ახალმთვარეობა 26 ნოემბერს: როგორ იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნებზე

© Sputnik / STRINGERთბილისის ბოტანიკურ ბაღში
თბილისის ბოტანიკურ ბაღში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალმთვარეობა, მიუხედავად იმისა, რომ ხანმოკლე პერიოდია, ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. ასტროლოგების რჩევები დაგეხმარებათ, რომ მთვარის ენერგიასთან ერთად განაახლოთ თქვენი ენერგია და სასურველს მიაღწიოთ ცხოვრების ყველა სფეროში

დადებითი ენერგია საშუალებას იძლევა, რომ მთელი დღე იღბლიანად გავატაროთ. იღბალი უნდა ვეძებოთ ახლობლებთან ურთიერთობებში, საყვარელ საქმიანობასა და რელაქსაციაში. ახალმთვარეობისას კარგია მუშაობა, მაგრამ არც ზედმეტი გულმოდგინება ივარგებს - საჭიროა დროდადრო დასვენება.

ნოემბრის ახალმთვარეობის თავისებურებანი

ახალმთვარეობა ნოემბერში 26 რიცხვში უწევს. ეს იქნება საკმაოდ კაშკაშა დღე, რადგან მთვარე მშვილდოსნის გავლენის ქვეშ აღმოჩნდება. ცეცხლის სტიქია აამაღლებს ადამიანების განწყობას. მთავარია, ყველა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ, არამედ დრო და საქმეები ბრძნულად გადაანაწილოთ.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ხელსაყრელი დღეა, მაგრამ ასტროლოგები გვაფრთხილებენ, რომ მოვერიდოთ გეგმების მკვეთრ შეცვლას. არ ღირს მუშაობის მიმართულების ბოლო მომენტში შეცვლა, რადგან ამან, შესაძლოა, ძალების სერიოზული ვარდნა და იღბლის "დაფრთხობა" გამოიწვიოს.

ახალმთვარეობისას, როგორც წესი, უარესდება ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ ამჯერად ყველაფერი კარგად ჩაივლის. თუ შორ გზაზე აპირებთ გამგზავრებას, ეცადეთ, ყველა წვრილმანი წინასწარ გათვალოთ და გაითვალისწინოთ. იგივე წესები მოქმედებს, თუ სამუშაოს გამოცვლას აპირებთ, ასევე, ახალი ურთიერთობების დაწყებას. ანუ, ამ დღეს წინდახედულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

26 ნოემბერს არის იმის დიდი ალბათობა, რომ გაიცნოთ სასიამოვნო ადამიანები. ასეთ დღეებში შეიძლება პაემნის, რომანტიკული შეხვედრის დაგეგმვა.

ფულისა და სასიყვარულო სფეროებში საჭიროა მოთმინება, რადგან ყველაფერი ერთი ხელის მოსმით არ გამოვა. არ გვაწყენს ასევე თვითკრიტიკა. არ ღირს პასუხისმგებლობის ან დანაშაულის სხვაზე გადაბარება.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

რჩევები ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

ვერძები, ტყუპები და სასწორები, აჯობებს, თუ თქვენთვის მნიშვნელოვან საკითხებს მიხედავთ, იმას, რაც გაღელვებთ. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საქმეების სამომავლოდ გადადება.

კუროებმა, თხის რქებმა და თევზებმა ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფინანსურ სფეროზე. საკმაოდ ხელსაყრელი დღეა მათთვის, ვინც გულმოდგინე მუშაობისთვის არის მზად.

მორიელები, მშვილდოსნები და მერწყულები შეძლებთ მიზნის მიღწევას, თუ უფრო ტაქტიანი იქნებით. დათმობაზე წასვლა და სიკეთე ბრძენი ხალხის მთავარი თვისებებია. ეს 26 ნოემბერს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.

კირჩხიბებმა, ლომებმა და ქალწულებმა უნდა მიხედოთ გადაუდებელ საქმეებს. რაც უფრო ნაკლებად მოცდებით, მით უკეთესი იქნება. სასიყვარულო სფეროში ცოტაოდენი შეუპოვრობა წაგადგებათ.

ახლა კი მოკლედ რჩევები ყველასთვის:

რისი გაკეთება არ შეიძლება 26 ნოემბერს

  • გეგმების მკვეთრი შეცვლა
  • საქმეების სამომავლოდ გადადება
  • ჯანმრთელობისადმი უყურადღებობა

რისი გაკეთება შეიძლება 26 ნოემბერს:

  • საქმიანობა ფინანსური საკითხებში
  • ტაქტიანი და თავაზიანი დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ
  • ახალი საქმის დაწყება
  • სიტყვით საჯარო გამოსვლა
  • სახლში რამე სიახლის შეტანა
ყველა ახალი ამბავი
0