სარკისებრი 20.02.2020: წლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, მისტიკური და უნიკალური დღე

გამოწერა
2020 წლის თებერვალში სამი ლამაზი, ანუ, როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ, სარკისებრი თარიღია - ერთი უკვე იყო - 2 თებერვალს, ერთი დღესაა - 20.02.2020 და ერთიც 22 თებერვალს დადგება.

სარკისებრი თარიღი განსაკუთრებული დღეა, რომელიც მხოლოდ ორი ციფრის კომბინაციისგან შედგება. რა არის ამ დღის განსაკუთრებულობა და შეიცავს თუ არა ის საფრთხეებს - გაეცანით ასტროლოგების მოსაზრებებს

ნუმეროლოგები მიიჩნევენ, რომ განსაზღვრულ თარიღში თავისი კოდია ჩადებული. თითოეულ ციფრს თავისი მნიშვნელობა აქვს, ხოლო მათი კომბინაცია ქმნის მატრიცას, რომელიც ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე პასუხისმგებელი სექტორებისგან შედგება.

ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ>>

ორიანი იმ ენერგიის სიმბოლოა, რომელსაც საჭირო კალაპოტში მიმართვა სჭირდება. ესაა დღე მმართველების, ბიზნესმენების, სპორტსმენების - ადამიანების, რომლებსაც ძლიერი ენერგეტიკა და სხვებზე გავლენის განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ. ციფრი 2 სასიცოცხლო ძალების წყაროა. ის ააქტიურებს შემოქმედებით განვითარებას, გვეხმარება, რომ ცხოვრებას სხვა თვალით შევხედოთ. ადამიანები იღებენ აბსოლუტურად უნიკალურ შანსს, რომ თავიანთ მიზნებს მიაღწიონ.

ადამიანის ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
როგორ გავწმინდოთ სახლი ნეგატიური ენერგიისგან - სასარგებლო რჩევები

ნუმეროლოგები მიიჩნევენ, რომ ციფრი „ორი" ორ მდგომარეობას შორის ჰარმონიის სიმბოლოა. წარმატების მისაღწევად სპეციალისტები გვირჩევენ, სრულად გავაცნობიეროთ ამ დღის აზრი. ამასთან. ეს დღე მზის ძალაუფლების ქვეშ ჩაივლის, რომელიც ადამიანს ეხმარება, გაიაზროს, რას აქვს ნამდვილი, ჭეშმარიტი ფასეულობა.

ასეთ დღეებში არაფერი ხდება ისე, უბრალოდ, ამიტომ საჭიროა სხვადასხვა მინიშნებებზე ყურადღების მიქცევა, დაკვირვება მოვლენებზე, სიტყვებზე, გარშემომყოფების საქციელზე. ყველაფერს თავისი მიზეზი და შედეგი აქვს. 

ნატალური ჰოროსკოპი: რომელ რიცხვში დაიბადეთ>>

ეს თარიღი უნიკალური მათთვის, ვისაც სურს, საკუთარი ენერგია ყველაზე მთავარი მიზნებისკენ მიმართოს. გასათვალისწინებელია, რომ ამ ციფრების კომბინაცია გააძლიერებს არა მხოლოდ პოზიტიურ, არამედ ნეგატიურ სურვილებსაც. ამიტომ სურვილი კეთილი და დადებითი უნდა იყოს, რომ ის საშიში არ გახდეს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის წარმატების ძალა

ფინანსები და სამუშაო 20 თებერვალს

ფინანსები და სამუშაო ძირითადი სფეროებია ამ დღეს. იქნება ძალზე პროდუქტიული ხუთშაბათი კრეატიული პროფესიების წარმომადგენლებისა და მათთვის, ვინც მთელ თავის ძალებს დებს ახალი იდეების წინ წაწევაში. დიდი წარმატება ელოდება გაბედულ ადამიანებს თამამი იდეებითა და უშიშარი ხასიათით.

ექსპერტები გირჩევენ, ასეთ დღეებში ფული დახარჯოთ ახალი ცოდნის მიღებაში, რამე სასარგებლოში. გართობამ, დაე, ცოტა მოიცადოს.

ოჯახი, სახლი, სიყვარული 20 თებერვალს

საოჯახო საქმეების გადაწყვეტა სადილის ან სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ სჯობს. შესანიშნავი დღეა სახლის გენერალური დალაგების, ავეჯის გადაადგილებისთვის.

განსაზღვრეთ თქვენი ბინის ციფრი და გაიგეთ, როგორ მოქმედებს ის სახლის ატმოსფეროზე>>

ორიანის იდეაშია, რომ ადამიანებმა ერთმანეთისკენ შემხვედრი ნაბიჯები გადადგან. ვისაც შეეშინდება დათმობაზე წასვლა, ამურულ სფეროში აუტსაიდერი გახდება. ვინც საკუთარ თავს მეორე ნახევარზე მაღლა დააყენებს, ყველაზე მტკიცე ურთიერთობებშიც კი შეიძლება ბზარი გაჩნდეს, ვინც მარტოა, სამყარო არც მას დატოვებს უყურადღებოდ. ამ დღეს გააცნობიერებთ თქვენი მდგომარეობის მთელ მნიშვნელოვნებას, ან იგრნობთ, როგორ გამოასწოროთ ეს მდგომარეობა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში

განწყობა და ჯანმრთელობა 20 თებერვალს

ოთხი ორიანის ენერგეტიკა, მთლიანობაში, პოზიტიურად აისახება ადამიანების განწყობაზე. ბევრი დაფიქრდება, შეიძლება თვითანალიზი, ამაღელვებელ კითხვებზე პასუხების მოძებნა.

ამ უნიკალური ენერგეტიკის მქონე დღეს სასარგებლოა წვრილმანებზე ყურადღების მიქცევა. შესაძლოა, მოხდეს ძალზე მნიშვნელოვანი რამ, მაგალითად რამე მინიშნება მიიღოთ, ან სიზმარი ნახოთ. ორიანი დაგეხმარებათ დაბრკოლებების გადალახვაში და საჭირო ტალღაზე აწყობაში. დღე დისონანსის გარეშე ჩაივლის, ამიტომ ადამიანები ოპტიმისტურად იქნებიან განწყობილი და უფრო კეთილი გახდებიან.

სად იმალება ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ბედნიერების საიდუმლო>>

2020 წელი მდიდარი იქნება სარკისებრი ციფრებით. წინ კიდევ სხვა ასეთი თარიღები გველოდება: 03.03.2020, 04.04.2020, 05.05.2020, 06.06.2020, 07.07.2020, 08.08.2020, 09.09.2020, 10.10.2020, 11.11.2020, 12.12.2020.

ყველა ახალი ამბავი
0