დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 1 დეკემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დილიდან გექნებათ სანერვიულო. ძალიან ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით და მოქმედება ვითარებების შესაბამისად გიწევთ. სიმშვიდის შენარჩუნება ჭირს, მაგრამ მაინც უნდა ეცადოთ ემოციების გაკონტროლება. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და წარმატებების მიღწევის შანსი გაჩნდება. არ იჩქაროთ დახმარების თხოვნა – სჯობს, საკუთარი ძალებით გაართვათ თავი საქმეებს – ასე ზედმეტ ლაპარაკს აიცილებთ თავიდან და თავს უფრო თავისუფლად იგრძნობთ.

თბილისი - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2019 წლის დეკემბერში - თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

უნდა იჩქაროთ – გამარჯვებების  მოპოვება დღის პირველ ნახევარში უფრო იოლი იქნება. არ გადადოთ მნიშნელოვანი შეხვედრები, რადგან თანდათან უფრო გართულდება საერთო ენის პოვნა ადამიანებთან. მოსალოდნელია ფინანსური პრობლემები, რადგან ფულთან მიმართებით საოცარ ქარაფშუტულობას იჩენთ. კარგად დაფიქრდით, სანამ რამე ძვირადღირებულ ნივთს იყიდით ან გასართობად წასვლას დაგეგმავთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

გარშემომყოფებისგან ბევრს ნუ ელოდებით. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის დასაწყისში, როდესაც სანდო მოკავშირეებიც კი უცნაურად იქცევიან. თანდათანობით ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება და კონტაქტი გარშემომყოფებთან გამარტივდება. არავის არაფერს შეჰპირდეთ, რადგან მისი შესრულება გაგიჭირდებათ. არასასურველია მგზავრობა. კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისთვის, ყოფითი პრობლემების გადაჭრისთვის.

თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღეს, მართალია, გაუგებრობები და სირთულეები გელოდებათ, მაგრამ მაინც პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს. გექნებათ მნიშვნელოვან საქმეში წარმატების მიღწევის შანსი. შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა განსაკუთრებით გამოადგებათ ახალგაზრდა კირჩხიბებს. ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე დღის მეორე ნახევარში იმსჯელეთ. სწორედ ამ პერიოდში უფრო ადვილად იპოვით საერთო ენას გარშემომყოფებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოაზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

გადაწყვეტილებების მიღება არ იჩქაროთ. დრო გჭირდებათ სიტუაციაში გარკვევისა და მისი სწორად შეფასებისთვის. კარგად დაფიქრდით, სანამ ვინმეს მნიშვნელოვან ინფორმაციას გაანდობთ და საკუთარ გეგმებზე დაელაპარაკებით. არ არის გამორიცხული, რომ თქვენი ნდობის  მოპოვებას ისეთი ადამიანები შეეცადონ, რომლებთანაც არანაირი საქმის დაჭერა არ ღირს. ინტუიცია გიკარნახებთ, ვისგან უნდა დაიჭიროთ თავი შორს.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ქალწული

დღის დასაწყისი მოვლენებით დატვირთული და ნაყოფიერი იქნება. კარგი პერიოდია დამოუკიდებლად მუშაობისთვის, ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმებისთვის. შესაძლებელია მოულოდნელი ნაცნობობა. სარგებელს მოიტანს ბიზნესთან დაკავშირებულ საკითხებში ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. ეცადეთ, დაისვენოთ და არ შეუდგეთ ისეთ საქმეებს, რომლებიც დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

რამე მნიშვნელოვანი მოვლენები დღეს მოსალოდნელი არ არის. ის უფრო მიესადაგება მარტივი და კარგად ნაცნობი საქმეების გაკეთებას. არ არის გამორიცხული, რომ მიიღოთ პასუხები კითხვებზე, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ, ან ინფორმაცია, რომლის გარეშეც გადაწყვეტილების მიღება გიჭირდათ. ბევრ თქვენგანს მოუწევს რუტინული სამუშაოს შესრულება, რაც დამღლელია, მაგრამ, სამაგიეროდ, არ გიწევთ ნერვიულობა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.

ვეფხვი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

წინააღმდეგობებით აღსავსე დღეა. მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები, რომლებიც, სამაგიეროდ, ახალ შესაძლებლობებს დაგანახებთ. ყურადღების კონცენტრირება პოზიტივზე მოახდინეთ: შეგიძლიათ იმის შეცვლა, რაც არ მოგწონთ, შესამჩნევი ცვლილებების მიღწევა. რაც უფრო მტკიცედ იმოქმედებთ, მით მეტია წარმატების შანსი. ადამიანებთან ურთიერთობებში იფრთხილეთ. არასასურველი დღეა ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან გულგახსნილობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ბევრ დეტალს ამჩნევთ და სწორი დასკვნები გამოგაქვთ, მაგრამ მისი სხვებისთვის განდობა არ იჩქაროთ. დღეს, სამწუხაროდ, ბევრი გამოჩნდება ისეთი ადამიანი, რომელიც თქვენი და თქვენი ინფორმაციების თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება. საქმეებს იმაზე მეტი დრო მიაქვს, ვიდრე ელოდებოდით, მაგრამ არ ინერვიულოთ – ყველაფერს მოასწრებთ. ყურადღებით იყავით დეტალების მიმართ.

მაკროსამყარო კაკლის ნაჭუჭში  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების მაგიური უნარები

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დილიდან სერიოზულად განეწყვეთ. თავიდან უნდა აირიდოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება და დაუფიქრებელი ნაბიჯების გადადგმა. არაფერი თქვათ და მოიმოქმედოთ ცხელ გულზე. ეს ყველაფერი უსიამოვნებებით შეიძლება დამთავრდეს. დღის მეორე ნახევარი ბევრად მშვიდი, სანტერესო და ნაყოფიერი იქნება. მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ წარმატებას მიაღწიოთ მნიშვნელოვან საქმეში. გარკვეულობა გაჩნდება გეგმებში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. დღე არც ისე რთული იქნება, როგორც ეს დილით შეიძლება მოგეჩვენო. რაღაც პრობლემები შესაძლებელია, მაგრამ მათ, თუ მოინდომებთ, იოლად გადაწყვეტთ. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. საღამოს მოახლოებასთან ერთად გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის ბოლომდე ბევრი სასიამოვნო სიურპრიზი და კარგი ახალი ამბავი გელოდებათ.

ქვებზე დადებული გასაღები - Sputnik საქართველო
ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ხელსაყრელი დღეა. გექნებათ შანსი, რომ რაღაც მნიშვნელოვანი სხვებზე ადრე გაიგოთ. ზოგიერთი თქვენგანი სხვის საიდუმლოს ახდის ფარდას. თქვენი დაკვირვებულობა საქმეებს წაადგება. ამის წყალობით სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. დღის პირველ ნახევარში მნიშვნელოვანი შეხვედრებია მოსალოდნელი. არ არის გამორიცხული, რომ გაიცნოთ ადამიანი, რომელიც მნიშველოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0