31 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 31 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.

© FB/ Zodiac Signsვერძი
31 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

31 მარტს დაბადებულები

31 მარტს დიდი და ღია გულის ადამიანები იბადებიან. არიან ემოციურები, კეთილშობილები, მზრუნველები, აქვთ განვითარებული ინტუიცია. ჰყავთ ბევრი მეგობარი. ამ დღეს დაბადებულებისთვის ცხოვრებაში პირველ ადგილზეა ოჯახი. მათთვის სიყვარული მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ფასეული რამაა. თუ ცხოვრების მეგზურად არასათანადო ადამიანს შეარჩევენ, თავიანთი ნიჭისა და უნარების სრულად გამომჟღავნებას ვერ შეძლებენ. საკუთარ მიზნებზე უარის თქმას ვერანაირი დაბრკოლება ვერ აიძულებთ. მათი სასიცოცხლო ძალების წყარო მათთვის სწორედ სიყვარულის ენერგიაა.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

31 მარტს დაბადებულები დასახული მიზნისკენ შეუპოვრად მიდიან. მათი გადაყენება იმ პოზიციიდან, რომელსაც მიაღწიეს, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მათთან თანამშრომლობა რთულია, რადგან ძალზე მომთხოვნი არიან. ბედი მათ ცხოვრებაში რამდენიმე შანსს აძლევს, რათა ცხოვრება კარდინალურად შეცვალონ და თუ გარისკავენ, არნახულ წარმატებებს მიაღწევენ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ეს ადამიანები კარგი ხელმძღვანელები არიან, მაგრამ ასევე კარგად გრძნობენ თავს თანაშემწის ან პარტნიორის როლში, როდესაც ახალ იდეებს საერთო საქმეში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია. ამ ადამიანებს დიდხანს შეუძლიათ მარტო ცხოვრება, მაგრამ ეს მათ კარიერაზე უარყოფითად აისახება. ხშირად მოწიფულობაში ქორწინდებიან. თუ საკუთარი შვილები არ ჰყავთ, ნაშვილები ან მეუღლის შვილი საკუთარი შვილივით უყვართ და მათ დიდი სიყვარულითა და სითბოთი ზრდიან.

31 მარტს დაბადებულები ერთი შეხედვით რბილი და ნაზი ადამიანების შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, თუმცა ბუნებით ძალზე კეთილი, მზრუნველი, ალერსიანი არიან. მათ თავიდანვე საკუთარი გრძნობების გამხელის ერიდებათ და ამიტომ ცინიზმისა და სიცივის შეგრძნებას აჩენენ. მეგობრების, მეორე ნახევრის შერჩევისას ისინი თავდაპირველად ძალიან ფრთხილობენ, შემდეგ კი მათ თავიანთ სულიერ საიდუმლოებებს ანდობენ.

როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>

ამ დღეს დაბადებულებს კარგად განვითარებული ინტუიცია აქვთ. ადამიანებისა კარგად ესმით, ძალიან ფრთხილობენ მათთან, ვინც ფუჭ დაპირებებს იძლევა. არ ისწრაფვიან ლიდერობისკენ, თუმცა, საბოლოოდ აღწევენ იმას, რაც უნდოდათ. ამ ადამიანებს გონება მართავს და არა გული.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

ამ ადამიანებს ჯანმრთელობის პრობლემები მაშინ უჩნდებათ, როდესაც რაიმე წყენას ან ბრაზს გულში ინახავენ. ამის შედეგად შეიძლება განუვითარდეთ წყლული, არტერიული წნევის პრობლემები, ზოგჯერ სიმსივნეებიც კი. ამ ადამიანებს წაადგებათ აქტიური სპორტი. უყვართ ხალხმრავლობა, დიდი სუფრები. უყვართ საჭმლის მომზადებაც, თუმცა ხანდახან ზომიერებას ვერ იცავენ ჭამაში.

რჩევა:

მიზნის მისაღწევად და პრობლემების გადაჭრისას მხოლოდ გონებას დაეკითხეთ, რადგან ემოცია ამ დროს ცუდი მრჩეველია. სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ასევე დაგეხმარებათ ინტუიცია. აღმოაჩინეთ საკუთარ თავში სინაზე და დაინახეთ ცხოვრება კაშკაშა ფერებში.

ყველა ახალი ამბავი
0