30 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 30 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

© FB/ Zodiac Signsვერძი
30 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

30 მარტს დაბადებულები

30 მარტს დაბადებულები თამამი, გაბედული და წინააღმდეგობების აღსავსე ადამიანები არიან. აქვთ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, უყვართ გარისკვა, არიან გონიერი და ამბიციური ადამიანები. ძლიერად აქვთ განვითარებული ინტუიცია. არ აშინებთ სირთულეები. უსიამოვნებებისა და პრობლემების დროს სიტუაციიდან ყოველთვის პოულობენ სწორ გამოსავალს და მდგომარეობიდან გამარჯვებული გამოდიან. თუ ამ დღეს დაბადებული თვითსრულყოფის გზას დაადგება, მისი ცხოვრება წარმატებებით იქნება სავსე, მას ელოდება იღბლიანი ქორწინება, კარგი შემოსავალი და წარმატებები კარიერაში.

ასტრორეიტინგი: ზოდიაქოს ყველაზე კეთილი ნიშნები>>

30 მარტს დაბადებულები, როგორც წესი, სწორხაზოვნები არიან, არ ანაღვლებთ, რა შედეგებს მოუტანს მათი საქციელი სხვა ადამიანებს. ეს ხშირად ხელს უშლის მათ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან და წარმატების მიღწევას. ეს ადამიანები ძალზე მიზანსწრაფული არიან და საქმეს შუა გზაზე არასდროს ტოვებენ. მაგრამ ხშირად ისე ხდება, რომ მათი აღიარება და დაფასება ძალზე გვიან, ხანდახან მათი გარდაცვალების შემდეგ მოდის ხოლმე.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ამ დღეს დაბადებულებისთვის მნიშვნელოვანია თავიანთი იმიჯი და მისი შენარჩუნება. მათ არ ძალუძთ მარცხის ფსიქოლოგიური გადატანა. და თუ მარცხი ეწვევათ და ამის გაძლება და გადატანა უწევთ, თავიანთ ტკივილს არ მალავენ. წარუმატებლობა მხოლოდ აძლიერებს მათ სურვილს, რომ ახალი ძალები მოიკრიბონ და წინ წავიდნენ. ეს ადამიანები განსაკუთრებულ წარმატებებს აღწევენ, როცა საკუთარ ბიზნესს იწყებენ, რადგან კოლექტივში მუშაობა არ შეუძლიათ - აქვთ საკუთარი მტკიცე მოსაზრებები და სხვებს არ უსმენენ, ეს კი უფროსებთან კონფლიქტის საბაბი ხდება. საქმეში დაუსვენებლად შეუძლიათ მუშაობა.

მიუხედავად ამ თვისებებისა, ამ დღეს დაბადებულები ბევრ რამეზე ბავშვური შეხედულებებით, მიამიტობით გამოირჩევიან, რის გამოც ხშირად აქვთ ემოციური ტიპის პრობლემები. ისინი ცოდნის მიღებისკენ ისწრაფვიან, უფრო თვითგანათლებისკენ, რადგან საუნივერსიტეტო სწავლება მოსაწყენად მიაჩნიათ. არ ჰყავთ დიდი საახლობლო წრე, მეგობრების საჭიროება არა აქვთ. როდესაც მიზანს აღწევენ, საზოგადოება და ყურადღება მათი პერსონის მიმართ მათთვის დამღლელი ხდება. ხშირად ენატრებათ მარტოობა. მაგრამ მათში ძალზე დიდია მოძრაობის მოთხოვნილება და ვერ ჩერდებიან, წინ მიიწევენ და ზოგჯერ ამ უსაშველო ენერგიაში მათი საკუთარი შინაგანი „მე“ იკარგება.

ზოდიაქოს ნიშნები და მათი მავნე ჩვევები>>

30 მარტს დაბადებულები ცხოვრების ყველა სფეროს შორის სამუშაოს ყველაზე მეტად აფასებენ. გარშემომყოფებს უამრავ მოთხოვნებს უყენებენ. მათი ცხოვრების მეგზურს უზარმაზარი მოთმინების უნარი უნდა ჰქონდეს, და თან, საინტერესო, თავისებურად უნიკალური უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის ამ დღეს დაბადებულისთვის უინტერესო გახდება. ამ ადამიანებთან ცხოვრება ძალზე რთულია, თუმცა ახლობლების მიმართ ძალზე ერთგული და თავდადებული არიან და ამას მათი მეგობრები და ახლობლები აფასებენ.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

30 მარტს დაბადებულების ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ძირითადად მუდმივი სტრესიდან მომდინარეობს. ცხოვრების დაძაბული რიტმი, მუდმივი მუშაობა გადაღლილობას იწვევს. ხშირად დოპინგსაც იღებენ, ეს კი მათი ჯანმრთელობისთვის ძალზე საზიანოა. ხშირად აწუხებთ თავის, კბილებისა და თვალების ტკივილი. აქვთ ბევრი მავნე ჩვევა, მაგალითად, ეტანებიან თამბაქოს, უზომოდ სვამენ ყავას. ყურადღებას არ აქცევენ კვებას და ძირითადად ნახევარფაბრიკატებითა და სწრაფად მოსამზადებელი პროდუქტებით იკვებებიან და თან ჭამენ სწრაფად, რადგან მუდამ ეჩქარებათ. ეს კი მათ ჯანრმთელობას საფრთხეს უქმნის.

რჩევა:

ეცადეთ, დამშვიდდეთ. ნუ ცდილობთ, ყველაფერი დეტალურად ახსნათ, ახლობლები ისედაც გაგიგებენ. ისწავლეთ თავის გაკონტროლება. თუ ხანდახან კომპრომისზე წახვალთ, ეს არ ნიშნავს, რომ საკუთარ პრინციპებსა და შეხედულებებს უღალატეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას, ხანდახან კი დაისვენეთ - ეს აუცილებელია.

ყველა ახალი ამბავი
0