კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 27 იანვარი – 2 თებერვლის პერიოდში

© photo: Sputnik / Tinatin Bukiaთოვლი
თოვლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დადგა ახალი კვირა და ჩვენს ცხოვრებაშიც ახალი მოვლენები გამოჩნდება. იმისთვის, რომ უსიამოვნებებს გვერდი ავუაროთ, ხოლო იღბალი და ბედნიერება მოვიზიდოთ, გაეცანით ასტროლოგების რჩევებს 27 იანვარი – 2 თებერვლის პერიოდისთვის

ამ კვირაში ზამთრის ბოლო თვე დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ მოსალოდნელია განწყობის ამაღლება, რაღაც ახლის, კეთილისა და ნათლის შეგრძნება. ვარსკვლავები და პლანეტები შეეცდებიან, ადამიანებს პოზიტივი მოუტანონ, თუმცა, მათი ზემოქმედება ყოველთვის დადებითი არ იქნება.

ამ კვირაში ყველასთვის ერთი საერთო რჩევა მოქმედებს – ეცადეთ, არავის უამბოთ საკუთარი გეგმების შესახებ, რათა ზედმეტი პრობლემები არ მოიზიდოთ.

მოალერსე წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც 2020 წელს დაწყვილდებიან

ვერძი

დგება დრო, როდესაც ახლობლებზე უნდა იზრუნოთ: მეორე ნახევარზე, მშობლებზე, შვილებზე, და–ძმაზე და ა.შ. არ არის გამორიცხული, რომ მათ მხარდაჭერა გთხოვონ. გამონახეთ დრო, რომ მათი ცხოვრება გაამარტივოთ და უფრო კაშკაშა გახადოთ.

ვარსკვლავები და პლანეტები საკმაოდ დინამიკური და არაპროგნოზირებადი იქნებიან, განსაკუთრებით კვირის დასაწყისში. ამან, შესაძლოა, ოჯახში, მეორე ნახევართან ჩხუბი დაკონფლიქტი მოიტანოს. სიკეთე უნდა გააკეთოთ, მაგრამ არც საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ. უქმეებზე გაერთეთ, შეიძინეთ რამე, გააკეთეთ სასიამოვნო საქმეები. შეგიძლიათ სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გაემგზავროთ.

2020 წლის სახუმარო ჰოროსკოპი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

კურო

კუროებს ამ კვირაში მეტი გამჭრიახობა და კრეატიულობა დაგჭირდებათ, რათა მიუახლოვდეთ მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრასა და ძველი სურვილების ასრულებას. საქმე ისაა,რომ ასევე გააქტიურდებიან თქვენი არაკეთილმოსურნეებიც. ეს იქნება ფინანსური და ფსიქოლოგიური დაპირისპირებების დრო სამუშაოსა და ბიზნესში.

სიყვარულში იმ შემთხვევაში გაგიმართლებთ, თუ სიკეთისა და გულწრფელობის გზას დაადგებით. ახლობლებთან ეშმაკობა არ ღირს. მიაქციეთ ყურადღება წვრილმანებს; აჩვენეთ მათ გულწრფელი დაინტერესება და დახმარების მზადყოფნა.

პანორამა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება

ტყუპი

დროა, სიტყვიდან საქმეზე გადახვიდეთ. სიყვარულის სფეროში ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ გრძნობებზე საუბარი საკმარისი არაა, უნდა იმოქმედოთ კიდეც ისე, რომ საყარელი ადამიანი თქვენში დარწმუნდეს. ასევე, დროა, ახლობლებსა და მეგობრებს დაეხმაროთ, რომლებიც თავის დროზე უანგაროდ დაგიდგნენ გვერდში, ასე ვთქვათ, „ვალის“ დაბრუნების დრო დადგა. გაითვალისწინეთ, რომ მათ, შესაძლოა, დახმარების თხოვნა მოერიდოთ, ამიტომ ინიციატივა თქვენ უნდა გამოიჩინოთ.

კვირის ბოლოს ცოტაოდენი „გამოფხიზლება“ დაგჭირდებათ, გარემოს შეცვლა. ვარსკვლავები და პლანეტები სამუშაო კვირას დინამიკურს, არაორდინარულსა და არაპროგნოზირებადს გახდიან. შესაძლოა, მოგიწიოთ რთულ საქმეებთან შეჭიდება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა. არ შეუშინდეთ სირთულეებს. ხელმძღვანელობა, პარტნიორები თუ კოლეგები თქვენში პასუხისმგებლობის გრძნობას დაინახავენ.

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი>>

კირჩხიბი

კირჩხიბებს მეტი გონივრულობა, წინდახედულება დაგჭირდებათ სამუშაოზეცა და სიყვარულშიც. დიდი სიფრთხილე გმართებთ. ნებისმიერ არასწორ სიტყვას ან მოქმედებას უსიამოვნო მოვლენების ჯაჭვის გამოწვევა შეუძლია. მაგრამ თუ სწორად გააკეთებთ ყველაფერს, სამყაროც სიკეთითა და წარმატებებით გადაგიხდით.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ფინანსურ და სამუშაო საკითხებს. ეცადეთ, ფული ქარს არ გაატანოთ, მათ შორის, იფრთხილეთ რამის შეძენისას, რომ არ მოგატყუონ. დიდი ზეწოლა შეიძლება იყოს ხელმძღვანელობის, კოლეგების, კლიენტების მხრიდან. არ ღირს მათთან ჩხუბი, ეცადეთ, კომპრომისები მოძებნოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ცეცხლოვანი შოუ ბათუმში საახალწლო ნაძვისხესთან - Sputnik საქართველო
რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ლომი

ნამდვილად არ გჭირდებათ მტრების მომრავლება. ამ კვირაში ნებისმიერი უთანხმოება და კონფლიქტი სამუშაოზე თუ ბიზნესში, შესაძლოა, თქვენი მარცხით დასრულდეს. ახლობლებთან მეტი გულწრფელობა გმართებთ. ასტროლოგები გირჩევენ, კარგად დაფიქრდეთ, სანამ რამეს იტყვით, მოიმოქმედებთ ან გადაწყვეტილებას მიიღებთ.

მოაწესრიგეთ სახლი, დაალაგეთ და გაასუფთავეთ ძველმანი და უსარგებლო ნივთებისგან. ამის გაკეთება ორშაბათსვე ღირს, რათა შუა კვირაში პლანეტებისა და ვარსკვლავების უარყოფითმა განწყობამ თქვენს იღბალსა და ჯანმრთელობაზე არ იმოქმედოს. ეს ის პერიოდია, როცა გარშემო ყველაფერს უნდა დააკვირდეთ, მაგრამ დინამიკას სიმშვიდე ამჯობინოთ.

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი>>

ქალწული

ქალწულებმა მნიშვნელოვან პირად საქმეებზე პასუხისმგებლობა გარშემომყოფებს არ უნდა გადააბაროთ. ასტროლოგები გირჩევენ, დამოუკიდებლად გადაჭრათ ნებისმიერი ამოცანა, რაოდენ რთულიც არ უნდა იყოს ის. ამისთვის საჭიროა, რომ დაძლიოთ  დაღლილობა, მერყეობა და მეტი ენერგიულობა და აქტიურობა გამოიჩინოთ.

ნებისმიერ პრობლემასა და სირთულეს ფილოსოფიურად, ნერვების გარეშე შეხედეთ. იქნებ, დადგა დრო, თვითანალიზსა და ახალი მოტივაციის ძიებას მიჰყოთ ხელი? სიყვარულსა და მეგობრობაში, სჯობს, სიკეთის ქმნა ზედმეტი არ მოგივიდეთ – ზოგიერთმა თქვენი სიკეთით სარგებლობა შეიძლება მოინდომოს.

პატარა ბიჭუნა წიგნით - Sputnik საქართველო
როგორ დავეხმაროთ ზოდიაქოს ნიშნების პატარა წარმომადგენლებს სწავლაში

სასწორი

სასწორების იღბლიანობა ამ კვირაში მოიმატებს. ეს ნიშნავს, რომ რთული ვითარებებიდან დანაკარგების გარეშე გამოხვალთ. დროა, თავით გადაეშვათ გეგმებში და მასში ოთხშაბათ–ხუთშაბათამდე გაერვეთ, რადგან პარასკევი და უქმეები შესანიშნავი დროა პირადი საქმეების, რომანტიკისა და რელაქსაციისთვის, ასევე, მგზავრობისა და გარემოს გამოცვლისთვის.

ასტროლოგები აღნიშნავენ, რომ არ არის გამორიცხული, მთელი კვირის განმავლობაში შეხვდეთ ხოლმე ნეგატიურ ადამიანებს. თავი უნდა დაიცვათ ნეგატიური გავლენისგან. კარგი იქნება, თუ მათ „გამოხტომებს“ საერთოდ არ მიაქცევთ ყურადღებას, და ზოგადად, ამ ადამიანებს, მოერიდებით.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

მორიელი

მორიელებმა უნდა დაივიწყოთ ძველი წყენები და ნაბიჯი გადადგათ ახლობლებთან, მეგობრებთან თუ კოლეგებთან შერიგებისკენ. პოზიტიური განწყობა და უკეთესობისკენ სწრაფვა სხვების ნდობის მოპოვებაში დაგეხმარებათ. ოპტიმიზმი და სიკეთე ნებისმიერი უბედურებისა და ცუდი განწყობის მალამო იქნება.

მარტოხელა მორიელები შეძლებთ წინსვლას მეორე ნახევრის ძიებაში, რადგან ვარსკვლავები და პლანეტები თქვენს ქარიზმატულობას აამაღლებენ. დაქორწინებულები კი შეძლებენ ურთიერთობების გამტკიცებას, ასევე, თუ ნაჩხუბარი იყვნენ საყვარელ ადამიანთან – შერიგებას.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ქალები და მათი პატარ-პატარა სიგიჟეები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მშვილდოსანი

სამუშაოს მხრივ შესაძლებელია დილემები და რთული სიტუაციები. თქვენ ძალზე ჭკვიანი და კრეატიული ადამიანები ხართ და გექნებათ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ბედის გამოწვევებს. საჭიროა მხოლოდ, რომ მოუსმინოთ შინაგან ხმას და ენდოთ ინტუიციას. ასევე, უნდა მოუსმინოთ გარშემომყოფების რჩევებს.

წარმატებებს სიყვარულში, ბიზნესსა და სამსახურში ბევრად განაპირობებს ჩვენი ფსიქოლოგიური განწყობა. ამიტომ საჭიროა გონების გაწმენდა ნეგატიური აზრებისგან, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები და მეტ წარმატებებს მიაღწიოთ. ასევე დაგეხმარებათ თავშეკავება და სიმშვიდის შენარჩუნება.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ>>

თხის რქა

ამ კვირაში განსაკუთრებულ მნიშვნელოვას შეიძენს ფინანსური სფერო. არ არის გამორიცხული გარკვეული დანაკარგები. ყველაზე საუკეთესო დღეები იქნება ხუთშაბათი, პარასკევი და შაბათი – იდეალური დრო საყიდლების, სახსრების ჩადებისა და დოკუმენტებზე ხელმოწერისთვის.

სიყვარულის სფეროში არ უნდა აჩქარდეთ, განსაკუთრებით, თუ ურთიერთობები ახალი დაწყებული გაქვთ. საყვარელი ადამიანი შეიძლება შეაშინოს სიყვარულში სპონტანურმა გამოტყდომამ, ასევე, მერყეობამ მისი მშობლების ან მეგობრების გაცნობის საკითხში. უბრალოდ, მიანდეთ ბედს ეს საკითხი, დინებაზე მიუშვით. ასტროლოგები გირჩევენ, არ გადააჭარბოთ გართობაში, საკვების მიღებასა და მავნე ჩვევებში.

თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ექვსი ნიშანი, რომელთა ცხოვრებაში ხუთწლიანი ბედნიერი პერიოდი იწყება

მერწყული

ერთ–ერთი შეუპოვარი და მიზანსწრაფული ნიშანი ხართ. ასტროლოგების აზრით, დადგა დრო, რომ ყველაფერს ერთბაშად მოჰკიდოთ ხელი და არაფერი გადადოთ სამომავლოდ. ახლა ძალებითა და ენერგიით ხართ სავსე. ვარსკვლავები და პლანეტები თქვენ მხარეს არიან. დაუთმეთ დრო საყვარელ ადამიანებს, დაეხმარეთ ახლობლებს. გულისხმიერება თქვენს იღბლიანობას აამაღლებს.

უქმეებზე პლანეტებისა და ვარსკვლავების ენერგეტიკული ფონი ცოტაოდენ დაკარგავს ძალას, ამიტომ უკიდურესობაში არ უნდა გადავარდეთ. შეიძლება სახლის მოწესრიგება, დასუფთავება, ავეჯის გადაადგილება. ეს ცუდი აზრებისგან გათავისუფლებაში დაგეხმარებათ.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

თევზები

კვირის დასაწყისში უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, ადაპტირება მოახდინოთ მკვეთრ ცვლილებებთან სიყვარულში და საქმეებში. მეოცნებეობა გვერდით გადადეთ და პასუხისმგებლობის გრძნობა გაააქტიურეთ. უფრო ძლიერი უნდა გახდეთ და მოქმედებები ორი ნიბაჯით წინ გათვალოთ.

სასიყვარულო საქმეებში მარტოხელებმა, უბრალოდ, ანკესი გადააგდეთ და შემდეგ მოწონებული ადამიანის რეაქციას დააკვირდით. ჯერჯერობით არ ღირს სიმპათიის აშკარად გამოხატვა. ახლა სიფრთხილე და გონივრულობა აჯობებს. რთულ სიტუაციებში მეტი თავშეკავებულობა გამოიჩინეთ.

ყველა ახალი ამბავი
0