კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 24 თებერვალი – 1 მარტის პერიოდში

© Pixabay / raushenbergerაყვავებული რტო
აყვავებული რტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის ბოლო ექვსი და გაზაფხული პირველი დღე ზოდიაქოს ბევრი ნიშნისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან მომენტებს მოიტანს, რადგან პლანეტები და ვარსკვლავები ჰარმონიული და აღმშენებლობითი იქნებიან

ვარსვლავებისა და პლანეტების ჰარმონიულობა, რა თქმა უნდა, აისახება ადამიანების განწყობაზე, საქმეებზე, წარმატებებზე. ბევრს გაუმართლებს კვირის პირველივე დღეს. მნიშვნელოვანია ნებისყოფის მოკრება და დაუყოვნებლივი მოქმედება.

ვერძი

ვერძებს წარმატებები ამურულ სფეროში გელოდებათ. მოგიწევთ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ცვლილებებთან შეჯახება. ასტროლოგები გირჩევენ, ყველაფერზე მშვიდი რეაქცია გქონდეთ, არ ჩავარდეთ პანიკაში ან დეპრესიაში. სულიერი სიმშვიდე სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ.

2020 წლის რომელი თვე იქნება თქვენთვის ბედნიერი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

კვირის დასაწყისში თამამად შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ, მაგრამ შუა კვირიდან არარეკომენდებულია ემოციებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. გონიერი ვერძები შეძლებთ არა მხოლოდ ფინანსური და სასიყვარულო წარმატებების შენარჩუნებას, არამედ კვირის ბოლოს ამ წარმატებების გაზრდასაც.

გაზაფხული - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ გაზაფხულზე ოცნებები აუსრულდებათ

კურო

კუროებისთვის ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანია პოზიტიურად აზროვნება. შეძლებთ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში წარმატებების შენარჩუნებას, თუნდაც რთული პერიოდი დაგიდგეთ. ასტროლოგები გირჩევენ, მინიმუმამდე შეამციროთ მგზავრობა, ფრენები, რადგან გზაში პრობლემებია მოსალოდნელი.

ვისაც მუდმივ მოძრაობაში უწევს მუშაობა, დიდი სიფრთხილე სჭირდება – საჭესთან იქნება თუ ქვეითად მოსიარულე. კვირის ბოლოს კარგი დროა იმისთვის, რომ საკუთარ ჯანმრთელობას მიხედოთ – ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მსუბუქად ივარჯიშეთ, მეტი იმოძრავეთ და მოაგვარეთ ძილისა და კვების რეჟიმი.

ტყუპი

ტყუპებს დიდი წარმატებები, იღბალი და კარგი განწყობა გელოდებათ. განსაკუთრებით პოზიტიური იქნება 29 თებერვალი და 1 მარტი. სწორედ ამ პერიოდში ვარსკვლავები და პლანეტები სრულ ჰარმოანიას მოიპოვებენ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს უმართლებს მოწიფულობისას>>

კვირის დასაწყისში ცოტაოდენი გაუგებრობებია მოსალოდნელი, მაგრამ ეს თქვენს თვითრეალიზაციას არ შეუშლის ხელს, არ ჩაგიშლით გეგმებს. ასტროლოგები გირჩევენ, არ დაიშუროთ ძალები, განსაკუთრებით, თუ საუბარია ოცნების განხორციელებაზე ან სანუკვარი შედეგის მოახლოებაზე. რაც შეეხება სიყვარულს, ისევე, როგორც საქმეებში, აქაც მაქსიმალური პასუხისმგებლობა გჭირდებათ.

ლაქლაქი - Sputnik საქართველო
ვის შეიძლება ვანდოთ საიდუმლო და ვის - არა, ანუ ზოდიაქოს ყველაზე „ლაქლაქა" ნიშნები

კირჩხიბი

ამ კვირაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური სფერო იქნება. დაგჭირდებათ ეკონომია: სასურველია, ორშაბათსა და კვირას ძვირადღირებული ნივთების ყიდვას მოერიდოთ. კვირა, მთლიანობაში, სხვადახვა მასშტაბის მნიშვნელოვანი მოვლენებით იქნება დატვირთული. ამ მოვლენებზე დაუყოვნებლივი რეაგირება უნდა მოახდინოთ.

არ გადადოთ სამომავლოდ მნიშვნელოვანი საქმეები და ვალდებულებები. თუ რამის გადაწყვეტა არ გამოგივათ, დახმარებისთვის მიმართეთ ახლობლებს, კოლეგებს. კვირის ბოლოს თვითგანათლებას მიჰყავით ხელი. ზოგადად, ზამთრის ბოლოს თქვენში გაიზრდება ცნობისწადილი, გაუმჯობესდება მეხსიერება, ეს კი დადებითად აისახება პროფესიული დონის ამაღლებაზე.

ლომი

ამ კვირაში სასურველია, არ აჩქარდეთ და საქმეებს ყურადღება მაქსიმალურად მიაქციოთ. დაგჭირდებათ მოთმინება, რადგან სრულიად შესაძლებელია, რომ პრობლემების გადაჭრა პირველივე ჯერზე არ გამოგივიდეთ.

მათგან ვერასდროს გაიგებთ სიტყვას „მიყვარხარ": ზოდიაქოს ორი ნიშანი>>

სიყვარულში ყველაფერი კარგად წავა, ამიტომ ნუ დაიწყებთ წარსულის „ამოქექვას“. მეტი ყურადღება დაუთმეთ საყვარელ ადამიანს და არ დაარღვიოთ მიცემული პირობა, რადგან ამას თქვენი პარტნიორის სერიოზული განაწყება შეუძლია. მარტოხელებს იღბალი სიყვარულის პოვნაში უფრო კვირის ბოლოს გეწვევათ.

საზოგადოება - Sputnik საქართველო
რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

ქალწული

ამ კვირაში მოიმატებს ქალწულების მომხიბვლელობა და მიმზიდველობა. ეს სასიყვარულო ფრონტზე წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ, ასევე გამტიცდება არსებული ურთიერთობები. საყვარელ ადამიანს უფრო მეტი დრო კვირის ბოლოს დაუთმეთ. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ კვირაში ისაა, რომ ნეგატივისგან გათავისუფლდეთ.

კარგი პერიოდია ცოდნის მისაღებად. ინფორმაციას განსაკუთრებით კარგად აითვისებთ ორშაბათს, ოთხშაბათსა და ხუთშაბათს. იღბლიანი იქნება გრანდიოზული პროექტების დაწყება, მაგალითად, რემონტის, მშენებლობის. დაიტვირთეთ თავი, ოღონდ მხოლოდ იმ საქმეებით, რომლებიც სარგებელს, კმაყოფილებასა და ბედნიერებას მოგიტანთ.

სასწორი

სულიერი და მატერიალური გაწმენდის დროა. გათავისუფლდით ძველმანი და უსარგებლო ნივთებისგან, რომლებიც ბედნიერებისკენ მიმავალ გზას გიკეტავთ. ეს იქნება ხელსაყრელი შვიდი დღე, რომლებიც იდეალურად მიესადაგება სულიერ ძიებებს, მოგზაურობას, სხვაგან გადასვლას, ახალ ნაცნობობას. ვარსკვლავები და პლანეტები თითქმის სულ ჰარმონიულ მდგომარეობაში იქნებიან, ამიტომ არ გადაუხვიოთ დასახული გზიდან.

როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში>>

თავი შეიკავეთ აგრესიისა და მოუთმენლობის გამომჟღავნებისგან, ნუ ეცდებით იმის შეცვლას, რისი შეცვლაც არ შეგიძლიათ, მაგალითად, გარშემომყოფების მოსაზრებების. უბრალოდ, შეგიძლიათ ახლობლებისა და მეგობრების განწყობაზე მოახდინოთ გავლენა და ეს ბევრად მნიშვნელოვანია. ძალზე კარგი დროა შემოქმედებითი მუშაობისთვის, ადრე დაწყებული საქმეების დასრულებისთვის.

მოალერსე წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან

მორიელი

მორიელებმა ჯერჯერობით ახალი საქმეები არ უნდა დაიწყოთ. ორშაბათს უბრალო და მონოტონურ საქმეებზე შეაჩერეთ ყურადღება, სამშაბათს შეგიძლიათ უფრო კრეატიულ ამოცანებზე გადაერთოთ. კვირის ბოლოს შეგიძლიათ საქმიანი მოლაპარაკებების გამართვა. პარასკევი კარგი დღეა გასესხებული ფულის უკან დასაბრუნებლად.

ძალზე მნიშვნელოვანია სახლში ხელსაყრელი ენერგეტიკის შექმნა, რათა საღამოობით, სამუშაო დღის შემდეგ სრულფასოვანი დასვენება მოახერხოთ და ძალები აღიდგინოთ. ასტროლოგები გირჩევენ რომ მოერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს. კარგი კვირაა ტექნიკის, გაჯეტების, ავეჯის, ტანსაცმლის შესაძენად.

მშვილდოსანი

მშვილდოსნებს შემოქმედებითი აღმასვლის პერიოდი გეწყებათ. სამუშაო დღეებში შესაძლებელი იქნება ძირითადი ამოცანების გადაწყვეტა და ახალი საქმეების დაგეგმვა. უქმეებზე კი პლანეტები და ვარსკვლავები მცირეოდენ დისონანსს შექმნიან, ამიტომ ეს პერიოდი რამდენადმე მშფოთვარე გახდება თქვენთვის.

როგორ უმკლავდებიან ზოდიაქოს ნიშნები განშორებას>>

პარასკევიდან მოყოლებული, არ ჩაებათ კონფლიქტურ ვითარებებში, არ გამოამჟღავნოთ აგრესია და არ გარისკოთ, მშვიდი რეაგირება უნდა გქონდეთ ახლობლების კრიტიკაზე. ნებისმიერი შენიშვნა გარშემომყოფების მიმართ ჯერჯერობით არ გამოამჟღავნოთ – ამან სერიოზული ჩხუბი შეიძლება გამოიწვიოს.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

თხის რქა

ეს პერიოდი თხის რქებისთვის წარმატებებისა და დადებითი ემოციების დროა. ვარსკვლავებისა და პლანეტების კარგი განწყობა იდეალურ პირობებს შექმნის იმისთვის, რომ დატკბეთ აწმყოთი და მომავლისკენ გაიხედოთ, მთავარია, წარსულზე არ იფიქროთ ნეგატიურ კონტექსტში და წყენა დაივიწყოთ.

კვირის პირველივე დღეებიდან სასურველია, საყვარელ ადამიანსა და ახლობლებს ყურადღება დაუთმოთ. ასევე, კარგი იქნება, თუ სახლის საქმეებს ორშაბათიდან დაიწყებთ და უქმეებს არ დაელოდებით. სასარგებლო იქნება ერთობლივი მგზავრობა, საყიდლებზე წასვლა. ასტროლოგები გირჩევენ ფიზიკურად მეტად იაქტიუროთ და ჯანმრთელობას მიხედოთ.

მერწყული

ეს კვირა თქვენთვის „ამერიკულ მთებს“ დაემსგავსება. იქნება მუდმივი აღმასვლები და ვარდნები, ემოციური აფეთქებები. ეს განსაკუთრებით ცუდად აისახება საქმიან ადამიანებზე. მაქსიმალური პროდუქტიულობა გელოდებათ სამშაბათსა და პარასკევს, სწორედ ამიტომ, ასტროლოგები გირჩევენ, ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებს ამ დღეებში მიხედოთ.

იდეალური მამაკაცის ძიებაში - სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალისთვის>>

ეს კვირა არახელსაყრელია ძვირადღირებული ნივთების შესაძენად, გადაერთეთ ეკონომიის რეჟიმზე. სიყვარულში წარმატებებს მიაღწევს ის, ვისაც შეუძლია სხვებისთვის თავის მიძღვნა და არა ეგოისტურად ლოდინი, როდის გამოიჩენენ გარშემომყოფები ინიციატივას. არ დაარღვიოთ კანონი, არ გარისკოთ და არ ჩაებათ ავანტიურაში.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
იუმორისტული ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები, როგორც საყოფაცხოვრებო ტექნიკა

თევზები

იდეალური კვირაა რუტინული სამუშაოსთვის, მშვიდი ოჯახური დასვენებისა და რომანტიკისთვის. სასიყვარულო რომანი, პაემნები და არშიყი შესანშნავ განწყობაზე დაგაყენებთ, ახალ ემოციებს მოგიტანთ.

ზედმეტი არ იქნება, თუ სახლის საქმეებსაც მიხედავთ. ორშაბათიდან შეგიძლიათ დაიწყოთ გენერალური დასუფთავება, რემოტი, ყველაფრის მოწესრიგება. მოერიდეთ მივლინებებში წასვლას, რადგან ისინი, გაუგებარი მიზეზების გამო, შეიძლება ჩავარდეს. ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან თუ კლიენტებთან მოერიდეთ სულ მცირეოდენი აგრესიის გამოვლენასაც კი.

ყველა ახალი ამბავი
0