დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 30 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERთბილისის ბოტანიკური ბაღი
თბილისის ბოტანიკური ბაღი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღე, მთლიანობაში, წარმატებული იქნება, თუმცა, მცირე გაუგებრობები და უმნიშვნელო სირთულეები მაინც მოსალოდნელია. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება და საინტერესო საქმიანი წინადადებების მიღება. ზოგიერთ თქვენგანს მნიშვნელოვანი პროფესიული წარმატება ელოდება. კარგი დღეა სწავლისთვის - ახლა თქვენი მეხსიერება გაუმჯობესებულია. კარგი პერიოდია ძველ ნაცნობებთან ურთიერთობებისთვის, თუმცა, ახლად გაცნობილებთან კონტაქტი ცოტა გაგიჭირდებათ.

თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

გაგიჭირდებათ წონასწორობის შენარჩუნება. დღეს უფრო ემოციური ხართ, ბევრ რამეზე რეაგირებთ მწვავედ და ადვილად ეგებით პროვოკაციებს. ცუდი ისაა, რომ ამით, შესაძლოა, თქვენმა არაკეთილმოსურნეებმა ისარგებლონ. ფრთხილად იყავით, რადგან ნებისმიერი არასწორი ნაბიჯი შეიძლება ძვირი დაგიჯდეთ. ბევრ კუროს შეცდომებისგან გამოცდილება გიხსნით. დროს ნუ დაკარგავთ უმნიშვნელო საკითხების განხილვაზე.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში რამე სასარგებლო გააკეთოთ, რადგან ეს ხელსაყრელი პერიოდია, მოგვიანებით სიტუაცია გართულდება. არ გადადოთ სამომავლოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები, მოლაპარაკებები და საქმეები. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოებები კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან. ყველაზე სერიოზული ჩხუბი ფულის გამოა მოსალოდნელი. ამასთან, იწყებთ ეჭვის შეტანას იმ ადამიანებშიც კი, ვისაც აქამდე თვალდახუჭული ენდობოდით. ამან, შესაძლოა, ურთიერთობები დიდი ხნით გააფუჭოს.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გინდათ, მაგრამ თქვენ უკან არ იხევთ. შეუპოვრობა განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში გამოგადგებათ. არ არის გამორიცხული იღბლიანი თანხვედრები, საოცარი შეხვედრები. ადამიანებთან ადვილად პოულობთ საერთო ენას და მათზე კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. მოგეცემათ დაწყებული საქმეების დასრულების შესაძლებლობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

დაისვენეთ. დღეს ამისთვის სწორედ რომ საუკეთესო დროა. ეცადეთ, არაფერი გააკეთოთ, მხოლოდ იოცნებეთ, ან, უკიდურეს შემთხვევაში, გეგმები დააწყვეთ. შეგიძლიათ დროის გატარება იმ ადამიანებთან, რომლებსაც უყვართ ცხოვრებით ტკბობა. უნდა მოერიდოთ უსიამოვნო მოგონებების გახსენებას, რასაც განწყობის გაფუჭება შეუძლია. ასევე, მოერიდეთ ურთიერთობებს ადამიანებთან, რომლებსაც მუდამ ნეგატიურზე უყვართ საუბარი.

თავისუფლება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

არცთუ მარტივი დღეა. თითქმის ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც გსურთ. მცირე გამარჯვებების მოსაპოვებლადაც კი ტიტანური შრომა გიწევთ. ხელს გიშლიან გარშემომყოფებიც. სჯობს, ისეთ საქმეებს მიხედოთ, სადაც აჩქარება არაა აუცილებელი. დღის მეორე ნახევარი ახალ იდეებს მოიტანს, მაგრამ მათი რეალიზება არ იჩქაროთ. შესაძლოა, შეცდომების თავიდან ასაცილებლად, ახლობლების რჩევები და იდეების გადახედვა დაგჭირდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

შესანიშნავი დღეა საქმიანი კონტაქტების, მოლაპარაკებების, გეგმების განხილვისთვის. ძალზე სერიოზულად ხართ განწყობილი და ეს ბევრს მოსწონს. გექნებათ შესაძლებლობა, რომ დაუმეგობრდეთ იმ ადამიანებს, რომელთა მიმართ დიდი ხანია, სიმპათიით ხართ განწყობილი. შესაძლებელია თანხის მიღება, მომგებიანი გარიგების დადება. გაითვალისწინეთ, რომ დღეს ფულის გამომუშავება სჯობს და არა ხარჯვა. ამიტომ, საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ. დღის მეორე ნახევარში გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, არ დაიტვირთოთ თავი ზედმეტად.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ხართ თავდაჯერებული და შეუპოვარი. ალბათ, არ მოიპოვება ადამიანი, რომელიც ჩანაფიქრზე უარს გათქმევინებთ. შესაძლოა, გულის სიღრმეში უშვებთ კიდეც, რომ თქვენი ყველა იდეა უნაკლო არ არის, მაგრამ მათ რეალიზებაზე უარს მაინც არ იტყვით. თქვენი ენთუზიაზმი გადამდებია. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენს ახლოს გაცნობას მოისურვებენ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმეს ერთი ნახვითაც შეუყვარდეთ. ფინანსებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით. ფულს ტყუილუბრალოდ ნუ დახარჯავთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

უსიამოვნებებს თავს მთლიანად ვერ აარიდებთ, მაგრამ დღე, მთლიანობაში, ხელსაყრელი იქნება. კარგი დროა ძველ საქმეებთან დასაბრუნებლად, ადრე დაწყებულის დასამთავრებლად. მოსალოდნელია საინტერესო სიახლეების გაგება. შესაძლოა, გაგიმართლოთ საქმეში, რომლის იმედი დიდად არ გქონდათ. ძველ ნაცნობებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ. ასევე, მოსალოდნელია, რომ სტუმრები გეწვიონ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე „გულცივი“ ხუთი ნიშანი, რომლებიც სიყვარულს ვერ გამოხატავენ

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის. გარემოს გამოცვლა წაგადგებათ, საინტერესო იქნება უჩვეულო ადამიანების გაცნობა და მათთან ურთიერთობა. ხშირად გაუმართლებს მათ, ვისაც არ ეშინია ექსპერიმენტების ჩატარება, მიდის რისკზე მიზნის მისაღწევად. სიმტკიცისა და შეუპოვრობის წყალობით წარმატებებს მიაღწევთ. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება ახლობლებისგან, უკეთესობისკენ ცვლილებები ოჯახში. რომანტიკულ ურთიერთობებში ინიციატივა გამოიჩინეთ. არ არის გამორიცხული თავბრუდამხვევი რომანის დაწყება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ჩვეულებრივზე მეტად გიწევთ გარისკვა და ეს ძალიან მოგწონთ. მაგრამ სიტუაცია მტკიცე გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მაგრამ ფიქრისთვის დრო აღარ გრჩებათ. ასე რომ, მოიკრიბეთ ძალები და მწვერვალის დასაპყრობად გაეშურეთ. შესაძლებელია მცირე თანხის დაკარგვა, გარიგებების დადება, რომლებიც არცთუ მომგებიანი აღმოჩნდება. არ იჩქაროთ საყიდლებზე წასვლა, განსაკუთრებით, თუ საუბარია ისეთი ნივთების შეძენაზე, რომლებიც აუცილებელი და საჩქარო არ არის.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

ფულთან დაკავშირებით არ გარისკოთ. დღეს ფინანსურ საკითხებში ქარაფშუტულად იქცევით. ამის გამო, შესაძლოა, დაზარალდეთ. საქმიან კონტაქტებში თუ ყურადღებით იქნებით, შეცდომებსა და იმედგაცრუებებს თავიდან აიცილებთ. დღეს დადებული შეთანხმებები, შესაძლოა, მომავალში გადასახედი გახდეს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ძველ მეგობრებთან ურთიერთობებისთვის. არ არის გამორიცხული მოულოდნელი ვიზიტები. შეიძლება საჩუქარიც მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0