კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 25 ნოემბერი – 1 დეკემბრის პერიოდში

CC0 / Pixabay / გასეირნება ცხენით
გასეირნება ცხენით - Sputnik საქართველო
გამოწერა
შემოდგომის ბოლო კვირაში ბევრი ასტროლოგიური ცვლილებაა მოსალოდნელი, ამიტომ ასტროლოგების რჩევები დაგვეხმარება, რომ კვირა შესაბამისად დავგეგმოთ და პოზიტივზე ავეწყოთ, თავიდან ავირიდოთ უსიამოვნებები.

25 ნოემბერი–1 დეკემბრის პერიოდში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება ინტუიციას, ჯანმრთელობის მდგომარეობას ზოგადად და განწყობას. პლანეტებსა და ვარსკვლავებს სერიოზული გარდაქმნა ელოდება, რაც ადამიანების ცხოვრებაზე აუცილებლად აისახება.

გაითვალისწინეთ ასტროლოგების რჩევები და შეხვდით შესაძლო უსიამოვნებებს მომზადებული.

ვერძი

ამ კვირაში, შესაძლოა, პრობლემები შეგექმნათ ძილთან და ზოგადად, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ეს რომ არ მოხდეს, სჯობს, ყველა საქმეს ერთდროულად არ შეეჭიდოთ. იყავით თანამიმდევრული და მოუსმინეთ ლოგიკას და არა გულს.

საჭიროა ფიზიკური და ინტელექტუალური აქტიურობის შენარჩუნება. ასტროლოგები გირჩევენ, რომ კვირა წინასწარ არ დაგეგმოთ, რათა ენთუზიაზმი და მოტივაცია არ დაკარგოთ. განწყობა პოზიტიური გექნებათ, ამიტომ ხელსაყრელი დროა ურთიერთობებისა და ნაცნობობისთვის.

ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ნოემბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

კურო

ვარსკვლავებისა და პლანეტების ენერგია თქვენთვის ნაკლებად აღმშენებლობითი იქნება სამშაბათს. ორშაბათს შესაძლებლობა გექნებათ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები დაასრულოთ და ახალს შეუდგეთ. წინ საკუთარ თავში დაეჭვების გარეშე უნდა იმოძრაოთ. როგორც კი რამე საქმეს დაიწყებთ, მოტივაცია მკვეთრად მოიმატებს.

დამატებით იღბალსა და ძალებს ადამიანებთან ურთიერთობები მოგცემთ. განმარტოება დიდი ხნით ნეგატიურად აისახება თქვენს განწყობასა და თვითშეფასებაზე. მეტი კავშირი იქონიეთ მეგობრებთან და ახლობლებთან – შესაძლოა, მათ თქვენი დახმარება დასჭირდეთ.

ტყუპი

ენერგეტიკის თვალსაზრისით ამ კვირაში ყველაფერი შედარებით მშვიდად იქნება. ზოგიერთ დღეს პლანეტები და ვარსკვლავები უფრო დინამიკური და არაპროგნოზირებადი გახდებიან. ასეთია 25, 28 და 30 ნოემბერი. ასტროლოგები ამ დღეებში გირჩევენ, არ გარისკოთ.

განსაკუთრებით პოზიტიურია 1 დეკემბერი, როდესაც ძალიან წაგადგებათ რამე ცვლილების შეტანა ცხოვრებაში. ამ კვირაში როგორც სასიყვარულო, ისე საქმიან სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭება თავდაჯერებულობას.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

კირჩხიბი

ამ კვირაში ძალზე მნიშვნელოვანია შიშებისგან გათავისუფლება. შიში გაფერხებთ სასიყვარულო ურთიერთობებშიც და საქმეებშიც. თამამად შეგიძლიათ გაიცნოთ ახალი ადამიანები, ეძებოთ მეორე ნახევარი.

მოგიწევთ არჩევნის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ სფეროში სჯობს აქტიურობა. ორ კურდღელზე გამოდევნება რთული იქნება, განსაკუთრებით, 25, 29 და 30 ნოემბერს, როდესაც ვარსკვლავები და პლანეტები დისონანსში იქნებიან. მთლიანობაში, ამ კვირაში საქმეები ფრთხილად უნდა დაგეგმოთ და პრიორიტეტები გაითვალისწინოთ. წარმატებები საქმეებში პირდაპირ იქნება დამოკიდებული გუნდში მუშაობის უნარზე.

ლომი

კვირის ყველაზე არაპროგნოზირებადი დღეა 28 ნოემბერი. ამ დღეს და მთლიანად, ამ კვირაში არ ღირს საკუთარი ცხოვრების შეცვლა. მოერიდეთ შეცდომების დაშვებას. მიუხედავად პლანეტების აღმშენებლობითი ენერგიისა, შესაძლოა, მაინც არასწორი გზით წახვიდეთ.

ამ კვირის პლუსი ის არის, რომ შესაძლებელია ნებისმიერი გაუგებრობისა და ხარვეზის დამოუკიდებლად გამოსწორება. წარმატებების მიღწევაში უდიდეს როლს შეასრულებს მოტივაცია. გარშემომყოფებთან ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ. არ ღირს ვალის გაცემა და პირად საიდუმლოებებზე საუბარი.

მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები

ქალწული

ყველაფერში, რაც ფულს, სამუშაოსა და შემოქმედებას ეხება, სჯობს, სათადარიგო გეგმა გქონდეთ, რადგან საქმეები, შესაძლოა, საჭირო სცენარით არ განვითარდეს. ასტროლოგები გირჩევენ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ყურადღება მობილიზებული უნდა გქონდეთ.

მოსალოდნელია ემოციური ხასიათის პრობლემები. ბრაზს ახლობლებზე ნუ გადმოანთხევთ. გაუგებრობები მშვიდობიანად მოაგვარეთ. თუ საქმეები ისე არ მიდის, როგორც გსურთ, ყურადღება სასიყვარულო სფეროზე გაამახვილეთ. იდეალური დროა რომანტიკისთვის.

სასწორი

სასწორებისთვის დგება დრო, როდესაც სჯობებს, თუ ყურადღებას მარტივ და მონოტონურ საქმეებზე გაამახვილებთ. ნოემბრის ბოლო ძალზე მშვიდი და პროგნოზირებადი იქნება. გახსოვდეთ, რომ პოზიტიურ აზროვნებას სასწაულების მოხდენა შეუძლია. სწორედ მათზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და არა შიშებსა და კომპლექსებზე.

ამ კვირაში არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ შურისა და ეჭვიანობის გრძნობებს. მათ სიყვარულის, საკუთარი თავის რწმენისა და პოზიტიური განწყობის დანგრევა შეუძლია.

ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

მორიელი

მორიელებისთვის ეს კვირა, ენერგეტიკის თვალსაზრისით, ჩვეულებრივი და ნეიტრალური იქნება. ახლა ვარსკვლავები და პლანეტები პოზიტიური არიან, მაგრამ არააქტიური. ეს ნიშნავს, რომ შემოქმედებითი მუშაობა შეიძლება დაყოვნდეს. ასევე, შედარებით გართულდება ახალი ნაცნობობა.

ასტროლოგები გირჩევენ, ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ. თითოეულ დეტალს დიდი მნიშვნელობა ექნება. საშიშია ისეთი გრძნობები, როგორიცაა სიხარბე და ეჭვიანობა. მათ გამო ახალი პრობლემები შეიძლება გაჩნდეს. ასევე, არასასურველია სიყალბე, ხოლო პატიოსნება და გულწრფელობა საუკეთესო იარაღია წარუმატებლობებთან ბრძოლაში.

მშვილდოსანი

საოცრად პოზიტიური დროა მშვილდოსნებისთვის. 27 ნოემბერს ნეპტუნი შეწყეტს რეტროსვლას, რაც თქვენს შემოქმედებით პოტენციალზე, ასევე განწყობაზე კარგად აისახება. კვირის პირველ ორ დღეს კი უნდა მოერიდოთ ნეგატიურ ადამიანებს, რადგან არასასიამოვნო ურთიერთობების შემდეგ ძალებისა და ენერგიის აღდგენა მარტივი არ იქნება.

ამ კვირაში თამამად შეგიძლიათ შეთანხმებების დადება, მნიშვნელოვან დოკუმენტებზე ხელის მოწერა, ძვირად ღირებული ნივთების ყიდვა. ასევე მნიშვნელოვანი იქნება დროული დასვენება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქო: ერთი ნიშანი – ერთი მთავარი დადებითი თვისება

თხის რქა

თხის რქები ამ კვირაში უფრო მგრძნობიარენი გახდებით ნეგატიური ენერგიის მიმართ, რომელიც გარშემომყოფებისგან წამოვა. ეს ნიშნავს რომ, სჯობს, ყურადღება იმ საქმეებზე გაამახვილოთ, სადაც გუნდური მუშაობა არ არის აუცილებელი. ეს კვირა ხელსაყრელია სახლის საქმეებისთვის, დალაგებისთვის, ავეჯის ყიდვისა და რემონტის დაწყებისთვის.

უკეთესად აითვისებთ ინფორმაციებს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ახალი ცოდნისა და გამოცდილების მიღებით დაკავდებით. თუ ვინმე სწორედ ამ პერიოდში იწყებს ახალ სამსახურში მუშაობას, მათ წარმატება ელოდება. გარემოს შეცვლა ნებისმიერი თხის რქისთვის იქნება სასარგებლო.

მერწყული

კარგი დროა ფიზიკური აქტიურობისთვის. ასტროლოგები უსაქმოდ ჯდომას არ გირჩევენ, განსაკუთრებით, კვირის დასაწყისში, როდესაც მომატებეული ენერგია გექნებათ. ამ კვირის ყველაზე უხეში პოტენციური შეცდომა საკუთარი თავის მიმართ გულგრილობა იქნება.

ამ კვირაში, შესაძლოა, ურთიერთობებში პრობლემებს წააწყდეთ. ამგვარი პრობლემები თავისთავად გადაწყდება – ამისთვის მხოლოდ მოთმინება და დროა საჭირო. კარგად ჩაივლის შოპინგი, წაგადგებათ საოჯახო საქმიანობა. ასტროლოგები გირჩევენ, რომ კვირის ბოლოსთვის სათადარიგო გეგმა მოამზადოთ იმ შემთხვევისთვის, თუ რამე ისე არ წავა, როგორც დაგეგმილი გაქვთ.

ბედნიერი წყვილი - Sputnik საქართველო
ოთხი იდეალური, ერთმანეთისთვის შექმნილი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

თევზები

თევზები ყველაზე რომანტიკულ ნიშნად მიიჩნევა. ამ კვირაში გაქვთ მეორე ნახევრის პოვნის შანსი. რომანტიკა სიახლეს შეიტანს იმ თევზების ურთიერთობებში, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი.

ბევრ თქვენგანს მოუწევს უარის თქმის სწავლა კოლეგებისა და უფროსებისთვის, რადგან თქვენგან მეტ ძალისხმევასა და სამსახურში მეტი დროის გატარებას მოითხოვენ. ვალდებულება–მოვალეობები თითოეული ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ კვირაში, სჯობს, საკუთარ თავზე იზრუნოთ.

ყველა ახალი ამბავი
0