15 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გამოწერა
გაეცანით 15 მარტს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-20 მარტი

11-20 მარტის პერიოდი თევზების ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

დეკადას მეომარი მარსი მართავს. ის ამ პერიოდში დაბადებულებს სიმამაცესა და კომუნიკაბელურობას ანიჭებს. ამ ადამიანებს შეუძლიათ თავის მომგებიანად წარმოდგენა, არიან თავაზიანი და უყვართ გარშემომყოფებისთვის თვალში ნაცრის შეყრა.

© Sputnik / Maria Tsimintiaთევზები
15 მარტს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშვნელოვანი წლებია: 12,15, 24, 30, 36, 45, 48, 60,72.

ამ ადამიანთა სიმბოლოა შროშანი

15 მარტს დაბადებულები

15 მარტს დაბადებულების ცხოვრებას განსაზღვრავს ოჯახის, საზოგადოების გარე პირობები, ის ვითარებები, რომლებიც მათში დადებით ან უარყოფით თვისებებს გააძლიერებს. თუ სიკეთის გზას აირჩევენ, ბედნიერებას მოიპოვებენ; თუ არა – იქცევიან ანგარიშიან, სასტიკ, ეგოისტ ადამიანებად. ასე რომ არ მოხდეს, მათ უნდა იმუშაონ საუთარ თავზე, განვითარდნენ, სრულყონ მათში ჩადებული ნათელი საწყისი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

პროფესიულ კოლექტივსა თუ მეგობრულ კამპანიაში ამ დღეს დაბადებულები მაღალ პოზიციაზე არიან. გარშემომყოფებს იზიდავს მათი ლიდერის თვისებები და მომხიბლაობა. თუ არსებული სტრუქტურა მათ მთლიანად ვერ ხსნის და ისინი ვითარებებიდან გამომდინარე დათრგუნულად გრძნობენ თავს, უარს ამბობენ თავიანთ სამუშაოზე და ახლის ძიებას იწყებენ, სადაც მთლიანად მოახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას. თუ თავდაჯერებულობა შეემატებათ, ისინი თამამად შეუდგებიან წარმატების გზას.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

საოცარია, მაგრამ აღმასვლა მათ საქმიანობაში პირდაპირ უკავშირდება სიმაღლეებს, მაგალითად, სიმაღლეზე სარეკლამო ბანერების განთავსებას, დელტაპლანერიზმს, კლდეზე ცოცვას, სიმაღლეების კარტოგრაფირებას, წყალში სიმაღლიდან ხტომას. თუმცა, ამ დღეს დაბადებულთა შორის ისეთებიც შეიძლება იყვნენ, ვისაც სიმაღლის შიში აქვს, მაგრამ ამ შიშს ისინი აუცილებლად დამალავენ და არავის აჩვენებენ, რომ ეშინიათ.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

15 მარტს დაბადებულთაგან ზოგიერთი პრობლემის გადაჭრას ერთი ხელის მოსმით ცდილობს, სხვები კი ამას დაფიქრებით, მიზანმიმართულად აკეთებენ. რა თქმა უნდა, წარმატების შანსი ამ უკანასკნელთ მეტი აქვთ, მათ პრობლემების გადასაჭრელად სისტემური დამოკიდებულება უნდა შეარჩიონ; სიმაღლეების დასაპყრობად როცა მიდიან, მარაგში უნდა იქონიონ უსაფრთხოების ღვედი და საჰაერო ბალიში. იმის თქმა, რომ ამ დღეს დაბადებულების ენთუზიაზმი მათი უარყოფითი თვისებაა, არ შეიძლება, უბრალოდ, მათ თავიანთი შესაძლებლობები და გარე ვითარებები ობიექტურად უნდა შეაფასონ, მზად უნდა იყვნენ მოულოდნელობებისთვის და სიტუაცია ადეკვატურად შეაფასონ.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ერთი ნახვით უყვარდებათ>>

ამ დღეს დაბადებულებისთვის დატვირთვით მუშაობა კომპანიის კეთილდღეობისთვის საკმაოდ რთული შეიძლება იყოს. ასევე რთულია მათი პირადი ცხოვრებაც, ხანდახან პარტნიორთან სწორი ურთიერთოების დამყარება უჭირთ. რაც შეეხება ბავშვებს, ეს მათთვის ძალზე შრომატევადი, რთული საკითხია, რადგან ამას ძალზე სერიოზულად ეკიდებიან. მიუხედავად ცხოვრების მთელი პომპეზურობისა, ისინი ცდილობენ, მოიშორონ რთული გადაწყვეტილებები და იცხოვრონ სიამოვნებასა და უსაზღვრო თავისუფლებაში.

ახალგაზრდა ქალი მთვარის ფონზე - Sputnik საქართველო
ვირუსები და ზოდიაქოს ნიშნები: ვის არ აშინებს კორონავირუსიც კი

ჯანმრთელობა

15 მარტს დაბადებულებისთვის ძალიან საშიშია დამანგრეველი სასიყვარულო ურთიერთობები, თუმცა, სწორედ ასეთი ურთიერთობებისკენ ისწრაფვიან, რომელიც ნერვებზე მოქმედებს და ამავე დროს, სიამოვნება მოაქვს. ამისთვის ისინი მოგვიანებით იხდიან – ფიზიკური ჯანმრთელობითა და სულიერი მდგომარეობით. მათ წაადგებათ ფსიქოლოგიურ წრეებზე სიარული, ტრენინგები, აღდგენითი თერაპია. მათთვის დამღუპველია ნარკოდამოკიდებულება, ალკოჰოლი. საკვების მხრივ ამ დღეს დაბადებულებისთვის შეზღუდვები არ არის, უბრალოდ, თავი უნდა შეიკავონ ცხიმიანი საკვებისგან, რათა ქოლესტერინის დონე გააკონტროლონ. მათთვის რეკომენდებულია სიარული, ცურვა, სირბილი – მრავალფეროვანი, მაგრამ ზომიერი ფიზიკური დატვირთვები.

რჩევა:

თუ არ გაკმაყოფილებთ თქვენი ადგილი, ეს არ გამორიცხავს ამ პოზიციით სიამოვნების მიღებას. ერიდეთ ნეგატიურ „აფეთქებებს", იყავით უანგარო და სიკეთე ათმაგად დაგიბრუნდებათ.

ყველა ახალი ამბავი
0