დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 დეკემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

შესანიშნავი დღეა. გექნებათ წარმატებების მიღწევის შანსი. ხართ მტკიცედ განწყობილი და არ გსურთ დაბრკოლებების წინაშე უკან დახევა. აღწევთ დასახულ მიზნებს. გექნებათ რთულ ვითარებაში აღმოჩენილი ადამიანების დახმარების შესაძლებლობა. შესაძლოა, თანხა მიიღოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვალი დაგიბრუნონ, ან ადრე გაწეული სამუშაოს საფასური გადაგიხადონ.

ბათუმი ზამთარში - Sputnik საქართველო
კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 9–15 დეკემბრის პერიოდში

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

სანამ რამე ახალ საქმეს დაიწყებთ, კარგად დაფიქრდით. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასოთ. ვითარება ყოველთვის სახარბიელო არ იქნება, ამიტომ აჯობებს, თუ სათადარიგო გეგმა გექნებათ. საქმიან კონტაქტებში იფრთხილეთ. ბევრი ცდილობს თქვენი სიმპათიის მოპოვებას, მაგრამ ბევრი არ იმსახურებს ამას. სრულიად სხვა სურათი ყალიბდება პირად ცხოვრებაში. აქ შეგიძლიათ ინტუიციას ენდოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

კარგი დღე გელოდებათ. გექნებათ საშუალება, რომ ბევრი სასარგებლო რამ გააკეთოთ როგორც თქვენთვის, ისე სხვებისთვის. რეალურად უყურებთ გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ცდილობთ, ისეთი საქმეები შეარჩიოთ, რომლებსაც სწრაფად გაუმკლავდებით. ასეთი დამოკიდებულება ამართლებს - დღის ბოლოს ბევრი საამაყო გექნებათ საკუთარი თავით. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები. ინტუიცია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ ვის შეიძლება ენდოთ და ვის - არა. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის დაწყებისთვის. ადამიანები დიდი სიამოვნებით დაგიჭერენ მხარს. არ არის გამორიცხული, რომ საქმიანი ურთიერთობები მეგობრულ ან რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს. ეს თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება, რაც განწყობას აგიმაღლებთ. ამას ხელ შეუწყობს ასევე მოსალოდნელია სიურპრიზები, საჩუქრები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

მრავლისმთქმელი დღეა. გექნებათ საქმეებში წარმატების მიღწევის შანსი, თუ საქმე ნამდვილად გაინტერესებთ. თქვენი ენთუზიაზმი და შრომისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ რჩება. ამის წყალობით პოულობთ ახალ მოკავშირეებს, მათ შორის, გავლენიანს. ეცადეთ, ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ. არის შანსი, რომ გაიგოთ რაღაც მნიშვნელოვანი, რაც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ, ან სხვისი გამოცდილება გაიზიაროთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

მრავალფეროვანი დღე იქნება, მაგრამ გადაღლილობა არ გემუქრებათ. ძალა და ენერგია საკმარისი გაქვთ, რომ დაწყებული საქმეები ბოლომდე მიიყვანოთ. შესაძლებელია ახალი ნაცნობობა, ასევე, ძველი ურთიერთობების აღდგენა, რომელიც გარემოებების გამო გაწყდა. ხართ გულწრფელი და მეგობრული და ბევრზე ეს წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვეულებრივზე მეტი საქმე გექნებათ, მაგრამ ეს ხელს არ შეგიშლით, რომ რაღაც ნამდვილად საინტერესო გააკეთოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებზეც კარგი შთაბეჭდილება გინდათ მოახდინოთ. რთული არ იქნება თავის საუკეთესო მხრიდან ჩვენება. გექნებათ გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის მირების შანსი. ეს ბევრი პრობლემის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. ჩვეულ საქმეებს იოლად გაუმკლავდებით. სირთულეები გაჩნდება, თუ ახალ საქმეს მარტო წამოიწყებთ.

თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში იფრთხილოთ და წინდახედულად მოიქცეთ. ამ პერიოდში დიდია შეცდომების დაშვების ალბათობა. ზედმეტი არ ილაპარაკოთ. თქვენი ნებისმიერი სიტყვა, შესაძლოა, არასწორად გაიგონ. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დღის მეორე ნახევარი წარმატებული და ნაყოფიერი იქნება. გექნებათ შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვან საქმეში წარმატებას მიაღწიოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

მარტივი დღე არ გელოდებათ. შესაძლებელია უთანხმოებები, ჩხუბი. ჩვეულებრივზე ხშირად იქცევით არათანამიმდევრულად. ნებისმიერ კრიტიკას მწვავედ აღიქვამთ. განსაკუთრებით გწყინთ, რომ ახლობლები თქვენს წარმატებებს თითქოს ვერ ამჩნევენ. სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, როგორც კი რამე საინტერესოს გაკეთებას დაიწყებთ. ახალი საქმე გაგიტაცებთ და პოზიტიურ განწყობას შეგიქმნით.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

იღბლიანი დღეა. კარგია რამე ახალი საქმის წამოწყება, თუ ის მართლა სერიოზულად გაინტერესებთ. გზის დასაწყისში შესაძლებელია სირთულეები გაჩნდეს, მაგრამ გესმით, რომ ამ პრობლემების გადალახვა შესაძლებელია. გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც დაგეხმარებიან. დღის პირველ ნახევარში წარმატებით ჩაივლის საქმიანი შეხვედრები. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ დაისვენებთ, გაისეირნებთ, სადმე გაემგზავრებით, ასევე, შემოქმედებით საქმიანობას დაუთმობთ დროს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

აცნობიერებთ, რომ საქმეები სერიოზულ დამოკიდებულებას საჭიროებს და იღბლის იმედად არ ხართ. ეცადეთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოთ, არავის მისცეთ თქვენზე გავლენის მოხდენის საშუალება - ასე უფრო სწრაფად მიაღწევთ წარმატებებს. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, მათ შორის, ადამიანებთან, რომლებთან შეხვედრასაც არ ისურვებდით. ემოციები გააკონტროლეთ. არ გათქვათ საკუთარი გეგმები.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ურთიერთობები და შეთავსებადობა აღმოსავლური სასიყვარულო ჰოროსკოპის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ნაყოფიერი დღეა. დღეს უფრო მარტივად წყვეტთ საორგანიზაციო და ადმინისტრაციულ საკითხებს, ვიდრე საქმეებს, რომლებიც შემოქმედებით მიდგომას საჭიროებს. გაჩნდება კარგი იდეები, მაგრამ მათი განხორციელება ხანმოკლე დროით გადადეთ, რომ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ. ახლობლებთან ურთიერთობები ხანდახან რთულად მიდის, მაგრამ სერიოზულ კონფლიქტებს თავიდან აიცილებთ. ბევრი გაძლევთ შენიშვნებს, რჩევებს. სიტუაციიდან ხშირად გიხსნით იუმორი და თვითირონია.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0