როგორ დავგეგმოთ აპრილის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© Pixabay / Larisa-Kმოციმციმე ხე მთვარის ფონზე
მოციმციმე ხე მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის კალენდარი - ეს სასარგებლო რჩევების ნაკრებია, რომლებიც მთვარეზე მრავალსაუკუნოვან დაკვირვებებს ეფუძნება. მთვარის ენერგეტიკა ზოდიაქოს ერთი ნიშნიდან მეორეში გადასვლისას იცვლება, რაც გეგმების დაწყობისას აუცილებლად გასათვალისწინებელია

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და იმოქმედეთ მთვარის კალენდრის მიხედვით; თუ მთვარის პოზიცია რამე საქმის წარმატებით დასრულებაში ხელს არ შეგიწყობთ, გადადეთ ეს საქმე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მიხედეთ.

მზე - Sputnik საქართველო
თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

1, 2 აპრილი: მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ესაა აუჩქარებელი სტაბილურობის დრო, რომელიც იდეალურად მიესადაგება მონოტონურ საქმიანობას, იურისპრუდენციათან, ანტიკვარიატთან დაკავშირებულ საქმეებს. სიფრთხილეა საჭირო კრედიტებთან და ფულის გასესხებასთან მიმართებით, რადგან არის დიდი ალბათობა, რომ ფულს დიდხანს ვერ დაიბრუნებთ. მომატებულია ემოციური მგრძნობელობა, ამიტომ ყურადღებით მოექეცით ახლობლებს, არ შეხვიდეთ კონფლიქტში. 1 აპრილი არის ოთხშაბათი, რომელსაც მფარველობს მერკური და რომელიც, პირველ რიგში, გონებრივად მომუშავე ადამიანებს დაეხმარება. 2 აპრილი იუპიტერის მფარველობით ჩაივლის, გამძაფრდება ინტუიცია.

3, 4 აპრილი: მზარდი მთვარე ლომის თანავარსკვლავედშია. ხელსაყრელი დროა ენერგიული და ქმედითი წამოწყებებისთვის. ბევრს გაუჩნდება გართობის სურვილი. მთვარე ლომის ნიშანში ამაფრებს ავანტიურისადმი მისწრაფებას და დაუფიქრებელი რისკების ალბათობას. გადადეთ სერიოზული ფინანსური საქმეები. გაჩნდება საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. კარგი დღეებია ფიზიკური აქტივობისთვის. 3 აპრილი, პარასკევი ჩაივლის ვენერას ეგიდით, ხოლო 4 აპრილი, შაბათი – სატურნის ეგიდით.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

5, 6 აპრილი: მზარდი მთვარე ქალწულის თანავარსკვლავედშია. ხელსაყრელი დროა ნებისმიერი სახის მუშაობისთვის, რომელიც დაფიქრებასა და სერიოზულ დამოკიდებულებას საჭიროებს. ფინანსური საქმიანობა, ასეთი დამოკიდებულების შემთხვევაში, შესაბამის მატერიალურ ჯილდოს მოიტანს. ასევე ნაყოფიერი შედეგი ექნება სწავლას, კვალიფიკაციის ამაღლებას. არცთუ ხელსაყრელი დღეებია სასიყვარულო და პიროვნებებს შორის ურთიერთობებისთვის. მომატებულია კონფლიქტების ალბათობა, მათ შორის, საქმიან სფეროშიც. დაუთმეთ დრო ქველმოქმედებას. 5 აპრილი, კვირა ჩაივლის მზის მფარველობით, ხოლო 6 აპრილი, ორშაბათი – მთვარის.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

7, 8 აპრილი: მთვარე სასწორის ნიშანშია. 7 აპრილი შესაფერისი დროა წინა დღეების დაძაბული მუშაობის შემდეგ დასვენებისთვის. სასურველია, არ დაიწყოთ რამე ახალი და გლობალური საქმე, არამედ დაასრულოთ ადრე დაწყებული და დაგეგმილი საქმეები. საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია თანამშრომლობისთვის, თუმცა, სირთულეებია მოსალოდნელი გადაწყვეტილებების მიღებისას. 8 აპრილი – სავსემთვარეობაა, როდესაც მთვარე ყველაფერ ცოცხალზე უდიდეს გავლენას ახდენს. იზრდება ჯანმრთელობის პრობლემები, ჩნდება ზედმეტი იმპულსურობა, მიდრეკილება ნეგატიური აზროვნებისა და ალკოჰოლის მიღებისკენ. 7 აპრილს, სამშაბათს მფარველობს მარსი, ხოლო 8 აპრილს, ოთხშაბათს – მერკური.

9, 10 აპრილი: კლებადი მთვარე მორიელის ნიშანშია. ხელსაყრელი დროა საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების მიღებისთვის. გაუმჯობესდება გონებრივი საქმიანობა. შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, გეგმებისა და პროექტების შედგენა, საუთარ თავზე ვალდებულებების აღება. საკმაოდ ჰარმონიული დღეა. ყველაფერი გაწონასწორებულია. შეიგრძნობა ცოტაოდენ ძალების მოჭარბება, რისი მიმართვაც შემოქმედებით საქმიანობაზე ან ფიზიკურ აქტივობაზე სჯობს. 9 აპრილი, ხუთშაბათი არის იუპიტერის მფარველობის დღე, ხოლო 10 აპრილი, პარასკევი – ვენერას.

ყველა ახალი ამბავი
0