23 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Pixabay / manfredrichterყვავილი თოვლზე
ყვავილი თოვლზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 23 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

20–29 თებერვალი

20–29 თებერვლის პერიოდი თევზების ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ პერიოდში დაბადებულებს პლანეტა მერკური მართავს. ისინი მეოცნებე ადამიანები არიან და ისწრაფვიან მარტოობისა და ცვლილებებისკენ.

© FB/ Zodiac Signsთევზები
23 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თევზები

მნიშნელოვანი წლებია: 12, 24,36, 58, 60,72.

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მიმოზა.

ამ დეკადაში დაბადებულები მგრძნობიარენი არიან, ადვილია მათი წყენინება და გულისტკენა. თავიანთ სამუშაოს ისინი დიდი პასუხისმგებლობით ასრულებენ, ხანდახან საკუთარი ძალების ზღვარიც კი ავიწყდებათ, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია, ისწავლონ მოდუნება, დასვენება, რომ წარმატებით შეძლონ საქმიანობა და სხვადასხვა ავადმყოფობამ ხელი არ შეუშალოს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თევზები: წინააღმდეგობებით სავსე, მეოცნებე, მგრძნობიარე – ზოგადი დახასიათება

23 თებერვალს დაბადებულები

23 თებერვალს ამბიციური, თავდაჯერებული, დამოუკიდებელი ადამიანები იბადებიან. მათი ცხოვრება თეთრისა და შავის მონაცვლეობაზე იქნება აგებული - კარგს ცუდი შეცვლის, ცუდს კი - კარგი. ფარული მტრები თავიანთი ინტრიგებით ამ ადამიანების ცხოვრებას ემოციურად დატვირთულს გახდიან. ამ დღეს დაბადებულებს განსაკუთრებული მაგნეტიზმი, მძლავრი ძალა და ხიბლი გააჩნიათ, ამ თვისებების წყალობით ისინი ყველა სირთულეს გადალახავენ. წარმატებას ყველა სფეროში მიაღწევენ, განსაკუთრებით - ხელოვნებაში, მუსიკასა და ლიტერატურაში.

ამ დღეს დაბადებულები თავიანთ იდეებსა და საკუთარ თავს ოპონენტებს სერიოზულად სთავაზობენ, რადგან თავს სხვებზე ღირსეულად მიიჩნევენ, ხოლო თავიანთ მეთოდებს - ყველაზე სწორ ვარიანტად. ისინი ადვილად უმკლავდებიან სიძნელეებს, თუ დარწმუნდებიან საკუთარი იდეების შესაბამისობაში გარკვეულ საქმესთან; თუმცა, ამავე დროს, კონკურენტების მიმართ კორექტულობას არ კარგავენ.

ზოდიაქოს ნიშნები სიმთვრალეში>>

23 თებერვალს დაბადებულები დელიკატური არიან, როდესაც საქმიანობის სფეროს აფართოებენ. არ უშვებენ შანსს ხელიდან, რომ სხვების მოწონება დაიმსახურონ. მათი დასკვნები დამაჯერებლად ჟღერს და შესაძლებელია, ისინი რჩევადაც იქნას აღქმული. ისინი რეალისტები არიან, ამიტომ სანამ თავად არ დარწმუნდებიან მოსაზრებაში, მისი გამოთქმისგან თავს იკავებენ. მოვლენებს ობიექტურად უყურებენ. მათი რეალიზმი ხანდახან პესიმიზმის ნიღბით წარმოდგება, ამიტომ ამ დღეს დაბადებულთა უფროს თაობას თავის შეკავება უღირს სიბრაზისა და ზედმეტი კრიტიკისგან. მათი უარყოფითი თვისებები სხვა ადამიანებს მათგან აშორებს, ასევე აქვთ მიდრეკილება თვითგანადგურებისკენ, ამიტომ თავიანთი ძალები რაციონალურად უნდა გადაანაწილონ, რომ ცხოვრების ბოლოს მარტონი არ დარჩნენ.

თევზები აკვარიუმში - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თევზები

23 თებერვალს დაბადებულები მყარად დგანან მიწაზე და ეს მათ ღრუბლებში ფარფატისა და ფუფუნებით გაუაზრებლად დატკბობის საშუალებას არ აძლევს. არიან რა პრაქტიკულები, წარსული გამოცდილებიდან გაკვეთილი გამოაქვთ; ასევე აქვთ განვითარებული ინტუიცია, რომელიც ეხმარება, ზუსტად გათვალონ დრო და ადგილი, როდის სჯობს მოქმედება და როდის - გაჩერება.

რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი>>

როგორც წესი, 23 თებერვალს დაბადებულები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, პრობლემებს მოხერხებულად აღწევენ თავს. თუ ერთხელ არასწორ გზას დაადგნენ, აუცილებლად მოძებნიან სწორ მიმართულებას და ძველ გზას აღარ დაუბრუნდებიან. არასდროს იწყებენ საქმეს, თუ სათადარიგო ვარიანტი და წინასწარ გათვლილი სვლები არ აქვთ გათვალისწინებული. მათი პირადი ცხოვრებისთვის აჯობებს, რომ ხანდახან გულით იცხოვრონ და მთლიანად გონების დაქვემდებარებაში არ იყვნენ.

ამ დღეს დაბადებულებმა უნდა გაიაზრონ, რომ სხვებსაც აქვთ საკუთარი მოსაზრებები, რომლებსაც ანგარიში უნდა გაეწიოს. თუ სხვებთან ურთიერთობებში გულღია იქნებიან, ერთგულ მეგობრებს შეიძენენ.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ჯანმრთელობა

23 თებერვალს დაბადებულები მუდამ დაღლილი არიან, რადგან სულ სამუშაოში არიან ჩაფლული. მათ უნდა ისწავლონ დასვენება; ხოლო ძილის სწორი რეჟიმი მათი ჯანმრთელობისთვის განმსაზღვრელი იქნება. მათთვის კარგი იქნება მასაჟი რელაქსაციისთვის. ამ დღეს დაბადებულები კვების საკითხში დახვეწილობით გამოირჩევიან, ამიტომ შეიძლება იყვნენ დიდებული მზარეულები, თუმცა არ ღირს ცხიმიანი საკვებით გატაცება, ზომიერება უნდა დაიცვან. ფიზიკური დატვირთვის მხრივ, მათთვის რეკომენდებულია მსუბუქი ვარჯიშები.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

რჩევა:

მოუსმინეთ სხვებს, უარს ნუ ეტყვით დახმარებაზე. ყოველთვის პირველობა არაა საჭირო, ხანდახან, სიტუაციიდან გამომდინარე, პირველობა სხვებსაც დაუთმეთ. პირადი ცხოვრება ახლობლებისადმი მზრუნველობითა და ყურადღებით უნდა იყოს სავსე. დაუთმეთ მეტი დრო დასვენებას, ისწავლეთ მხიარულება და მოდუნება.

ყველა ახალი ამბავი
0