28 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC0 / Pixabay / ახალგაზრდა ქალი უყურებს პეიზაჟს
ახალგაზრდა ქალი უყურებს პეიზაჟს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 28 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

© FB/ Zodiac Signsვერძი
28 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

28 მარტს დაბადებულები

28 მარტს ორბუნებოვანი ადამიანები იბადებიან. როგორ ჩამოყალიბდება ადამიანი, მშობლებზე და ოჯახზეა დამოკიდებული. თუ მასში დადებით თვისებებს განავითარებენ, ის ბედნიერი ადამიანი გახდება. ამ ადამიანებს დაბადებიდან დაჰყვებათ უარყოფითი თვისებები და თუ მშობლები და ოჯახი სიყვარულითა და სინაზით არ მოეპყრობიან მათ, ამ ნაკლოვანებებზე მუშაობა მოწიფულ ასაკში თავად მოუწევთ.

ამ დღეს დაბადებულებს, ერთი მხრივ, ფეთქებადი ხასიათი აქვთ, შეუძლიათ იყვნენ სასტიკნი, მოიქცნენ დაუფიქრებლად; თავიანთი ინტერესების სასარგებლოდ თავისუფლად შეუძლიათ სხვისი ინტერესების შელახვა. ისინი თავადვე უქმნიან საკუთარ თავს პრობლემებს, მუდმივად უსიამოვნო სიტუაციებში ხვდებიან. მათ უზარმაზარი მაგნეტიზმი აქვთ, რაც ადამიანებზე ზემოქმედებასა და მათ მართვაში ეხმარება. ამ დღეს დაბადებულების ნებას უნდა დაემორჩილოს ყველა. მეორე მხრივ, 28 მარტს დაბადებულებს გააჩნიათ პოტენციალი იმისა, რომ ხორცი შეასხან საკუთარ სურვილებს, იდეებსა და გეგმებს, ეს უნარი მათ კარიერულ წინსვლაში, კარგი ცხოვრების შექმნაში დაეხმარება. ბედმა ისინი ასევე რაციონალიზატორის ნიჭითა და სითამამით დააჯილდოვა, რაც მათ შემოქმედებითი ენერგიის დიდ მარაგს აძლევს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ნებისმიერ ასაკში იოლად თხოვდებიან>>

ამ დღეს დაბადებულები სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებისას დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ მათ გვერდით მყოფი ადამიანების განცდები და გრძნობები არ აინტერესებთ, საკმაოდ პოპულარული პიროვნებები არიან, ისინი უყვართ მათი გულწრფელობის გამო. აქვთ კარგი იუმორის გრძნობა, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სარკაზმსა და ირონიას და ამას ადამიანები აფასებენ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

28 მარტს დაბადებულები ნებისმიერ მოვლენას - კარგსა თუ ცუდს, ყოველთვის მშვიდად აღიქვამენ; უბრალოდ, მათ არ აინტერესებთ, რა ხდება მათ გარშემო. ჩვეულებრივ, ურჩევნიათ, განმარტოებით იყვნენ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი საქმიანობის შესაშური უნარი შესწევთ. ხშირად იკავებენ ხელმძღვანელ თანამდებობებს, თუმცა თავად ამისკენ არ ისწრაფვიან. ურჩევნიათ, ჰქონდეთ შედარებით დაბალი თანამდებობა და მეტი ავტონომია, ვიდრე მაღალი ხელმძღვანელი პოსტი და მეტი შეზღუდვები. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სირთულის საქმეს კარგად ართმევენ თავს, თავდაჯერებულობა აკლიათ, საკუთარი ძალების არ სჯერათ, მუდამ ჭოჭმანობენ.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

28 მარტს დაბადებულები ოჯახში, მეგობრობასა და პარტნიორობაში ერთგული ადამიანები არიან. ისინი დროსა და ძალებს არ იშურებენ სხვათა პრობლემების გადასაჭრელად. ისინი კარგი მეგობრები არიან, მაგრამ თუ იგრძნეს, რომ მათ დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, მაშინვე თვალთახედვიდან ქრებიან, რაც მათი ახლობლებისთვის სრულიად მოულოდნელია. ამ დღეს დაბადებულები, სინამდვილეში, ძალზე ემოციური ადამიანები არიან, მათ, უბრალოდ, არ სურთ თავიანთი შიშების, გრძნობების, სანუკვარი ოცნებების გამჟღავნება და ამას ხშირად გარეგნული მიამიტურობისა და ბავშვურობის უკან მალავენ.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

28 მარტს დაბადებულებს სიფრთხილის გრძნობა ნაკლებად აქვთ განვითარებული, ამიტომ უნდა ერიდონ მოულოდნელ ინციდენტებს, შემთხვევებს. მათ ადვილად ერევა ნებისმიერი დეპრესია, მაგრამ ეს ერთი მხრივ, შეიძლება წაადგეთ კიდეც, თუ ამას საკუთარ თავში ჩაღრმავების მიზნით გამოიყენებენ. ამ დღეს დაბადებულებს უყვართ თავიანთ ფიზიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა, ვარჯიში, ასევე გემრიელი საკვები, რომლის მიღებისას ზომიერება უნდა დაიცვან.

რჩევა:

დაგეგმეთ საკუთარი ცხოვრება დეტალურად, მაგრამ დატოვეთ დრო ფიქრისა და განსჯისთვის, ასევე დასვენებისთვის, როდესაც იგრძნობთ, რომ ძალები ილევა. ასევე, ნუ დააგროვებთ უარყოფით ემოციებს, ხანდახან „ორთქლის გამოშვება“ კარგია. ნუ მოახდენთ ანტაგონიზმის პროვოცირებას. იმუშავეთ საკუთარ თავზე.

ყველა ახალი ამბავი
0