1 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Stringerგაზაფხული
გაზაფხული - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 1 აპრილს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

© FB/ Zodiac Signsვერძი
1 აპრილს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

1 აპრილს დაბადებულები

1 აპრილს ძალზე ნიჭიერი ადამიანები იბადებიან. რა საქმესაც არ უნდა მოჰკიდონ ხელი, ყველაფერს ორიგინალურად და განუმეორებლად შეასრულებენ. ისინი თავიანთ გარშემო სხვადასხვაგვარ - როგორც დადებით, ისე უარყოფით სიტუაციას ქმნიან. მათ ყველა წამოწყებაში წარმატება სდევს თან. ქმნიან მყარ, სიყვარულსა და ურთიერთნდობაზე დაფუძნებულ ოჯახებს. ასხივებენ სიკეთესა და სინაზეს. ხშირად იღბლიანებს უწოდებენ, რადგან საქმეების უმრავლესობას ადვილად ასრულებენ.

როგორია თქვენი აურის ფერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

პირველ აპრილს დაბადებულები საკმაოდ ფეთქებადი ხასიათის არიან და შეუძლიათ დაუფიქრებლად მოქმედება. ეს ხელს აძლევს მათ არაკეთილმოსურნეებს, რომელთაც ამგვარი სიტუაციების სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ. ამიტომ მათ კარგად უნდა გააკონტროლონ თავიანთი საქციელი და თავი უნდა შეიკავონ ნეგატიური ემოციების გამომჟღავნებისგან.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ამ დღეს დაბადებულები, ჩვეულებრივ, შრომისმოყვარენი, კარგად აღზრდილი, დისციპლინირებული არიან, სჩვევიათ სათქმელის პირდაპირ თქმა. არ უყვართ საკუთარი ნიჭის სახალხოდ ჩვენება. ბავშვობაში უკვე აცნობიერებენ ცხოვრების სერიოზულობას და თავიანთ თავზე იღებენ მრავალ სირთულესა და ვალდებულებას. 

დროთა განმავლობაში ამ დღეს დაბადებულების საიმედოობა იზრდება, ისინი ხდებიან შესანიშნავი პარტნიორები ოჯახში, მეგობრობასა თუ სამსახურში. ისინი არ ისწრაფვიან ყურადღების ცენტრში ყოფნას, თუმცა, მოვლენების ცენტრში ყოფნა უყვართ. სამსახურშიც - საქმეში მთელ ენერგიას დებენ, მაგრამ ჩრდილში დარჩენა ურჩევნიათ. ისინი, ძირითადად, ზრუნავენ არა საკუთარი, არამედ საქმის წარმატებაზე. ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ ძალზე მორცხვი ადამიანები არიან. ასეთი მდგომარეობა მათი არაკომუნიკაბელურობით შეიძლება აიხსნას. მათ უყვართ განმარტოებით ყოფნა.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

საქმეს პირველ აპრილს დაბადებულები უდიდესი სერიოზულობით ეკიდებიან, უყვართ დეტალებში ჩაღრმავება, ყოველი წვრილმანის გაანალიზება და გათვალისწინება. დახმარების თხოვნა მათთვის საკუთარი თავის უპატივცემულობას ნიშნავს.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

1 აპრილს დაბადებულებს აუცილებლად სჭირდებათ ფიზიკური აქტიურობა. თუ პროფესიის გამო დიდხანს უწევთ ჯდომა, ეს ვარჯიშებით, სპორტით, სეირნობით უნდა აანაზღაურონ. რადგან ყველაფერში „ჩაკირკიტება“ უყვართ, მათთვის საინტერესო იქნება, მაგალითად, ალპინიზმი, საცხენოსნო სპორტი.

რჩევა:

ნუ ეცდებით, მოწყდეთ გარე სამყაროს - ის ძალზე საინტერესოა. აუცილებელია, იპოვოთ თანამოაზრეები და ხანდახან მათთან ერთად დაისვენოთ და მოდუნდეთ. ნუ შეეჭიდებით ერთდროულად რამდენიმე საქმეს, ეს პრობლემებს შეგიქმნით, რადგან საკუთარ თავს დიდ მოთხოვნებს უყენებთ.

ყველა ახალი ამბავი
0