დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 9 დეკემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

მარტივი დღე არ გელოდებათ. ხშირად ყალიბდება არაერთმნიშვნელოვანი ვითარება. შესაძლოა, რჩევები და მხარდაჭერა დაგჭირდეთ. არ არის გამორიცხული გაუგებრობები, დაყოვნებები საქმეებში, გეგმებში ცვლილებების შეტანა. დაბრკოლებების წინაშე უკან არ დაიხიოთ, რადგან გამარჯვების მოპოვების შანსი გაქვთ. საღამოს მოსალოდნელია სასიხარულო ინფორმაციის მიღება. კარგი დროა ურთიერთობებისთვის.

თბილისი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

იღბლიანი დღეა, რომელიც მოგიტანთ კარგ და სასიამოვნო სიახლეებს. გექნებათ შანსი, რომ რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საქმეში მიაღწიოთ წარმატებას, კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ. წაგადგებათ ინიციატივის გამოჩენა. პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესამჩნევია პირად ურთიერთობებშიც. კარგი დღეა სამომავლო გეგმების განხილვისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი სამუშაოსთვის, ნებისმიერი საქმიანობისთვის, რომელიც ფანტაზიასა და არასტანდარტულ დამოკიდებულებას მოითხოვს. გაჩნდება ბევრი კარგი იდეა, მაგრამ სანამ მათ რეალიზებას შეუდგებით, ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, იკითხეთ რჩევა. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. კარგი დღეა წვრილმანი ნივთების შესაძენად, მაგრამ ძვირადღირებულის ყიდვას ნუ იჩქარებთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, თანამოაზრეების შემოკრებისთვის. მოიპოვებთ სხვადასხვა ადამიანის ნდობასა და სიმპათიას. საქმიანი თანამშრომლობა, შესაძლოა, ხანგრძლივი მეგობრობის ან რომანტიკული ისტორიის სათავე გახდეს. შესაძლებელია იღბლიანი შენაძენები, მომგებიანი გარიგებები. გიმართლებთ ფულთან და ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებში. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სწავლისა და კვლევითი სამუშაოსთვის. ხართ ყურადღებიანი, არაფერი გეპარებათ მხედველობიდან და სწორი დასკვნები გამოგაქვთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

კარგი დღეა, მაგრამ არასტაბილური ემოციური ფონით გამორჩეული. ეცადეთ, არ მიიტანოთ გულთან ახლოს წვრილმანი პრობლემები. შეგწევთ ძალა იმისა, რომ ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალოთ, მაგრამ ამისთვის არა ნერვიულობა, არამედ მოქმედებაა საჭირო. რაც უფრო მალე გაუმკლავდებით ემოციებს, მით უფრო უკეთეს შედეგებს მიაღწევთ. შეიძლება გამოჩნდეს საინტერესო საქმეები. დღეს გაცნობილმა ადამიანებმა თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი სიტყვა

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ეცადეთ, არც ერთი წუთი არ დაივიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნები, არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა არაფერზე და დრო უქმად არ დაკარგოთ. დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ყურადღების კონცენტრაციის უნარზე. მხარს დაგიჭერენ ახლობლები, არ მოგერიდოთ დახმარების თხოვნა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უჩვეულო სიახლეები და საინტერესო წინადადებები. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი. შესანიშნავი დროა სხვადასხვა საკითხის გადაწყვეტისთვის. გაჩნდება კარგი იდეები. მათი რეალიზება დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ. დღის მეორე ნახევარში პოზიტიური ტენდენციების გავლენა შემცირდება. მოსალოდნელია გაუგებრობები სამსახურსა და სახლში, დაყოვნებები საქმეებში. ეცადეთ, არ დაიღალოთ. ახლა თქვენი ორგანიზმი დაუცველია და სერიოზული დატვირთვები ჯანმრთელობის პრობლემებს მოგიტანთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი ნიშანი – სამი ნამდვილი „ოტელო“

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

წარმატებული დღეა. გრძნობთ ძალების მოზღვავებას. ინტუიცია სათანადო დონეზეა. ბევრი თქვენგანი ითვალისწინებს სხვის გამოცდილებას, რაც შეცდომების თაიდან აცილების საშუალებას გაძლევთ. კარგად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები. შესაძლებელია ხანგრძლივ თანამშრომლობაზე შეთანხმება. კარგი დღეა ასევე პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით. შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა და უთანხმოებებისა და ჩხუბის თავიდან არიდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

გეჩვენებათ, რომ ყველაფერი საუკეთესოდ ეწყობა, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა არც ისე ძლიერია, როგორც გინდათ. არ იჩქაროთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, განსაუთრებით, საქმეებთან დაკავშირებით. ბევრი გპირდებათ მხარდაჭერას, მაგრამ სიტყვას ყველა ვერ ან არ ასრულებს. არ ენდოთ მათ, ვინც ერთხელ უვე დაგაღალატათ. მაღალი მიზნებისკენ პატარა ნაბიჯები გადადგით. ახლა აჩქარება საჭირო არაა. მთავარია, ჩანაფიქრზე უარი არ თქვათ.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

რთული დღეა. ჩვეულებრივზე ხშირად ეგებით პროვოკაციებზე, აკეთებთ და ამბობთ ისეთ რამეს, რაც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. ძნელია დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან თავის შეკავება. ზოგიერთი თქვენგანი დაუფიქრებლად დებს პირობას, რომელსაც, დიდი ალბათობით, ვერ შეასრულებს. თუ ყველაფერში იფრთხილებთ, პრობლემებს თავიდან აირიდებთ. მოუსმინეთ რჩევებს, გარედან უფრო კარგად ჩანს, როგორ სჯობს მოქმედება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად პოულობთ საერთო ენას სხვადასხვა ადამიანთან. შესაძლებელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც მოგვიანებით მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებში შეიძლება გადაიზარდოს. ჩვეულ საქმეებზე გაგიჭირდებათ ყურადღების გამახვილება. შესაძლებელია მცირე, მაგრამ დასანანი ფინანსური პრობლემები. არ არის გამორიცხული, რომ მოგიწიოთ დაგეგმილ საყიდლებზე, გართობაზე უარის თქმა. მოგვიანებით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება.

სანაპირო  - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეგობრები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - ტოპ-ხუთეული

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

მღელვარებისთვის სერიოზული მიზეზები არ გაქვთ. დღე კარგად ჩაივლის. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები. კარგად ეწყობა ახალი წამოწყებები, მაგრამ საჭიროა სიმტკიცისა და შეუპოვრობის გამოჩენა, რომ კარგი შედეგები მიიღოთ. კარგად ერკვევით რთულ საკითხებში და იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს. კარგად ჩაივლის მგზავრობა. შესაძლოა, გაიცნოთ უჩვეულო ადამიანები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0