დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 24 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

კარგი დღეა მათთვის, ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს; უფრო გაუჭირდება მათ, ვინც სხვებთან ერთად მოქმედებას არის მიჩვეული. ხშირად ჩნდება უთანხმოებები, კამათი, რაც ბევრ დროს წაგართმევთ. ფულთან დაკავშირებით ფრთხილად იყავით – შესაძლებელია უაზრო ხარჯები, დანაკარგები უყურადღებობის გამო. საღამოს კარგი სიახლეები განწყობას აგიმაღლებთ.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დღეს საშუალება გექნებათ, რომ დაისვენოთ და ძალები აღიდგინოთ. შესაძლოა, მოიწყინოთ კიდეც – არ არის არც ახალი ამოცანები, არც მეტოქეებთან საინტერესო „შერკინებები“. სამაგიეროდ, გექნებათ შანსი, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. მიხედეთ ყოფით საკითხებს. ეს ახლა ძალზე მოსაწყენ საქმიანობად არ მოგეჩვენებათ. შესაძლოა, საღამოს სტუმრები გეწვიონ, რაც ძალიან გაგახარებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

დღე კარგად დაიწყება. შესაფერისი დროა მოლაპარაკებებისთვის. არ არის გამორიცხული მოულოდნელი შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომლის მხარდაჭერა შემდგომ ძალიან გამოადგება. თანდათანობით სიტუაცია დაიძაბება. მოსალოდნელია უთანხმოებები. არის საშიშროება იმისა, რომ პირადი და საქმიანი ურთიერთობები ერთმანეთში აურიოთ, რაც პრობლემების მიზეზი ხდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

კირჩხიბი

კარგი დღე გელოდებათ, რომელიც სიხარულს მოგიტანთ. შესაძლებელია იღბლიანი დამთხვევები და ახალი შესაძლებლობები. ინტუიცია გიკარნახებთ, რომ სწრაფად მოქმედებაა საჭირო. არ იბნევით უჩვეულო სიტუაციებში და სწორ გადაწყეტილებებს იღებთ. შესაძლებელია პროგრესის მიღწევა საქმეებში, შეხვედრა ადამიანებთან, რომლებთანაც ურთიერთობები არცთუ მარტივად ვითარდებოდა. ახლა შეგიძლიათ მათთან არაერთმნიშვნელოვან ვითარებებზე გულწრფელი საუბარი.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე უდრეკი და შეუპოვარი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დღის დასაწყისი ხელსაყრელია. ეს უნდა გამოიყენოთ, რომ გადაჭრათ ბოლო დროს აღმოცენებული პრობლემები, მიიღოთ პასუხები მნიშვნელოვან კითხვებზე. კარგი იქნება, თუ საქმეებში ინიციატივას გამოიჩენთ. თქვენი ენთუზიაზმი გადამდები იქნება. დღის მეორე ნახევარი რამდენადმე რთული გელოდებათ. ემოციური ფონი დაიძაბება და თქვენთან ურთიერთობები გართულდება. ეცადეთ, არავინ გააკრიტიკოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ხელსაყრელი დღეა. ხართ ენერგიული და შეუპოვარი, ბევრი რამის მიღწევა შეგიძლიათ. არ არის საჭირო მოკავშირეების ძებნა – მარტოსაც შეგიძლიათ ბარიერების გადალახვა და დასახული მიზნების მიღწევა. გამოგადგებათ ადრე მიღებული ცოდნა. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, ძირითადად, სამუშაოსთან დაკავშირებით. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საყიდლებისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

სასწორი

დღის დასაწყისში ყურადღება გმართებთ. თუ სწრაფად იმოქმედებთ, ბევრ რამეს მოასწრებთ. არ არის გამორიცხული, რომ შეძლოთ მომგებიანი გარიგების დადება, ან თანამშრომლობაზე შეთანხმება. თანდათანობით პოზიტიური ტენდენციების გავლენა შესუსტდება, მაგრამ საქმეებს ეს განსაკუთრებულად არ დაეტყობა. უბრალოდ, მეტი სიფრთხილით უნდა გამოიჩინოთ. იმოქმედეთ საკუთარი შეხედულებებისამებრ, სხვისი რჩევები ნაკლებად გამოგადგებათ.

პატარძალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში: „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ - არა"

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ნაყოფიერი და საინტერესო დღეა. ბევრი საქმის გაკეთება შეგიძლიათ, მათ შორის, რთული ამოცანების. არის შანსი, რომ მათ სწრაფად გაუმკლავდეთ. ადვილად სწავლობთ სიახლეებს, ითვისებთ სასარგებლო ინფორმაციას. დღის მეორე ნახევარში მიღებული გადაწყვეტილებები სწორი იქნება, მაგრამ მათი ცხოვრებაში რეალიზება მოვიანებით მოხდება. სჯობს, არ იჩქაროთ. ჯერ დარწმუნდით, რომ ძველი საქმეები დაასრულეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ეცადეთ, მოერიდოთ გადაღლასა და სტრესულ ვითარებებს. დღეს თავს უნდა გაუფრთხილდეთ – თქვენი  ორგანიზმი დაუცველია. რთულ საქმეებს სიფრთხილით, აუჩქარებლად მოეკიდეთ და მზად იყავით იმისთვის, რომ მიზნის მისაღწევად დრო დაგჭირდებათ. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა ადამიანებთან, რომლებიც შემდეგ მნიშვნელოვან დახმარებას გაგიწევენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ზოდიაქოს ყველაზე მომთმენი ნიშნები

თხის რქა

არ იჩქაროთ. დღე არც ისე ცუდია, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა, შესაძლოა, წარუმატებლობა მოიტანოს. დღეს უმნიშვნელო ნაბიჯებიც კი დაფიქრებით უნდა გადადგათ. შეიძლება ზოგიერთი საქმის გადადება მოგიწიოთ. საღამოსთვის გაძლიერდება პოზიტიური ტენდეციების გავლენა. კარგად დაგეგმეთ შეხვედრები და ამ შეხვედრებზე ნიშვნელოვანი საკითხების განხილვა. შესაძლოა, თავიდან სწორად ვერ გაიგონ თქვენი პოზიციები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ ძლიერი ენერგეტიკა

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

არცთუ ნაყოფიერი დღეა. გიჭირთ ყურადღების კონცენტრირება. გარშემომყოფები ხშირად მოგმართავენ თხოვნითა თუ კითხვებით. ვერ მისდევთ შედგენილ გეგმას. ეს ძალიან დაგღლით. ამის გამო საღამოს გაღიზიანებული იქნებით და ნებისმიერ წვრილმანზე შეიძლება გაბრაზდეთ. თუ რამე ახალს შეუდგებით, გაითვალისწინეთ, რომ საჭირო შედეგებს სწრაფად ვერ მიიღებთ. დაყოვნებებია მოსალოდნელი ჩვეულ საქმეებშიც.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

ბევრი დრო მიაქვს საოჯახო საქმეებს. ზოგიერთ თქვენგანს მოულოდნელად გაჩენილი ყოფითი პრობლემების გადაჭრა მოუწევს. ამის გამო მოგიწევთ გეგმების შეცვლა, შეხვედრების გადადება ან გართობაზე უარის თქმა. ამაზე მშვიდად ვერ რეაგირებთ, ამასთან, განერვიულებთ გაურკვევლობა. მაგრამ გექნებათ სიხარულის საფუძველიც. მაგალითად, მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც დიდი ხანია არ გინახავთ, კარგი სიახლეების გაგება ან საინტერესო წინადადების მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

 

გაეცანით 2020 წლის ჰოროსკოპს ზოდიაქოს შემდეგი ნიშნებისთვის: ვერძი, კურო, ტყუპი, კირჩხიბი, ლომი.

ყველა ახალი ამბავი
0