დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERშემოდგომა. გომბორი
შემოდგომა. გომბორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

იღბლიანი დღეა მოლაპარაკებებისთვის. თავს აჩვენებთ, როგორც ნამდვილი დიპლომატი. ზოგიერთ საქმიან ურთიერთობებს, შესაძლოა, გაგრძელება მოჰყვეს მეგობრული ან სასიყვარულო კავშირის სახით, მაგრამ ეს თქვენზეა დამოკიდებული, გამოიჩენთ თუ არა ინიციატივას. მოსალოდნელია მცირე თანხის ან საჩუქრის მიღება. დღის მეორე ნახევარში საოჯახო-ყოფითი საზრუნავი გაგიჩნდებათ.

თანხა ბანკომატიდან - Sputnik საქართველო
„უფულობის სენი" ზოდიაქოს ნიშნებში

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღე წარმატებულად იწყება. სულ რამდენიმე საათში მოახერხებთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას. შესაძლებელია კარგი სიახლეების გაგება თქვენს საქმიანობასთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. კარგი პერიოდია მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის. მოგეცემათ შანსი, რომ აღადგინოთ კავშირი ადამიანთან, რომელთანაც ნაჩხუბარი ხართ, ან დაძაბული ურთიერთობები გაქვთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

მშფოთვარე დღეა. მოგიწევთ სხვისი პრობლემების გადაწყვეტა, სამართლიანობის აღდგენა, დაუცველების დაცვა და საერთოდ, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა. ეს ძალიან გაგიტაცებთ, მაგრამ საკუთარ საქმეებსაც ნუ დაივიწყებთ. დღის ბოლოსთვის ახლო მომავლის გეგმებს განსაზღვრავთ და მიხვდებით, საით უნდა იმოძრაოთ. საკუთარი გეგმების სხვებისთვის განდობა არ იჩქაროთ. რჩევებს ბრმად ნუ მიჰყვებით - სჯობს, საკუთარი ჯანსაღი აზრით იმოქმედოთ.

შემოდგომა - Sputnik საქართველო
წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კირჩხიბი

დღეს პოზიტიური ტენდენციების გავლენა ჭარბობს. ნაყოფიერი და საინტერესო დღე გელოდებათ. მშვენივრად უმკლავდებით სხვადასხვა საქმეს, რაშიც გარშემომყოფები გეხმარებიან. შესაძლებელია ახალი საქმიანი ურთიერთობების დაწყება, რომლის წყალობითაც თქვენ წინაშე ახალი ჰორიზონტი გაიხსნება. თქვენი იდეები ბევრს დააინტერესებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

ბევრი დაძაბული და არაერთმნიშვნელოვანი მომენტი გელოდებათ, მაგრამ იმით, თუ როგორ აეწყობა დღე, მაინც კმაყოფილი დარჩებით. მოგიწევთ ბევრი გამოცდის გავლა, მაგრამ მიიღებთ საჭირო გამოცდილებას, გაიცნობთ სანდო ადამიანებს. არ არის გამორიცხული თავბრუდამხვევი სასიყვარულო ისტორიის დაწყება. ყველა საქმის დასრულება, შესაძლოა, ვერ მოასწროთ, მაგრამ მომავალში შეძლებთ მათ დამთავრებას.

მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. თუ ვინმეზე ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ, საუკეთესო მომენტს სხვას ვერ იპოვით. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, საჩუქრები. საღამო, სჯობს, სახლში გაატაროთ. ასე უფრო კარგად დაისვენებთ და აღიდგენთ ძალებს. ახლობლებთან ურთიერთობები განწყობას აგიმაღლებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ძალზე ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის, მნიშვნელოვან თემებზე საუბრებისთვის. შესაძლებელია იმ საკითხების განხილვა, რომელთა გამო ადრე უთანხმოებები ჩნდებოდა. ახლა არის შანსი, რომ მონახოთ კომპრომისი, მიიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც ყველას აწყობს. ურთიერთობები, რომელიც ბოლო დროს დაძაბულად ვითარდებოდა, შესამჩნევად შეიცვლება უკეთესობისკენ. დამოუკიდებლად მუშაობა გაგიჭირდებათ. საღამოს აჯობებს, თუ ყურადღებას არ მიიპყრობთ.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

მოერიდეთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი გაკრიტიკება უყვარს. ასეთი ადამიანები ახლა განსაკუთრებით საშიში არიან. მათთან ურთიერთობა თითოეულ წუთს გიწამლავთ. თუ უთანხმოება და ჩხუბი დაიწყო, მისი დასრულება ძალიან ძნელი იქნება. ერთადერთი, რაც მოგწონთ და გიტაცებთ, ეს სამუშაოა, რომელიც მთელ თქვენს ყურადღებას მოითხოვს. საღამო ახლობლებთან გაატარეთ - ურთიერთობები სასიამოვნო იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

კარგი დღეა მუშაობისთვის, განსაკუთრებულად რთული და საპასუხისმგებლო საქმეებისთვის. ცდილობთ, რომ იყოთ ყურადღებიანი, წვრილმანებზე დროს არ ხარჯავთ, როდესაც მთავარზე საჭირო მთელი ყურადღების მიმართვა. შესაძლოა, მოულოდნელად საინტერესო წინადადება მიიღოთ. მალე გაუმკლავდებით ყოფით პრობლემებს, თუმცა, ეს გაუთვალისწინებელ ხარჯებს მოითხოვს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე იდუმალებით მოცული ნიშნები - ტოპ-ექვსეული

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

რთული დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. ხართ ემოციური, მწვავედ რეაგირებთ სულ უმნიშვნელო შენიშვნაზეც კი, ბრაზობთ მათზე, ვინც ოდნავ დააგვიანა საქმის გაკეთება. მოსალოდნელია უთანხმოებები სამსახურში, რისი მიზეზიც, უმეტეს შემთხვევებში, გაუგებრობაა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის. შესაძლებელია თანხის მიღება - იმაზე მეტის, ვიდრე ელოდებოდით.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ. ეს მარტივი არ იქნება - ინფორმაცია ცოტა გაქვთ, ასევე, არავინაა ისეთი ადამიანი, რომელიც რჩევას მოგცემთ. მოგიწევთ საკუთარ გამოცდილებასა და ჯანსაღ აზრზე დაყრდნობა. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში არ იჩქაროთ. ფინანსური საკითხებისთვის დღის მეორე ნახევარი უფრო კარგი იქნება. შესაძლოა, მოგეცეთ საშუალება, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. საღამოს მოიცილეთ ყველაფერი, რაც უსარგებლოა - გადაყარეთ ძველმანები. თავს უკეთესად იგერძნობთ.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს მამაკაცური და ქალური ნიშნები და მათი თავისებურებანი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

დღეს უჩვეულო, საოცარი მოვლენებია მოსალოდნელი. არ იბნევით არაერთმნიშვნელოვან სიტუაციებში და სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს, ხშირად აღწევთ წარმატებებს. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება. კარგი დღეა რომანტიკული ურთიერთობებისთვის, ასევე იმ ადამიანთან შეხვედრისთვის, რომელზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ. გულწრფელობა და მეგობრული დამოკიდებულება ნდობისა და სიმპათიის მოპოვებაში დაგეხმარებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0