დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 დეკემბერი

© Sputnik / STRINGERთბილისი. ბოტანიკური ბაღი
თბილისი. ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღის დასაწყისში რთული იქნება როგორც საკუთარი ძალების, ისე არსებული ვითარების შეფასება. ბევრი თქვენგანი უსაფუძვლო ოპტიმიზმის ტყვეობაში აღმოჩნდება, ექნება იღბლის იმედი იქ, სადაც საქმეს მეტი პასუხისმგებლობით მოკიდება სჭირდება. განეწყვეთ სერიოზულად და შესანიშნავ შედეგებს მიიღებთ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ნაყოფიერად ჩაივლის.

თბილისი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება 2020 საბედისწერო ცვლილებების წელი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ხელსაყრელი დღეა. ყველაფერი კარგად ეწყობა. მნიშვნელოვანია, რომ სწორად დაისახოთ მიზანი. ბევრი თქვენგანი იპოვის ახალ მოკავშირეებს, მათ შორის, ძლიერსა და გავლენიანს. კარგი დღეა ყოფითი საკითხების გადასაჭრელად. არ არის გამორიცხული მომგებიანი გარიგებების დადება, საყიდლები, რომლებიც სიხარულს მოგანიჭებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

გაგიჭირდებათ საქმეებზე გულისყურის გადატანა, ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ. ოცნებებში ხართ იმის ნაცვლად, რომ საყურადღებო საკითხების გადაჭრაზე იზრუნოთ. ძალიან დიდი ცდუნებაა იმისა, რომ სასურველი რეალობად მიიღოთ, მაგრამ ჯანსაღი აზრი საბოლოოდ გადაწონის. ურთიერთობებში იფრთხილეთ – შესაძლოა, თქვენი ნდობის მოპოვება მოინდომონ ადამიანებმა, რომლებზე დაყრდნობაც არ ღირს. არ არის გამორიცხული ფინანსური პრობლემები.

საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო
2020 წლის კალენდარი: საუკეთესო დღეები ქორწილისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

არცთუ მარტივი დღეა. სერიოზული დანაკარგების თავიდან აცილებას შეძლებთ, მაგრამ განერვიულებთ ის, რომ გეგმას ვერ მიჰყვებით. ამასთან, დაძაბულად ვითარდება ურთიერთობები ადამიანებთან, იზრდება ურთიერთპრეტენზიების რიცხვი. კარგი დღეა დამოუკიდებლად მუშაობისთვის. როცა არავინ გიშლით ხელს, შესანიშნავ შედეგებს აღწევთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

ნამდვილად ხელსაყრელი დღე იქნება, თუ მტკიცედ განეწყობით და სანუკვარი ოცნებების ცხოვრებაში რეალიზებისთვის მოემზადებით. შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა ახლა ძალზე მნიშვნელოვანია. უარი არ თქვათ დახმარებაზე. დღეს შეძლებთ მოკავშირეების მოძებნას, რომლებთანაც, შესაძლოა, ხანგრძლივი, ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობები ჩამოყალიბდეს.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

დღე საკმაოდ უიღბლოდ იწყება. შესაძლოა, გაჩნდეს რაღაც მოულოდნელი პრობლემები, დაყოვნება საქმეებში. ყველა სირთულესთან შეძლებთ გამკლავებას, მაგრამ ამისთვის მოთმინება და თავის გაკონტროლებაა საჭირო. არ აჰყვეთ პროვოკაციებს, ეცადეთ, გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მიიღოთ. არ იხელმძღვანელოთ გარშემომყოფების მოსაზრებებით, როდესაც საქმე თქვენს პირად საკითხებს ეხება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

მშფოთვარე დღეა. ბევრ დროს კარგავთ დღის პირველ ნახევარში ტყუილუბრალოდ, გიწევთ ხანგრძლივი საუბრები იმ საკითხებზე, რაც არ გაინტერესებთ და იმ ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებთანაც საქმის დაჭერა არ გსურთ. შესაძლებელია მიზნების მიღწევა, მაგრამ ამისთვის მოთმინებაა საჭირო. ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა გიჭირთ, მაგრამ სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.

სიყვარული - Sputnik საქართველო
რა გველოდება სასიყვარულო ფრონტზე დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მორიელი

ხელსაყრელი დღეა. გრძნობთ ვარსკვლავების მხარდაჭერას, ამიტომ თამამად ეჭიდებით რთულ საქმეებს. მათ წარმატებით განხორციელებას შეძლებთ, თუ სერიოზულად განეწყობით, ყურადღებას მიაქცევთ წვრილმან, მაგრამ მნიშვნელოვან დეტალებს. კარგი დღეა იმისთვის, რომ თანამოაზრეებთან ერთად რაღაც ახალ საქმეს შეეჭიდოთ. დაბრკოლებები არ შეგაშინებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მშვილდოსანი

მარტივი დღე არ არის, მაგრამ საინტერესო და ნაყოფიერია. არ გაშინებთ გაჩენილი სირთულეები, პირიქით, ენთუზიაზმით იწყებთ მათ გადალახვას. შეიძლება გაჩნდეს უჩვეულო იდეები, რომლებსაც ძველი ნაცნობების წყალობით განახორციელებთ. შესაძლებელია მნიშვნელოვანი შეხვედრები, საუბრები. არ არის გამორიცხული თანხის მიღება, რომელსაც სწორად გაანაწილებთ.

თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

არცთუ მარტივი დღეა. ხშირად ჩნდება პრობლემები, გაუგებრობები, დაყოვნებები საქმეებში. ცდილობთ ნეგატიური ტენდენციების გავლენასთან ბრძოლას და ხანდახან ახერხებთ ამას. ეს სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ უკვე შუადღისას დასვენების საჭიროებას იგრძნობთ. დღის მეორე ნახევარში აუცილებელია ადამიანების გარჩევა, სიფრთხილე ურთიერთობებში. ეცადეთ, მოერიდოთ კონტაქტებს რთულ და პროვოკატორ ადამიანებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ბევრი რამ კარგად გამოგდით, მაგრამ სანამ რამე სერიოზულს შეეჭიდებით, სწორად უნდა შეაფასოთ საკუთარი ძალები. დღეს ბევრ თქვენგანს უსაფუვლო ოპტიმიზმი შეიპყრობს, რამაც შემდგომ სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. ფულთან დაკავშირებით არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. რაც შეეხება საქმეებს, რომლებსაც შემოქმედებითი დამოკიდებულება სჭირდება, მშვენივრად უმკლავდებით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელი ნიშნების წყვილებს აქვთ გამდიდრების ყველაზე დიდი შანსი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

კარგი დღეა, თუმცა, სიფრთხილე მაინც საჭიროა. არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა და ეცადეთ, უფრო ფრთხილად იმოქმედოთ. მოუსმინეთ ძველი მეგობრების რჩევებს. მათი გამოცდილების წყალობით შეცდომებს აირიდებთ თავიდან. დღის მეორე ნახევარში ოჯახურ საქმეებს მიხედეთ. შესაძლოა, ახლობლებს თქვენი დახმარება და თანადგომა დასჭირდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0