დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 25 ნოემბერი

© photo: Sputnikყაზბეგი
ყაზბეგი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღეს მოუთმენელი ხართ და თან, შეუპოვარი. მზად ხართ, უდიდესი ძალისხმევა გამოიჩინოთ, რომ დასახულ მიზნებს დაუყოვნებლივ მიაღწიოთ; მაგრამ ასეთი დამოკიდებულება უფრო საზიანოა, ვიდრე სარგებლის მომტანი. სიჩქარის გამო ბევრი რამ შეიძლება გამოგრჩეთ მხედველობიდან. დღის მეორე ნახევარი თქვენგან გასაკუთრებულ თვითკონტროლს მოითხოვს, თუ დაგეგმილი გაქვთ შეხვედრები უფროსი თაობის ნათესავებთან. მოსალოდნელია უთანხმოებები.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

კაშკაშა და საინტერესო დღე გელოდებათ. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება შესანინავი იდეა. იჩქარეთ მათი რეალიზება – ახლა ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. სარგებელს მოიტანს ინიციატივა საქმიან სფეროში. შესაძლოა, იპოვოთ გავლენიანი მოკავშირეები. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია თანხის შემოსვლა. კარგი დროა საყიდლებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის. ადვილად იმსახურებთ გარშემომყოფების სიმპათიას, ნდობას. გექნებათ შანსი, რომ ძველ ნაცნობებთან სასარგებლო საქმიანი ურთიერთობები აღადგინოთ. ამაში თქვენი მომხიბვლელობა გეხმარებათ. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, რომელიც წარმატებით ჩაივლის და უამრავ კაშკაშა შთაბეჭდილებას მოგიტანთ.

წყვილი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს სამი ნიშანი - სამი იდეალური პარტნიორი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც ბევრ მნიშვნელოვან საქმესთან გამკლავების შესაძლებლობას მოგცემთ. მნიშვნელოვანი უპირატესობაა ის, რომ საგნებს სხვებისგან განსხვავებულად უყურებთ. სანამ გარშემომყოფები ერთ ადგილს ტკეპნიან, თქვენ წინ მიიწევთ. გაჩნდება უჩვეულო იდეები. მათი განხორციელებისთვის გამოგადგებათ ნიჭი და ცოდნა, რომლის შესახებ სხვებს წარმოდგენა არა აქვთ. შესაძლებელია თანხის მიღება, საყიდლებზე წასვლა.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

სერიოზული პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მცირე სირთულეებს მრავლად შეიძლება წააწყდეთ. ისინი ხშირად გულთან ახლოს მიგაქვთ და იწყებთ ნერვიულობას იმის ნაცვლად, რომ მიზნებზე მიმართოთ გულისყური. როგორც კი შეწყვეტთ მღელვარებას, სიტუაცია მაშინვე გამოსწორდება. მოკავშირეებთან შესაძლებელია გარკვეული უთანხმოებები, მაგრამ გაჩნდებიან ახალი ნაცნობები, რომლებთანაც მომავალში მეგობრული ურთიერთობები შეიძლება ჩამოყალიბდეს.

პარალელური სამყაროები - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში შემოქმედება და განვითარება მოაქვთ

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

რთული დღეა. იმდენად განიცდით მცირე უსიამოვნებებს, რომ ვერც კი აფასებთ იმ მიღწევებს, რომლებსაც მიაღწევთ. დღეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ხართ კრიტიკისადმი. ცხელ გულზე ნათქვამ სიტყვას ურთიერთობების გაფუჭება შეუძლია. არასასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან მათზე, შესაძლოა, გავლენა მოახდინოს ემოციებმა. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგები, რომლის მიზეზი არა თქვენ, არამედ არახელსაყრელი გარემოებები იქნება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. ბევრ საქმეს უმკლავდებით კარგად. გაჩნდება შესანიშნავი იდეები, რომელთა წყალობით რთულ საქმეებსაც კი ძალიან სწრაფად მიაღწევთ.  საქმიან კონტაქტებში ყურადღებით უნდა იყოთ. სამწუხაროდ, დღეს თქვენი ნდობის მოპოვებას საკმაოდ საეჭვო პიროვნებები ეცდებიან. სანამ ვინმესთან რამე გარიგებას დადებთ, კარგად დარწმუნდით, მათ ყველაფერი უნაკლოდ აქვთ იურიდიული თვალსაზრისით.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთაც ამ სამყაროში ცვლილებები და სიბრძნე შემოაქვთ

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ეცადეთ, ზედმეტ დატვირთვასა და სტრესულ ვითარებებს მოერიდოთ. ახლა არ გაწყენდათ დასვენება. თუ არ შეგიძლიათ, თავს დასვენების უფლება მისცეთ, დაიწყეთ ყველაზე მარტივი საქმიდან. თუ დილიდანვე რთულ საქმეებს შედგებით, შესაძლოა, ძალებისგან მალევე დაიცალოთ. ხშირად გეცვლებათ განწყობა, ღიზიანდებით წვრილმანებზე. ეს ურთიერთობებში დაძაბულობას იწვევს. სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, გეგმებზე მსჯელობისთვის. კონკრეტულ საქმეებზე გადასვლა ყოველთვის ვერ მოხერხდება. ხანდახან არ ყალიბდება საუკეთესო ვითარება, ინტუიცია გიკარნახებთ, რომ ცოტა მოცდაა საჭირო. ყურადღებით დააკვირდით სხვებს – შესანიშნავი დღეა იმისთვის, რომ სხვის შეცდომებზე ისწავლოთ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, რომლებსაც თქვენთვის კარგი რჩევების მოცემა შეუძლიათ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ამ სამყაროში ჰარმონია და წონასწორობა შემოაქვთ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

შესანიშნავი დღეა საქმიანი და პირადი შეხვედრებისთვის, ღონისძიებებზე დასასწრებად. მოგწონთ საზოგადოებაში ყოფნა, ყურადღების ცენტრში მოქცევა. გარშემომყოფები თქვენი ნიჭითა და უნარებით დაინტერესდებიან. არ არის გამორიცხული ნაცნობობა, რომელიც სათავეს დაუდებს მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყებას. ურთიერთობებში, ზოგადად, ინტუიციას მიენდეთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სწავლისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

დღე მსუბუქად და წარმატებით დაიწყება. უნდა იჩქაროთ, რადგან პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათან შესუსტდება. ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებას შუადღემდე შეეცადეთ. მოგვიანებით მოსალოდნელია დაყოვნებები და უსიამოვნო სიურპრიზები. გართულდება საერთო ენის პოვნა გარშემომყოფებთან. ხშირად გაგაკრიტიკებენ. ამაზე მშვიდად რეაგირება ძალიან ძნელია, მაგრამ ემოციებიც კარგ არაფერს მოიტანს.

გალაქტიკა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

შესანიშნავი დღეა. ყველაფერი კარგად აეწყობა. ბევრ საქმეში მიაღწევთ წარმატებას. განსაკუთრებით კარგად გამოგდით ის საქმეები, სადაც ახალი არაფრის  გამოგონება არ არის საჭირო, არამედ ყურადღებაა მნიშვნელოვანი. მოსალოდნელია სასიამოვნო სიურპრიზები, მათ შორის – რომანტიკული. ზოგიერთ თქვენგანს სასიყვარულო აღიარების მოსმენა ელოდება. პირად საკითხებთან დაკავშირებით ინტუიციის იმედი გქონდეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0