29 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 29 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

© FB/ Zodiac Signsვერძი
29 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

29 მარტს დაბადებულები

29 მარტს ძლიერი ნებისყოფის მქონე, გულადი და „ცივსისხლიანი“, მაგრამ ამავდროულად, სენტიმენტალური და რომანტიკული ადამიანები იბადებიან. მათ მუდამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა აქვთ, ერთ ადგილზე ვერ ჩერდებიან, ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. მათი ხასიათის ჩამოყალიბებაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ოჯახზე, სადაც გაიზრდება. მათ, ჩვეულებრივ, თან სდევთ წარმატება მატერიალურ სფეროში, მაგრამ მეგობრები და ბიზნეს-პარტნიორები ფრთხილად უნდა შეარჩიონ; ამ დღეს დაბადებულები, ჩვეულებრივ, ძალზე მიმნდობი არიან - ეს მათი სისუსტეა.

ზოდიაქოს ნიშნების კომპლექსები>>

ამ დღეს დაბადებულები ჭკვიანი, შემოქმედებითი ადამიანები არიან, სანამ საქმეს შეუდგებიან, საკითხის შესწავლა უყვართ. თუ გრძნობენ, რომ საქმე სერიოზულია, მას დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით ეკიდებიან. არიან ერთგული მეგობრები, მათ განსაცდელში არასდროს მიატოვებენ. ისინი დარწმუნებული არიან თავიანთ პატიოსნებაში, მაღალ ზნეობრიობაში. მათი მოქმედებები იდეალიზმითაა განმსჭვალული. ხანდახან, თავიანთი სწორხაზოვნებიდან გამომდინარე, ბრმა ფანატიზმამდე მიდიან. უფრო განათლებულები ცდილობენ მისდიონ პრინციპს „არ განიკითხოთ და არ განიკითხებით“.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

29 მარტს დაბადებულები, ჩვეულებრივ, თავიანთ მსოფლმხედველობრივ კონცეფციას ადრეულ ასაკში აყალიბებენ და ამას მისდევენ მთელი ცხოვრება. ისინი ხშირად აღწევენ შესანიშნავ წარმატებებს, მაგრამ არ არიან ამპარტავნები, არ ილტვიან საზოგადოების მხრიდან აღიარებისკენ. ამ დღეს დაბადებულებს უყვართ სიმყუდროვე, კომფორტი, ცხოვრება. აქვთ საშიშროება, რომ ჩაიკარგონ თავიანთი შინაგანი სამყაროს ლაბირინთებში, ან მათზე დიდი, დამანგრეველი გავლენა იქონიოს უარყოფითმა ემოციებმა.

ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი>>

როგორც წესი, ისინი კარგი პარტნიორები, მეგობრები და თანამოსაუბრეები არიან. ისინი უყვართ - თან სრულიად დამსახურებულად; შეუძლიათ საკუთარ თავს ირონიით შეხედონ, საერთოდ, იუმორის გრძნობა კარგად აქვთ განვითარებული. არიან დაკვირვებულები და თანამოსაუბრის ამოცნობა ადვილად შეუძლიათ. ხედავენ არა მხოლოდ სხვის ნაკლოვანებებს, არამედ მშვენივრად უწყიან საკუთარი უარყოფითი თვისებებიც. თუნდაც მთელი ცხოვრების გატარება სხვაგან მოუწიოთ, თავიანთი ფესვებისა და მამაპაპისეული სახლის ერთგული რჩებიან.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ჯანმრთელობა

29 მარტს დაბადებულებს, როგორც წესი, შესაშური ჯანმრთელობა აქვთ. როგორც მგრძნობიარე ნატურები, ხშირად ვარდებიან დეპრესიაში, აქვთ ნერვული აშლილობები. კვების მხრივ უნდა მოერიდონ ძალიან ცხიმიან საკვებსა და ალკოჰოლს. ამ დღეს დაბადებულებზე მთვარე ახდენს გავლენას, ამიტომ შესაძლებელია ჰორმონალური ფონის დარღვევა, განსაკუთრებით ქალებში. მათთვის რეკომენდებულია ზომიერი ფიზიკური დატვირთვა.

რჩევა:

ნუ მოახვევთ სხვებს თავზე თქვენს ფასეულობათა სისტემას. აეწყვეთ საკუთარი მიზნების მიღწევაზე და იმუშავეთ თქვენს თავზე, შეეცადეთ, აღმოფხვრათ ხასიათის ის ნიშნები, რომლებიც წარმატებების მიღწევაში გეღობებათ წინ.

ყველა ახალი ამბავი
0