენელმა ოცნებამ გაიტაცოს, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მიწაზე მყარად იდგებიან და მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ჭკვიანური კომენტარებისა და კომიკური შედარებების წყალობით, მათ გარშემო ყოველთვის მხიარული ვითარებაა; ეს ამაღლებს მათ პრესტიჟს, მაგრამ ზედმეტი სარკაზმი ხანდახან უსიამოვნებებსაც იწვევს. 3 მაისს დაბადებულებისთვის ზედგამოჭრილია არბიტრის, შუამავლისა და მრჩევლის როლი; ასევე შესაფერისია მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროები.

ამ დღეს დაბადებულთა პირადი ცხოვრება პასიურია. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ურთიერთობებში საპასუხო ნაბიჯის გადადგმა უჭირთ. ეს მერყეობა ხანდახან კომერციულ სფეროზეც გადადის. ყველაზე მეტად ამ დღეს დაბადებულებს ენერგიის დახარჯვა არ უჭირთ მეგობრობაზე. ყოველთვის აფასებენ ნამდვილ მეგობრებს. მთავარია, არ გაიტაცოს გლობალურმა პროექტებმა და სოციალურმა იდეებმა, რადგან ამგვარი საზოგადოებრივი საქმე ოჯახურ კერას მოწყვეტს - როდესაც ისინი რაიმე გლობალურს ეჭიდებიან, ყველა და ყველაფერი ავიწყდებათ, მათ შორის - საკუთარი თავიც. პირადი მოგების ნახვას ასეთი პროექტებიდან ისინი იშვიათად ახერხებენ.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

ყველა კუროს უყვარს გემრიელად ჭამა. 3 მაისს დაბადებულები გამონაკლისი არ არიან, ამიტომ ისინი ზედმეტ ჭამას უნდა მოერიდონ. არიან მოძრავი, აქტიური ადამიანები, მაგრამ სასურველია, სპორტსაც მისდიონ. მათი ყველაზე სუსტი ადგილებია ყელი და კისერი, ამიტომ ამას ყურადღება უნდა მიაქციონ.

რჩევა:

თქვენი საქციელის მოტივაცია ხშირად გაუმართლებელია, ამიტომ კარგად მოიფიქრეთ ის. ფსონი პირად მეგობრობაზე დადეთ და ეცადეთ, მეტი სიმტკიცე გამოამჟღავნოთ სასიყვარულო საქმეებში.

ყველა ახალი ამბავი
0