25 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / spiagol56კაკლის ხე ყვავილობისას
კაკლის ხე ყვავილობისას - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 25 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21 მარტი - 1 აპრილი

21 მარტი - 1 აპრილის პერიოდი ვერძის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს მარსი მფარველობს. ის მათ ანიჭებს დიდ ენერგიას, მიზანსწრაფულობას, უდრეკ ნებისყოფას, სიმტკიცეს, ფეთქებად ხასიათსა და ნამდვილ მამაკაცურ უშიშრობას.

მნიშვნელოვანი წლებია: 15, 30, 45 და 75.  

ამ ადამიანთა სიმბოლოა ფუტკარა (Digitalis ferruginea).

© FB/ Zodiac Signsვერძი
25 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
ვერძი

მფარველი პლანეტის გავლენით ამ დეკადაში დაბადებულები ბუნებით მეომრები და ლიდერები არიან. ინტუიციისა და სრულყოფილი ლოგიკის შერწყმით შეუძლიათ სიტუაციის განვითარების შესაძლო ვარიანტების შეფასება. რთულ ვითარებებში გონივრულად მოქმედებენ. 

მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ღმერთი არ არიან, ყველაფერს ვერ გააკონტროლებენ და ვერ გარდაქმნიან სამყაროს; წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ემუქრებათ გადაღლა, ნერვული სისტემისა და შინაგანი ემოციური რესურსის გამოფიტვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ვერძი – ცეცხლოვანი, მამაცი, ამბიციური, ენერგიული და ავტორიტარი – ზოგადი დახასიათება

25 მარტს დაბადებულები

25 მარტს დაბადებულები ჯიუტი, ამბიციური, მიზანსწრაფული, არტისტული, ნიჭიერი ადამიანები არიან. არტისტულობის წყალობით, თუ სცენაზე ვერ მოხვდნენ, როლებს რეალურ ცხოვრებაში ირგებენ. ცხოვრებაში თამაშისკენ მიდრეკილებას, განწყობის ხშირ ცვლას და უზარმაზარ ამბიციებს მათ პირად ცხოვრებაში და ასევე კარიერულ წინსვლაში უამრავი მძიმე პრობლემის მოტანა შეუძლია. ამიტომ უნდა ისწავლონ თავშეკავება და ამბიციების მოთოკვა.

მთავარი რომანტიკოსი მამაკაცი ზოდიაქოს ნიშნებში - რეიტინგი>>

თუმცა, ამ დღეს დაბადებულების ცხოვრებაში, რომლებიც საკუთარ თავთან ჰარმონიაში ცხოვრობენ და დიდი ამბიციებიც არ აქვთ, მაინც ხშირია მოულოდნელი ცვლილებები, ხელმეორე ქორწინებები - არამდგრადობა მათი არა მარტო ხასიათის თვისება, არამედ ბედიცაა. დიდებას, ოცნებების ასრულებას, სიმდიდრისა და საზოგადოების აღიარების მოპოვებას მაშინ შეძლებენ, თუ ბედის მიერ მინიჭებულ სხვადასხვა ნიჭს სწორად გამოიყენებენ.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

თავიანთი ენერგეტიკული პოტენციალის, ლიდერის თვისებების წყალობით, ასევე სხვადასხვა ცოდნის მიღების უნარით, ამ დღეს დაბადებულები ხშირად ხელში იგდებენ ძალაუფლებას. არ ისწრაფვიან თანამდებობისკენ, მაგრამ პროექტების განხორციელებისას არჩევანი მათზე ჩერდება - შეუძლიათ ადამიანებისგან მეტი ეფექტური მუშაობის მიღება. ისინი სამსახურში გაურბიან ინტრიგებს და თანამდებობისთვის ბრძოლაში ასეთი თვისებაც ხელს უწყობს მათ კარიერულ წინსვლას. ასეთი ადამიანების ნორმალური არსებობისთვის აუცილებელია, დაძაბული სამუშაო სახლში კომფორტმა და სიყვარულმა, მეგობრულმა ატმოსფერომ, სიმყუდროვემ შეცვალოს.

საბედისწერო ასაკი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

25 მარტს დაბადებულები თავიანთ რჩეულს ძალზე კონკრეტულ მოთხოვნებს უყენებენ. მათ შეიძლება ვერც იპოვონ იდეალური სიყვარული, გაუცრუვდეთ იმედი რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ და საერთოდ მარტო დარჩენა ამჯობინონ. ამ ადამიანებს ოჯახური ბედნიერება ხშირად მოწიფულ ასაკში ეწვევათ ხოლმე. როგორც წესი, მარტო დარჩენა უფრო ამ დღეს დაბადებულ ქალებს ურჩევნიათ, ვიდრე მამაკაცებს.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტოპ-ხუთეული

25 მარტს დაბადებულები თავიანთი პარტნიორებისგან ხშირად ძალიან ბევრს ითხოვენ, მაგრამ თავად შეზღუდვებს არ იცავენ. ისინი მიიჩნევენ, რომ შემთხვევით სასიყვარულო ურთიერთობებს არ შეუძლია ოჯახური ციხე-სიმაგრის დანგრევა და ეს არანაირად არ არის ცოლქმრული ერთგულების დარღვევა. მათთვის ერთგულება ოჯახში - ესაა მხარდაჭერა, ნდობა, მეგობრული ურთიერთობები, მენტალური და ფიზიკური სიახლოვე, მაგრამ არა - შეზღუდვები.

სახუმარო ჰოროსკოპი – რაზე ოცნებობენ სინამდვილეში ზოდიაქოს ნიშნები>>

ამ დღეს დაბადებულებს ხშირად ეცლებათ ძალა, ენერგია და მაშინ დაღლილობას გრძნობენ, გაღიზიანებული არიან. ამ დროს შეუძლიათ გარშემომყოფებზე თავიანთი უარყოფითი ენერგიის ამონთხევა. მაგრამ ახლობლები მათ ამას ხშირად პატიობენ, რადგან იციან, რომ ეს მათმა გადაღლილობამ გამოიწვია. თან, ამ დღეს დაბადებულები საუკეთესო მეგობრები არიან, მათთვის არ იშურებენ არც დროს, არც ენერგიას, არც ფულს. ერთადერთი, რასაც ითხოვენ - მათი პიროვნების პატივისცემაა.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

ამ დღეს დაბადებულებს ცხოვრების დასაწყისში შესაშური ჯანმრთელობა აქვთ. მუდმივი მუშაობა, ის, რომ ავადმყოფობას ყურადღებას არ აქცევენ, მიდრეკილება ალკოჰოლისადმი, ზედმეტი ჭამისკენ და სხვა, დროთა განმავლობაში მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუარესებს. მათ უნდა დაიცვან დღის რეჟიმი, გამოიძინონ, დაისვენონ. უნდა გააკონტროლონ წონა, მოერიდონ ზედმეტ ხორცპროდუქტებს და რეგულარულად, ზომიერად ივარჯიშონ.

რჩევა:

დაფიქრდით - შინაგანი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე გარეგნული ეფექტები. თვითდისციპლინა, თავშეუკავებლობის მოდრეკა, სკანდალების გარეშე საკუთარი თვალსაზრისის დაცვა მეტის მიღწევაში დაგეხმარებათ. 

ყველა ახალი ამბავი
0