სუპერმთვარეობა 8 აპრილს: ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

© REUTERS / David W Cernyსუპერმთვარეობა პრაღაში
სუპერმთვარეობა პრაღაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპრილი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის ცვლილებებისა და გამოცდების თვეა. 8 აპრილს კი სუპერმთვარეობა გველოდება. ესაა საბედისწერო დღე, რომელიც ცხოვრების ჩვეულ წესებზე უარის თქმას ითვალისწინებს

სუპერმთვარეობა 8 აპრილს გააძლიერებს ისედაც საგანგაშო პერიოდის ნეგატიურ ტენდენციებს, დათესავს ქაოსს ჩვენთვის მნიშვნელოვან სფეროებში. მთვარე სასწორის ნიშანში იქნება.

სიტყვა „სუპერმთვარეობა“ ბოლო წლებში გახდა პოპულარული და ნიშნავს სავსემთვარეობას, როდესაც მთვარე უფრო დიდი მოჩანს და უფრო კაშკაშაა. სუპერმთვარეობა – ესაა მთვარის განსაკუთრებული მდგომარეობა, როდესაც მთვარის ორბიტა მაქსიმალურად ახლოსაა დედამიწასთან. საოცრად ლამაზი სანახაობაა, რომელსაც ასევე საშიში შედეგები შეიძლება ჰქონდეს ენერგეტიკული თვალსაზრისით.

CC0 / Jeff Hollett / Full Worm Supermoon in Vancouver, WAსუპერმთვარეობა
სუპერმთვარეობა 8 აპრილს: ასტროლოგების რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის - Sputnik საქართველო
სუპერმთვარეობა

ასტროლოგები 8 აპრილის სუპერმთვარეობისთვის გვირჩევენ, ვიყოთ ყურადღებით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივყვეთ მათ რჩევებს.

ვერძი

საკმაოდ დინამიკური დღე გელოდებათ. შესაძლოა, ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდეს. ემოციები და ირგვლივ ქაოსი ცივი და მიუკერძოებელი ანალიზის შესაძლებლობას გაართულებს. არ ღირს ბედნიერი შემთხვევითობის იმედზე ყოფნა. ასტროლოგები გირჩევენ, გქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი. სჯობს, დროებით შეჩერდეთ, განიტვირთოთ ფსიქოლოგიურად და კარგად დაისვენოთ.

დედამიწის მოსახლეობა - Sputnik საქართველო
ასტროლოგები, კორონავირუსი და შავი მთვარე: როდის დამთავრდება პანდემია

კურო

სუპერმთვარეობა თქვენს ცხოვრებაში ცვლილებებსა და სიახლეებს მოიტანს. ეს იქნება მომატებული ნერვოზულობის დღე. ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება სახლში მიმდინარე მოვლენები, ოჯახი, ახალი მოვალეობები. მიუხედავად პასუხისმგებლობისა, ნამდვილად ღირს პერფექციონიზმზე უარის თქმა – ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს შეუძლებელს, ამან, შესაძლოა, ძლიერი გადაღლა გამოიწვიოს. ასტროლოგები გირჩევენ, მოერიდოთ უსიამოვნო ადამიანებს, ენერგეტიკულ ვამპირებს. შეიქმენით კომფორტული პირობები და დაიცავით დღის რეჟიმი.

ტყუპი

ტყუპებისთვის  ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოთ ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა. წარმატებებია მოსალოდნელი სასიყვარულო ასპარეზზე. ასევე, შეძლებთ, რომ თავი აარიდოთ ფინანსურ სირთულეებს. ამისთვის საჭიროა ყველა უარყოფითი აზრის განდევნა. ასტროლოგების რჩევაა, ისწავლოთ გულის ნდობა, გულის კარნახით მოქმედება. თუ გონება თქვენს გულთან ბრძოლას გააგრძელებს, არის ალბათობა იმისა, რომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

კირჩხიბი

ამ ენერგეტიკულად მძლავრ დღეს ფინანსურ და სამუშაო საკითხებში უნდა გაგიმართლოთ. დროა, მსხვერპლის როლიდან გამოხვიდეთ და გამარჯვებულის როლი მოირგოთ, მუდმივად სხვებისთვის ძალისა და ენერგიის დახარჯვას შეეშვათ და საკუთარ თავზე იფიქროთ. იდეალური დროა გარიგებებისა და ინტელექტუალური სამუშაოსთვის. ასტროლოგები გირჩევენ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები, მნიშვნელოვანი საქმეები სამომავლოდ არ გადადოთ, მოთმინებით აღიჭურვოთ, შეიყვაროთ საკუთარი პიროვნება და მიიღოთ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად.

ლომი

სუპერმთვარეობა მოგმატებთ მღელვარებას, შეგიქმნით დისკომფორტს: ცხოვრების პირობები, საშინაო საქმეები, სამუშაო უფრო მკაცრი გახდება. რაღაცაში დათმობა მოგიწევთ, რაღაცის – ხელახლა დაწყება, ზოგ რამეზე კი – საერთოდ უარის თქმა. ასტროლოგები გირჩევენ, შენარჩუნოთ პოზიტივი და იმის ნაცვლად, რომ ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე იღელვოთ, შეიტანეთ თქვენს ცხოვრებაში სასიხარულო მომენტები. ეცადეთ, რომ ფიზიკურადაც და ემოციურადაც საჭირო მდგომარეობაში იყოთ.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ქალწული

ძალზე პოზიტიური დღე გელოდებათ. არ დაუგდოთ ყური გარშემომყოფების რჩევებს და მხოლოდ საკუთარ შეგრძნებებსა და ინტუიციას, სიბრძნეს დაეყრდენით. არ არის გამორიცხული, რომ საინტერესო იდეები გაგიჩნდეთ – აუცილებლად დაიმახსოვრეთ ისინი, ან ჩაიწერეთ. ასტროლოგები გირჩევენ, დაემშვიდობოთ ყველაფერს, რასაც თქვენთვის დაღლილობა, სევდა და იმედგაცრუება მოაქვს. განეწყვეთ პოზიტიურად.

სასწორი

თქვენ გარშემო ვითარება არაპროგნოზირებადი იქნება, მაგრამ, მთლიანობაში, ოპტიმიზმი შენარჩუნდება. თქვენ წინშე გაიხსნება ახალი შესაძლებლობები, თუმცა, ფაქტობრივი მიღწევები ძალზე მოკრძალებული აღმოჩნდება. მოსალოდნელია იღბლიანობის შესუსტება. არ არის გამორიცხული მოტყების მცდელობა ირგვლივ მყოფთა მხრიდან. ასტროლოგები გირჩევენ, არ გარისკოთ და დაუფიქრებლად არ მოიმოქმედოთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ბედი - კარმული გზა

მორიელი

8 აპრილი თქვენთვის არაერთმნიშვნელოვანი დღეა. ამ დროს, შესაძლოა, ძალზე მნიშვნელოვანი აზრები გაგიჩნდეთ ცხოვრების მიზნებთან დაკავშირებით, გაიხსნას ახალი კარი, რომელიც ბედნიერებასა და ახალ შესაძლებლობებთან მიგიყვანთ. ასტროლოგები გირჩევენ, არ ინერვიულოთ წვრილმანები გამო და ნეგატივს ნეგატივით არ უპასუხოთ. არ აჰყვეთ საყოველთაო ნერვოზულობასა და პანიკას, არ დაიწყოთ ახალი საქმეები.

მშვილდოსანი

სუპერმთვარეობის დღეს თქვენი ცხოვრება, შესაძლოა, თავდაყირა დადგეს, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. არის ალბათობა იმისა, რომ გამოჩნდნენ პროვოკატორები, რომლებიც თქვენთვის ზიანის მოყენებას შეეცდებიან. ეს, თავის მხრივ, თქვენს განწყობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ასტროლოგები გირჩევენ, არ გაბრაზდეთ და ყველანაირად შეეცადოთ სიმშვიდის შენარჩუნებას, სჯობს, შეანელოთ სვლა, ან საერთოდ, დაისვენოთ და ძალები მოიკრიბოთ. იყავით დამოუკიდებელი და ნუ დაელოდებით დახმარებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

თხის რქა

სავსემთვარეობა 8 აპრილს ძალიან დიდ ენერგიას მოგიტანთ, რომელიც საჭირო კალაპოტში უნდა მიმართოთ. ესაა დიდი შესაძლებლობებისა და მნიშვნელოვანი ემოციების დრო. გელოდებათ ძალზე ხელსაყრელი დღე, რომელიც დიდ სიხარულს თუ არა, მცირე საჩუქარს მაინც მოგიტანთ. ასტროლოგები გირჩევენ, იმოქმედოთ, რადგან უსაქმურობა და აპათია არაფერში გარგიათ. იშრომეთ მეტი და განეწყვეთ ოპტიმისტურად

მერწყული

აპრილი თქვენთვის, ზოგადად, შთაბეჭდილებებისა და ემოციების დეფიციტის თვეა. სუპერმთვარეობის დღე კი იდეალურია ნებისმიერი სულიერი და მატერიალური ცვლილებებისთვის. ეს ის დროა, როდესაც წარმატება მთლიანად თქვენს ხელთ იქნება. მთვარე მოგანიჭებთ ძალას, ენერგიას, მოგიტანთ იღბალს. ასტროლოგები გირჩევენ, ეს დღე ისე გამოიყენოთ, რომ მეორე დღეს არაფერი გაგიხდეთ სანანებელი.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

თევზები

თუ გრძნობებსა და ემოციებს გარეთ „გამოუშვებთ“, სუპერმთვარეობას სერიოზული შედეგების გარეშე „გადააგორებთ“. განეწყვეთ წარმატებისთვის. ამ დღეს შეიძლება როგორც დიდი წარმატებების მიღწევა, ისე ვარდნა იმ შემთხვევაში, თუ თუ შიშებსა და პანიკას აჰყვებით. ასტროლოგები გირჩევენ, შთააგონოთ თავი, რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოგივათ – ეს ამ დღეს ძალზე მნიშვნელოვანი და, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტია.

ყველა ახალი ამბავი
0