კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 9–15 დეკემბრის პერიოდში

გამოწერა
იმისთვის, რომ ამ კვირაში ცხოვრებაში იღბალი მოიზიდოთ, საკმარისია, იყოთ კეთილი და გულღია, ისწრაფვოდეთ შინაგანი ჰარმონიისკენ. ეცადეთ, ენდოთ ინტუიციას და არ ჩამოუშვათ ხელები სირთულეების გაჩენის დროს

სპეციალისტები ამბობენ, რომ ეს კვირა იდეალური დროა სულიერი ძიებების, პრიორიტეტების განაწილებისა და მოტივაციის ძებნისთვის. ჰოროსკოპი დაგეხმარებათ, რომ წარმატებებს მიაღწიოთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

ვერძი

სურვილების ასრულების განწყობას თვითშთაგონების ძალა შეგიქმნით. ვერძები ხომ ოპტიმისტი ადამიანები ხართ. საკმარისია, საკუთარი ოპტიმიზმი სხვებს გაუნაწილოთ, რომ ახალ მეგობრებს და საყვარელ ადამიანსაც იპოვით. ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი, სასურველია, არ დაარღვიოთ საყვარელი ადამიანის კომფორტის ზონა, მისი თავისუფლება არ შეზღუდოთ. ეს წყვილს ან ოჯახს სკანდალისგან დაიცავს.

თბილისი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი

სამსახურში, სავარაუდოდ, მძიმე და დაძაბული დღეები გელოდებათ, განსაკუთრებით, ორშაბათს. 10–დან 12 დეკემბერის ჩათვლით იღბალი გაგიღიმებთ, რადგან ვარსკვლავები ძალზე აქტიური და აღმშენებლობითი იქნებიან. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ.

კურო

გაუგებრობებისა და პრობლემებისგან სიმტიცე, შეუპოვრობა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება გიხსნით. არ არის საჭირო ყვირილი, განაწყენება კოლეგებსა და ხელმძღვანელობაზე. ამ კვირაში ამგვარი დამოკიდებულება მხოლოდ დაამძიმებს ვითარებას და პრობლემებს მოგიმატებთ.

დასვენება განმარტოებითა და სრულ სიმშვიდეში სჯობს. ხმაურიანი ღონისძიებები ვერ დაგეხმარებათ საქმეების მოწესრიგებაში. სჯობს, დარჩეთ სახლში, მოუსმინოთ საყვარელ მუსიკას, ნახოთ საყვარელი ფილმი, წაიკითხოთ წიგნი, დაალაგოთ სახლი.

ტყუპი

დროა, მომავალზე იფიქროთ. ახლა სწორედ ხვალინდელი დღეა მნიშვნელოვანი და არა ის, რაც ამ წუთებში ხდება. შეიძლება შვებულების, უქმეებზე დასვენების, საახალწლო ღამის დაგეგმვა. პლანეტები და ვარსკვლავები დესტრუქციული გახდებიან, ამიტომ, შესაძლოა, ნებისმიერი საქმე ჩავარდეს.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ასევე მნიშვნელოვანი იქნება ფინანსური საკითხები. სჯობს, ჯერ თანხა არ დახარჯოთ. უქმეებზე სახლის საფუძვლიანი დალაგება საახალწლო სამზადისის დაწყებას ნიშნავს. განწყობის შექმნაში დაგეხმარებიან სტუმრები, მეგობრები. შეგიძლიათ, მათთან სასიამოვნო შეხვედრა მოაწყოთ.

კირჩხიბი

კვირის დასაწყისი, პლანეტებისა და ვარსკვლავების კარგი განწყობიდან გამომდინარე, ძალზე პოზიტიური იქნება. პრობლემები კვირას არის მოსალოდნელი, ასე რომ, კვირის ბოლო დღეს სჯობს, არ გარისკოთ, არაფერი გააკეთოთ, არამედ მხოლოდ დაისვენოთ. თუ ამ დღეს სამუშაო გაქვთ, ასტროლოგები გირჩევენ, წინასწარ შედეგნილ გეგმას მიჰყვეთ.

ამ კვირაში მოგეცემათ შანსი, რომ საკუთარ თავში ახალი უნარები აღმოაჩინოთ, იპოვოთ ახალი გატაცებები, რაც მომავალში თქვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი გახდება. არ თქვათ უარი ოპტიმიზმზე, იაზროვნეთ პოზიტიურად და შეინარჩუნეთ საკუთარი თავის რწმენა.

ლომი

ლომებს ამ კვირაში განწყობის ხშირი ცვლა გელოდებათ. მაგრამ უნდა გაითვალისწინოთ, რომ ეს იდეალური დროა იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, იზრუნოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. ამაში დაგეხმარებათ სუფთა ჰაერი, საყვარელ ადამიანთან სასიამოვნო დროის გატარება და მუდმივი ფიზიკური აქტიურობა.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

კვირის ბოლოს საკუთარი ბიუჯეტი, შესაძლოა, დაცარიელდეს. შესაძლებელია, გაფუჭდეს რამე ტექნიკა, გაჩნდეს სხვა პრობლემები. სასურველია, რომ სამუშაოს თავი არ აარიდოთ. ეს პერიოდი იდეალურია კრებების, თათბირების მოწვევისთვის, შეხვედრებისთვის, ნებისმიერი მასშტაბის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისთვის.

ქალწული

თქვენთვის ურთიერთობების, ახალი ნაცნობობისა და მნიშვნელოვანი მოვლენების კვირა იწყება. ზოგიერთისთვის ეს კარმული პერიოდი იქნება, ანუ შეძლებთ კარმის გაწმენდასა და ბედის შეცვლას. სირთულეების გადალახვით გათავისუფლდებით ემოციური პრობლემებისგან, განცდების მძიმე ტვირთისგან. ეს კვირა ძალზე მნიშვნელოვანი იქნება, ამიტომ სამუშაო დღეებში მთლიანად საქმეებს მიუძღვენით დრო, ხოლო უქმეებზე – საოჯახო საქმეებს.

სპეციალისტები გირჩევენ, გადაყაროთ უსარგებლო ნივთები. ეს პროცესი ქალწულებს ძალიან გიჭირთ, მაგრამ თავს ძალა უნდა დაატანოთ. ეს დაგეხმარებათ შიშებისგან, ნეგატივისგან, პრობლემებისგან გათავისუფლებაში. სჯობს, წინასწარ მოამზადოთ გეგმა პარასკევი და შაბათის საღამოებისთვის.

სასწორი

ბევრი ემოციური პრობლემა დაგიგროვდათ, ხოლო ვარსკვლავებისა და პლანეტების განლაგება მეტყველებს, რომ დროა, ამ პრობლემებისგან გათავისუფლდეთ. დაიწყეთ უსარგებლო ნივთებისგან, ძველმანებისგან. სწორ გარემოში ამაღლდება განწყობა და დაბრუნდება თავდაჯერებულობა.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ასტროლოგები გირჩევენ, არ გამოგეპაროთ დეტალები, არ დაკარგოთ სიტუაციაზე კონტროლი. ეს რჩევა სასარგებლო იქნება სასიყვარულო სფეროშიც, რომელიც ბევრი სასწორისთვის ცხოვრების ძირითადი სფერო გახდება. ვისაც ჰყავს პარტნიორი, შეძლებს გაუგებრობების თავიდან არიდებას ურთიერთობებში, ხოლო მარტოხელები შეძლებენ საყვარელი ადამიანის პოვნას.

მორიელი

ამ კვირაში რამდენადმე ნერვული და კონფლიქტური გახდებით. თავშეკავება ნორმალური ურთიერთობების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ ოჯახში, მეგობრებთან და კოლეგებთან. ფინანსურ და სამუშაო სფეროებში შედეგების მიღწევა პირველივე მცდელობაზე არ გამოვა, მაგრამ სიმშვიდის შენარჩუნება და წინსვლა ყველაფრის გამოსწორებაში დაგეხმარებათ.

კოსმოსის გავლენა მორიელებზე ძლიერი იქნება, ასევე, მდგრადი და არაცვალებადი, ამიტომ განწყობისა და იღბლის ხშირი ცვალებადობა მოსალოდნელი არ არის. ახლა მთავარია, რომ არ გადაუხვიოთ დღის ნორმალური და ჩვეული განრიგიდან.

მშვილდოსანი

მოსალოდნელია წარმატებებთან დაკავშირებით პრობლემები. პლანეტები და ვარსკვლავები ხშირად შეიცვლიან განწყობას, რაც აისახება წარმატებებზე სიყვარულსა და საქმეებში. კვირის დასაწყისში კონფლიქტებია მოსალოდნელი. ეს რომ თავიდან აიცილოთ, უფრო მარტივად მოეკიდეთ კრიტიკას და მოთმინებით მოუსმინეთ გარშემომყოფებს.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ახლა საუკეთესო დრო არ არის გარემოს შესაცვლელად, მგზავრობისა და სარისკო ღონისძიებებისთვის. კვირის ბოლოს დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანსა და ოჯახს, თუნდაც სამუშაო კვირა არც ისე პროდუქტიული იყოს, როგორც იმედოვნებდით.

თხის რქა

შესანიშნავი კვირაა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის, ასევე, მუშაობისთვის. თუ ამჟამინდელი ურთიერთობები არადამაკმაყოფილებელია, მცირე პაუზა აიღეთ. ახლა მნიშვნელოვანია, არ იჩხუბოთ და მით უმეტეს, ადამიანების თვალწინ.

სამსახურში კოლეგებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. ბევრისთვის თქვენი დახმარება გადამწყვეტი აღმოჩნდება. პირადი საქმეები ბოლომდე მიიყვანეთ. არ არის გამორიცხული ბევრი საბედისწერო და შეუქცევადი მოვლენა ამ კვირაში, რომლების თავიდან აცილება არ შეიძლება. ამ მოვლენებს მშვიდად და პანიკის გარეშე შეხვდეთ.

მერწყული

ამ კვირაში ასტროლოგები ყველას მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას გირჩევენ. თუ ფაქტებს დაამახინჯებთ და სიმართლეს არ ილაპარაკებთ, მოსალოდნელია უნდობლობისა და ცივი დამოკიდებულების პროვოცირება როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში, ისე სამუშაო კოლექტივში.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშანთან შეძლებთ გამდიდრებას

ყველა პრობლემა აუცილებლად მშვიდად უნდა გადაწყვიტოთ, არ აუწიოთ ხმას. ენერგეტიკული მარაგი გაქვთ, ამიტომ შეძლებთ მოთმინების შენარჩუნებას და ყველა მსურველის დახმარებას. ასევე, მოსალოდნელია ფულის გამომუშავება, მოლაპარაკებების წარმართვა, კომპრომისების მოძებნა. მთლიანობაში, ეს კვირა ძალზე წარმატებული აღმოჩნდება.

თევზები

ამ კვირაში დიდი ენერგეტიკული აღმავლობა გელოდებათ. წაგადგებათ მგზავრობა, გარემოს გამოცვლა, კარგი განწყობის შექმნა, ახალი ნაცნობობა, რომანტიკა. გააქტიურდით საქმიან სფეროშიც – შესაძლებელია ახალი სამუშაოს მოძებნა.

ასევე არ დაივიწყოთ სახლის საქმეები. შეიძლება ცოტა თანხის დახარჯვა საახალწლო საჩუქრებზე. დაუთმეთ დრო ოჯახს. ეცადეთ ნათესავებთან დაახლოება. არ გაგიჭირდებათ საქმეების განაწილება, რადგან ვარსკვლავები თევზების ორგანიზატორულ თვისებებს გააძლიერებენ.

ყველა ახალი ამბავი
0