დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 26 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

არცთუ მარტივი დღეა. ყოველთვის არ გყოფნით გამოცდილება და ჯანსაღი აზრი იმისთვის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ. მოქმედებთ და რისკავთ იმის ნაცვლად, რომ რჩევებს მოუსმინოთ და დახმარება ითხოვოთ. ჩვეულებრივზე ხშირად ჩნდება ოჯახური უთანხმოებები. ახლობლებს თქვენ მიმართ აქვთ ბევრი პრეტენზია, თქვენ კი - მათ მიმართ. შესაძლოა, რაღაც ძველი პრობლემა გააქტიურდეს.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. წარმატებით ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. შესაძლებელია მოულოდნელი შეხვედრები, ნაცნობობა, რომელიც მოგვიანებით თქვენთვის სარგებელს მოიტანს. დღის პირველ ნახევარში მოერიდეთ ძვირადღირებული ნივთის ყიდვას. საღამოს მოახლოებასთან ერთად უფრო გიადვილდებათ საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

ნერვიულობთ და გულთან ახლოს მიგაქვთ ისიც კი, რასაც სხვა დროს ყურადღებას არ მიაქცევდით. ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ მიდის, ხშირად გიწევთ იმპროვიზირება. როგორც წესი, ეს გახარებთ ხოლმე, მაგრამ დღეს გაღიზიანებთ და წონასწორობიდან გამოყავხართ. გსურთ სტაბილურობა, მაგრამ ამის იმედი დღეს ნაკლებად უნდა გქონდეთ. მოსალოდნელია დაყოვნება საქმეში, რომლის მალე დასრულება გინდათ. დახმარება ძველ ნაცნობებს შეუძლიათ, თუ მათ თხოვნით მიმართავთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

დღის დასაწყისში მნიშვნელოვან საქმეებს თუ არ მოჰკიდებთ ხელს, კარგი იქნება, რადგან არცთუ ხელსაყრელი პერიოდია. მოსალოდნელია დაყოვნებები საქმეებში, გაუგებრობები, რის გამოც, შესაძლოა, ურთიერთობები გაფუჭდეს პარტნიორებთან ან მოკავშირეებთან. ცდილობთ თავის ხელში აყვანას, მაგრამ ემოციების გაკონტროლება ძალიან რთულია. დღის მეორე ნახევარი უფრო ნაყოფიერად ჩაივლის, ბევრ რამეს კარგად გაართმევთ თავს.

წყვილი - Sputnik საქართველო
ყველაზე ერთგული მამაკაცების „კვარტეტი" ზოდიაქოს ნიშნით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

თქვენთან დღეს ურთიერთობა რთულია. ამას მხოლოდ ძალზე მშვიდი ადამიანები თუ შეძლებენ, რომლებიც არ წამოეგებიან თქვენს პროვოკაციებს და არ ბრაზობენ ნებისმიერი წვრილმანის გამო. გააკონტროლეთ თავი, თორემ, შესაძლოა, ბევრთან მოგივიდეთ კონფლიქტი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ვერ გადაწყდება. გექნებათ საშუალება, რომ გააკეთოთ რაღაც რთული, მაგრამ საინტერესო საქმე. წარმატების მისაღწევად სითამამე დაგჭირდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

დღე წარმატებით ჩაივლის, თუ ემოციებს გააკონტროლებთ და პროვოკაციებს არ წამოეგებით. სიმშვიდის შენარჩუნების უნარი დღეს ბევრ თქვენგანს გამოადგება. სწორედ მისი წყალობით გაუმკლავდებით რთულ და მნიშვნელოვან საქმეებს. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შესაძლოა, დაძაბულად წარიმართოს. საღამო კარგი პერიოდია ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

იღბლიანი დღეა. შეძლებთ რაღაც ძველი პრობლემების გადაწყვეტას. გაჩნდება გარკვეულობა სამომავლო გეგმებში, მიხვდებით, რა უნდა გააკეთოთ პირველ რიგში. არ არის გამორიცხული რაღაც უჩვეულო მოვლენები, საოცარი შემთხვევები, რომლებიც რაღაც საინტერესო იდეებს გაგიჩენთ. ეს იდეები ჯერჯერობით არავის გაანდოთ. ჯერ მათზე თვითონ იფიქრეთ. ზოგიერთი თქვენგანი მიხვდება, რომ პრიორიტეტების გადახედვის დრო დადგა.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღეს განსაკუთრებულად გესაჭიროებათ გაგება და მხარში ამოდგომა. პრობლემა ისაა, რომ ახლობლები ყოველთვის ვერ გაძლევენ ამას, თუმცა, თქვენი დახმარება გულწრფელად სურთ. თქვენი განცდების სიღრმე ყველასთვის არაა გასაგები. ამასთან, თქვენ სურვილი არა გაქვთ, რომ ამაზე ისაუბროთ. ზოგიერთი თქვენგანისთვის განმარტოება ზედგამოჭრილი იქნება, ზოგიერთმა კი, სჯობს, თავის გატაცება-ჰობის დაუთმოს დრო. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა ფინანსებთან დაკავშირებული საქმიანობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

მშვიდი, ხელსაყრელი დღეა, რომელიც სხვადასხვა საქმის გასაკეთებლად შეიძლება გამოიყენოთ. მარტოც ეფექტურად მუშაობთ და ასევე, კარგად ეწყობით გარშემომყოფებსაც. თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება რამე სრულიად ახალი ამოცანის შესრულება. მგზავრობა დიდ დროს წაგართმევთ, ამიტომ ეს გეგმის შედგენისას გაითვალისწინეთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები დღის მეორე ნახევარში არ დაგეგმოთ - არცთუ სახარბიელო დრო იქნება ამისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

საკმაოდ რთული დღეა ურთიერთობების თვალსაზრისით. ადვილად ეგებით პროვოკაციებს, ხშირად ყურს უგდებთ ადამიანებს, რომელთაგან კარგი არაფრის მოლოდინი არ უნდა გქონდეთ. ამასთან, ზოგიერთი თქვენგანი საქმიანი პარტნიორის შერჩევისას უცნაურ არჩევანს აკეთებს. არ ენდოთ მათ, ვინც უხვ დაპირებებს იძლევა. არის რისკი, რომ რაღაც საეჭვო ისტორიაში ჩაგითრიონ. გაგახარებთ ძალიან ახლობლებთან ურთიერთობები. ისინი განწყობას აგიმაღლებენ და კარგ რჩევებს მოგცემენ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე ფეთქებადი ნიშნები – ტოპ-ოთხეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

დღე დაძაბული ემოციური ფონით გამოირჩევა. ბევრი რამ გაღიზიანებთ და გაბრაზებთ, ხანდახან ნეგატიური ემოციები იმარჯვებს ჯანსაღ აზრზე. ამბობთ და მოქმედებთ ისე, რომ მერე ეს სანანებელი გაგიხდებათ. ზოგიერთი თქვენგანი, უფრო გამოცდილი, შეძლებს დაუფიქრებელი ნაბიჯების თავიდან არიდებას. დღის მეორე ნახევარი უფრო მარტივი იქნება, მაგრამ სირთულეების გარეშე მაინც არ ჩაივლის. წარმატებების მიღწევა უფრო მოსალოდნელია იქ, სადაც ფანტაზია და შემოქმედებითი დამოკიდებულებაა საჭირო.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

კარგი დღეა, თუმცა, დღის პირველი ნახევარი უფრო მშფოთვარე იქნება. მწვავედ რეაგირებთ ბევრ რამეზე, ნერვიულობთ წვრილმანებზე. შესაძლებელია უიღბლო დამთხვევები, უსიამოვნო მოვლენები. მაგრამ სერიოზული შედეგები მოსალოდნელი არ არის. დღის მეორე ნახევარი ძალზე წარმატებული იქნება. განსაკუთრებით გაუმართლებს იმ თევზებს, რომლებიც კვლევით სფეროში მოღვაწეობენ. ახლობლებთან მცირეოდენი უთანხმოებებია მოსალოდნელი. ეცადეთ, ჩხუბს თავი აარიდოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0