კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 2–8 დეკემბრის პერიოდში

© Public domain / Łukasz Rawaშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზამთრის პირველ კვირას მარტივს ვერ ვუწოდებთ. პლანეტები და ვარსკვლავები დისონანსში, მაგრამ აქტიური არიან. ეს ნიშნავს, რომ უნდა ვეძებოთ ხერხები, რომ მუდმივად ტონუსში ვიყოთ და ყველა საქმეს გავუმკლავდეთ. ამაში ასტროლოგების რჩევები დაგვეხმარება

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი და სპეციალისტების რჩევები დაგვეხმარება, რომ სწორად დავგეგმოთ საქმეები, გავანაწილოთ პრიორიტეტები, გვერდი ავუაროთ პრობლემებს და მივაღწიოთ წარმატებებს ცხოვრების ყველა სფეროში.

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით>>

ვერძი

ამ კვირაში თამამად შეიძლება ახალი საქმეების დაწყება, ყველაზე რთულ და მნიშვნელოვან პროექტებზე შეჭიდება. კარგი იქნება ცვლილებები სახლის გარემოში – ახალი ავეჯის ან აქსესუარების ყიდვა, ავეჯის გადაადგილება. ასევე რეკომენდებულია გენერალური დასუფთავება, რათა სახლში პოზიტიური ენერგია მოიზიდოთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი>>

ვინც მეორე ნახევარს ეძებს, გაითვალისწინეთ, რომ ახლა, წინასაახალწლოდ, ზედმეტი სტრესი და ნერვიულობა არავის არგებს და მით უფრო, თქვენ, რომლებსაც საზრუნავი ისედაც ბევრი გაქვთ. ამიტომ გაითვალისწინეთ ზოდიაქოს ნიშნების შეთავსებადობა. წარმატების საუკეთესო ფორმულა კი ნებისმიერ საქმეში თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმი, ასევე, შრომისმოყვარეობაა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა ესაჭიროება ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

კურო

იღბალმა, შესაძლოა, დროებით მიგატოვოთ, მაგრამ არ ღირს განგაში ატეხა და საქმეებისგან თავის შორს დაჭერა. ასტროლოგები გირჩევენ, მისდიოთ წინასწარ შედგენილ გეგმას. ფორმაში რომ იყოთ, იაქტიურეთ ფიზიკურად, ეწვიეთ სპორტდარბაზს, საცურაო აუზს, ან, უბრალოდ, სუფთა ჰაერზე იარეთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო>>

კვირა, მთლიანობაში, არცთუ მარტივი იქნება: შემცირდება პროდუქტიულობა, შესაძლოა, ადამიანებმა იმედები გაგიცრუოთ თავიანთი მოქმედებებითა და სიტყვებით. მნიშვნელოვანია ემოციების გაკონტროლება, რათა პრობლემების უფრო დიდი ნაკადის პროვოცირება არ მოახდინოთ. მიიღეთ ყველაფერი მშვიდად და ზედმეტი ნერვების გარეშე.

ტყუპი

დეკემბრის დასაწყისში ბედი გაგიღიმებთ. ვარსკვლავები საუკეთესოდ განლაგდებიან. უკვე ორშაბათიდან ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ, გახდებით მეტად თავდაჯერებული. ეს საჭირო განწყობას შექმნის. პოზიტივი  პარასკევის ჩათვლით უნდა შეინარჩუნოთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი>>

სწორედ პარასკევს დადგება საშიში დრო, როდესაც, შესაძლოა, მანამდე დაწყებული ყველა საქმე ჩავარდეს, ან მნიშვნელობა დაკარგოს. ეს რომ არ მოხდეს, ასტროლოგები გირჩევენ, არ დააჩქაროთ მოვლენები და არ შეცვალოთ დღის გეგმები ბოლო წუთს. პარასკევს არ მიიღოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები. უქმეები საყვარელ ადამიანებთან გაატარეთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების იდეალური წყვილები

კირჩხიბი

ამ კვირაში კირჩხიბებისთვის უმნიშვნელოვანესი ფინანსური საქმეები გახდება. ეს არის შესანიშნავი პერიოდი, რომელიც უნდა მიუძღვნათ შემოსავლების ახალი წყაროების, შთაგონებისა და მოტივაციის ძებნას. კარგი დროა საყიდლებისა და ახალი მნიშვნელოვანი პროექტების დაწყებისთვის.

2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი>>

ამას გარდა, ამ კვირაში გაიზრდება სულიერი მოთხოვნილებები, ამიტომ დაუთმეთ დრო თვითგანვითარებას, ახლობლებთან ურთიერთობებს, ახალი მეგობრების ძებნას. ასტროლოგები გირჩევენ, მოინახულოთ ნათესავები, დაუკავშირდეთ ძველ მეგობრებს, მოიწვიოთ ისინი სტუმრად.

ლომი

მნიშვნელოვანია, რომ პოზიტიურად განეწყოთ, აზრები ხომ მატერიალურია. ამას ხელს შეუწყობს ზოგიერთი პლანეტის ხელსაყრელი განლაგება. პოზიტიური აზროვნება ცხოვრების ყველა სფეროზე დადებითად აისახება. დადგა დრო, რომ სიტყვიდან საქმეზე გადახვიდეთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი>>

უქმეებზე პრობლემების თავიდან აცილებაში გამჭრიახობა და მეექვსე გრძნობა დაგეხმარებათ. ამ ნიშნის შრომისმოყვარე წარმომადგენლებმა, შესაძლოა, გადაღლა იგრძნოთ. წაგადგებათ გარემოს გამოცვლა, ამიტომ კარგი იქნება, თუ დასვენების რამე უჩვეულო სახეობას აირჩევთ.

გაზაფხული - Sputnik საქართველო
იდეალური ქვეყანა ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ქალწული

ასტროლოგები გირჩევენ, უკვე კვირის დასაწყისშივე შეუდგეთ ჩანაფიქრის რეალიზებას. თუ მნიშვნელოვანი მიზნები ჯერ ჩამოყალიბებული არ გაქვთ, მოუსმინეთ ინტუიციას. ის გიკარნახებთ, რომელი მიმართულებით აჯობებს მოძრაობა. გზაზე, რა თქმა უნდა, დაბრკოლებები შეგხვდებათ, მაგრამ ამის გამო საქმე შუა გზაზე არ უნდა მიატოვოთ, არამედ მათ გადალახვას შეეცადოთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული>>

პრობლემების გადადება, იქნება ეს სიყვარულის თუ საქმიან სფეროში, არ ღირს. ხუთშაბათიდან რეკომენდებულია მეტი ურთიერთობები ახლობლებთან, მათთვის დახმარების შეთავაზება, ზრუნვა მათზე. მარტოხელებს ასტროლოგები ურჩევენ, ყურადღება სამუშაოზე და საყიდლებზე გადაიტანონ – ეს კვირა მეორე ნახევრის ძებნისთვის არასახარბიელოა.

სასწორი

ამ კვირაში არასასურველია, რომ ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ენდოთ და მათ საკუთარი საიდუმლო ან სამომავლო გეგმები გაუზიაროთ. მათ, შესაძლოა, გეგმები ჩაგიშალონ. ასევე, ნებსით თუ უნებლიეთ შეიძლება შეგიშალონ ხელი ურთიერთობებში ერთობლივ საქმეებში უკვე ნაცადმა ადამიანებმაც, ამიტომ ამ კვირაში მეტი სიფრთხილე გმართებთ.

კვირის დასაწყისში შესაძლებელია კონფლიქტები სახლში ან სამსახურში, მაგრამ შემდეგ ვითარება შეიცვლება. ოთხშაბათისთვის პრობლემების უმეტესობა მოგვარებული იქნება. უქმეებზე კარგად დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ.

ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის

მორიელი

მორიელებს ფულის საშოვნელად, როგორც წესი, დიდი შრომა გიწევთ, მაგრამ ამ კვირაში კარგი შესაძლებლობები გაგიჩნდებათ ფინანსურ სფეროში, ამიტომ შეიძლება ხელმძღვანელობასთან ხელფასის მომატებაზე დალაპარაკება, სამსახურის მოძებნა უკეთესი პირობებით, ან შემოსავლის დამატებითი წყაროს ძიება. ბიზნესშიც გაფართოება იქნება საჭირო, რაც სტაგნაციის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

სიყვარულში და ურთიერთობებში ასტროლოგები გირჩევენ, მეტი ყურადღება დაუთმოთ კონფლიქტებისა და გაუგებრობების მშვიდად გადაჭრას. სჯობს, შეუთანხმდეთ ადამიანებს, კომპრომისები მოძებნოთ, ვიდრე ნერვები და დრო ჩხუბზე დახარჯოთ.

რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>

მშვილდოსანი

იდეალური დრო დგება თქვენი შემოქმედებითი რეალიზებისთვის. დიდი წარმატება ელოდება იმ მშვილდოსნებს, რომლებიც დაკავშირებული არიან შემოქმედებასთან, კრეატიულ საქმიანობასთან. ვარსკვლავები და პლანეტები სრულ ჰარმონიაში არიან. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ, სრულად გახსნათ საკუთარი პოტენციალი და საქმეებს მიუძღვნათ თავი.

ასტროლოგების აზრით, ხელსაყრელი დროა ნაცნობობისთვის, არსებული ურთიერთობების გამტკიცებისთვის. დაოჯახებულებმა საყვარელ ადამიანთან მეტი დრო უნდა გაატაროთ.

გული, სიყვარული - Sputnik საქართველო
როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა

თხის რქა

თხის რქებმა სხვებს არ უნდა გადააბაროთ საკუთარი პასუხისმგებლობა. ზოგადად, არ გჩვევიათ ასე მოქმედება, მაგრამ ახლა აჯობებს, თუ საერთოდ დაივიწყებთ საკუთარი უფლებამოსილებების სხვებისთვის გადაბარებას. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები თავად უნდა მიიღოთ, თავად გააკეთოთ მნიშვნელოვანი საქმეები. ეს შეეხება ასევე საყიდლებსაც და განსაკუთრებული გარიგებების დადებასაც.

ვარსვლავები და პლანეტები ხელს შეუწყობენ ნაცნობობასა და ურთიერთობებს. უნდა იზრუნოთ ახალი კავშირების, კონტაქტების შექმნაზე, მაგრამ, ამავდროულად, მოერიდოთ ენერგეტიკულ ვამპირებს. ასევე რეკომენდებულია ახალი ცოდნის მიღება, რადგან ამ კვირაში თქვენი მეხსიერება განსაკუთრებულად გამძაფრებული იქნება.

როგორ დავგეგმოთ დეკემბრის პირველი დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით>>

მერწყული

ამ კვირაში მოიმატებს თქვენი ემოციური და ფიზიკური ამტანობა. ვარსკვლავები და პლანეტები დაგეხმარებიან ნებისმიერ საქმეში, რომელიც მოითხოვს მოთმინებასა და ყურადღების მაღალ კონცენტრაციას. გახდებით მეტად ქარიზმატული, რაც სიყვარულში თუ ბიზნესში წარმატებების მიღწევაში დაგეხმარებათ.

შესაძლებელია კონფლიქტები ახლობელ ადამიანებთან. ნებისმიერ პირად უთანხმოებასა და გაუგებრობას ფილოსოფიურად მიუდექით და გახსოვდეთ, რომ თითოეული გადალახული პრობლემა სიბრძნესა და გამოცდილებას გვმატებს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

თევზები

სასურველია, არავის გაანდოთ საკუთარი გეგმები. ამან, შესაძლოა, გეგმების ჩაშლა და ახალი პრობლემების გაჩენა გამოიწვიოს. ასტროლოგების პროგნოზით, მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები სასიყვარულო სფეროში. ეს ეხება როგორც დაოჯახებულებს, ისე მარტოხელებს, რომლებიც მეორე ნახევარს ეძებენ. უნდა იაქტიუროთ, გაიცნოთ ადამიანები და წახვიდეთ პაემანზე.

ამ კვირაში გაგიჩნდებათ შესაძლებლობა, რომ შეურიგდეთ ახლობელ ადამიანს ან კოლეგას. ეს ნამდვილად მალამოდ დაგედებათ, გიხსნით სხვადასხვა პრობლემისგან, რადგან კონფლიქტებს ბევრი ძალა და ენერგია მიაქვს.

ყველა ახალი ამბავი
0