როგორი არიან 10 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© photo: Sputnik / Ilya Timin / გადასვლა მედიაბანკშიჩიტი
ჩიტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეცანით 10 იანვარს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

1-10 იანვარი

ამ პერიოდში თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით იბადებიან - 22.12 – 20.01.

1-10 იანვარი ზოდიაქოს ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.

© FB/ Zodiac Signsთხის რქა
როგორი არიან 10 იანვარს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები - Sputnik საქართველო
თხის რქა

ამ პერიოდში დაბადებულების ბედს მარსი განაგებს. ის მათ ანიჭებს სხვებზე ზემოქმედების, გარშემომყოფთა დამორჩილების, ყურადღების მიპყრობის უნარს, ამავე დროს, ეს ადამიანები ძალზე გულდახურული არიან.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
თხის რქა - მკაცრი, თავშეკავებული, რაციონალური, გულმოდგინე - ზოგადი დახასიათება

მათთვის მნიშვნელოვანი ასაკია: 16, 24, 30, 33, 57.

ამ პერიოდში დაბადებულთა ყვავილის სიმბოლოა ნაღველა (ყვითელი).

მიუხედავად დაბადებით სიმორცხვისა, ეს ადამიანები ჯიუტი არიან და ჩანაფიქრს ყოველთვის ასრულებენ. ისინი გამოირჩევიან მიზანსწრაფულობითა და ენერგიულობით, მათთვის თავისუფლება ბევრს ნიშნავს, აქედან მომდინარეობს სირთულეები ურთიერთობებში. მათთან მეგობრობის დაწყება რთულია, თუმცა, თუ ბასტიონი დაეცა, ეს მეგობრობა მტკიცე, საიმედო და ხანგრძლივი იქნება.

10 იანვარს დაბადებულები

10 იანვარს დაბადებულები გულწრფელი, კეთილი, გამბედავი და დამოუკიდებელი ადამიანები არიან. ისინი ისახავენ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად უკან არ იხევენ. ინტუიცია ნებისმიერ საქმეში ეხმარებათ, შესაძლო მოვლენების წინასწარ განჭვრეტის უნარი ხანდახან წარმატების ძაფის შენარჩუნებასა და მარცხის თავიდან აცილებაში ეხმარება. არიან შრომისმოყვარენი, ახლობლებისა და მეგობრების მხარდაჭერას ყოველთვის პოულობენ და კარიერაში დასახულ მიზნებს ყოველთვის აღწევენ. მათი მუშაობის შედეგები შთამბეჭდავია, ამიტომ მათი წარმატება და კეთილდღეობა კანონზომიერია. სჯობს ოჯახს ადრეულ ასაკში არ მოეკიდონ, ქორწინება მტკიცე და ბედნიერი, ჰარმონიული მხოლოდ მოწიფულობაში იქნება.

თხა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - თხის რქა

10 იანვარს დაბადებულებს გამოუსწორებელ რეალისტებს უწოდებენ, რომლებიც ერთი წუთითაც კი არ მოჰყვებიან გადაუმოწმებელი ან ეფემერული ოცნებების ქვეშ. ყოველთვის გონივრული არიან, ფხიზლად აზროვნებენ და სამომავლო მოქმედებებს მიღებული პროგნოზების შესატყვისად გეგმავენ. არ სჩვევიათ ყალბი ოპტიმიზმი და მით უფრო - ოცნებები. შეფასებებში ყოველთვის ობიექტური არიან. რაც არ უნდა მგრძნობიარენი იყვნენ, 10 იანვარს დაბადებულები ამ თვისებას უკანა პლანზე გადაწევენ, რომ ამან მათ გეგმებს არ შეუშალოს ხელი. ხანდახან ამ ადამიანების უკომპრომისობა შეფასებებში საოცარი სიმკაცრით გვაოცებს. რეალობის შელამაზება და შემკობა - ეს მათი თვისება არ არის. მშრალი ფაქტები მათი გადმოცემით ასეთივე მშრალ ფაქტებად რჩება. ამიტომ ხშირია მათ მიმართ საყვედურები არადიპლომატიური ქცევისა და სიჯიუტის გამო, თუმცა ტყუილსა და არაპატიოსნებაში მათი დადანაშაულება ნამდვილად არ შეიძლება.

მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი>>

აშკარა მეტოქეც კი ვერ იტყვის 10 იანვარს დაბადებულზე, რომ ის პატიოსანი მეტოქე არ არის და ეს იმიტომ, რომ 10 იანვარს დაბადებულებს ორმაგი სტანდარტები არ ახასიათებთ. არიან რა სიმართლისთვის მებრძოლნი, თავადაც არ უხვევენ ამ პრინციპებიდან და ამას მოითხოვენ სხვებისგანაც. სულ არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმის, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს საზოგადოებრივი აზრისგან. საკუთარი პრინციპების ერთგულებას ადასტურებს მათი საქციელიც, თუმცა მათზე თქმა, რომ ექსჰიბიციონისტები არიან, არ შეიძლება. ამ დღეს დაბადებულთაგან ზოგიერთი საერთოდ დუმს, მაგრამ ამ დუმილშიც ღრმა აზრი იმალება.

ცეცხლოვანი შოუ ბათუმში საახალწლო ნაძვისხესთან - Sputnik საქართველო
რა დევიზით ჩაივლის 2020 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

10 იანვარს დაბადებულებს შეიძლება არ ეკავოთ ხელმძღვანელის სავარძელი და რუხი კარდინალის ან კულისებსმიღმა ხელმძღვანელის როლს დასჯერდნენ - მათთვის მთავარია სიტუაციის კონტროლი. როგორც წესი, ჩხუბის ინიციატორები არ არიან, მაგრამ თუ მოწინააღმდეგემ შეტევა დაიწყო, ამ დღეს დაბადებულები უშიშრად დაიცავენ თავს, მეტოქეს კი მოქნილი მანევრები და ზუსტი დარტყმები ელოდება. თუ მარცხდებიან, არავის დაანახებენ საკუთარ ტანჯვას. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ 10 იანვარს დაბადებულებმა წინასწარ იციან, რა მოხდება ხვალ, ამიტომ არაფერი უკვირთ და უკვე მზად არიან შესაბამისი შედეგისთვის.

მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, სუსტი მხარეები მათაც აქვთ. თუნდაც არ გამოხატონ, ერთ-ერთია სურვილი, რომ აღიარონ და მისით აღტაცებული დარჩნენ. პატივისცემასთან დაკავშირებით საქმე სხვაგვარად არის - ამას სხვებისგან პირდაპირ მოითხოვენ. ასევე არ უყვართ ვინმესთან შეჯიბრება, იმიტომ, რომ ეს მათ სუსტ ადგილებს აშიშვლებს. ამიტომ ურჩევნიათ, ეს ყველაფერი არასერიოზულ ვითარებად აქციონ და სწრაფად დაივიწყონ.

რა შორი მანძილია პაწაწინა, ბუთქუნა, უცოდველი თითებიდან დიდ, ბანჯგვლიან და ტლანქ თითებამდე - Sputnik საქართველო
როგორ ბერდებიან ზოდიაქოს ნიშნები

ჯანმრთელობა

მისდევენ რა საკუთარ სიჯიუტესა და რეალიზმს, 10 იანვარს დაბადებულები ხშირად თავად იქმნიან ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. ხანდახან მათი უდრეკობა იწვევს როგორც ფსიქოლოგიურ, ისე ფიზიკურ დისკომფორტს, რაც სხვადასხვა პრობლემაში ვლინდება - ართრიტები, რევმატიზმი, ნევრალგია. მათთვის აუცილებელია, რომ იყვნენ გულღია, მგრძნობიარე, ემოციური. მათთვის ბევრად უფრო სასარგებლოა ნათელი, სუფთა აზრები და ემოციები, ვიდრე ნეგატიური და პირქუში. 10 იანვარს დაბადებულებმა კარგად უნდა მოაწყონ საკუთარი სახლი, რომ იქ სინათლე და სითბო იყოს. ისინი უპირატესობას ანიჭებენ სპორტის ათლეტურ სახეობებს, თუმცა სჯობს, მაგალითად, ცეკვებით დაკავდნენ.

ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

რჩევა:

გულღია იყავით სიამოვნებებისთვის. სასარგებლო იქნება თვითკონტროლის შესუსტება. თავზე ზედმეტ პრობლემებს ნუ დაიხვავებთ. ხანდახან უნდა დათმოთ მემანქანის ადგილი და ცხოვრებისეული მატარებლის უბრალო მგზავრი გახდეთ და მგზავრობაში კმაყოფილება ჰპოვოთ. იყავით საჭირო და სასარგებლო, არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა.

ყველა ახალი ამბავი
0