დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 23 ნოემბერი

CC0 / Pixabay / კაცი ტყეში
კაცი ტყეში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

არ იჩქაროთ. წარმატების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ძალისხმევა დაგჭირდებათ. არცთუ მარტივად აეწყობა საქმიანი ურთიერთობები. შესაძლოა, თქვენს პარტნიორებს თქვენთან პრეტენზიები გაუჩნდეთ. მალე გაარკვიეთ ვითარება, სანამ ჯერ კიდევ შეიძლება მშვიდად ამის გაკეთება. ფულთან დაკავშირებით არ გარისკოთ. არ არის საუკეთესო დღე გადაწყვეტილებების მისაღებად ამ სფეროში.

შემოდგომა თბილისში - Sputnik საქართველო
ვინ მიაღწევს წარმატებებს 2020 წელს - ზოდიაქოს ოთხი ნიშანი და რჩევები სხვა ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. კარგად გესმით, რა უნდა გააკეთოთ გამარჯვების მოსაპოვებლად და არ ჩერდებით, თუნდაც ბარიერები შეგექმნათ გზაზე. ადვილად იპოვით მოკავშირეებს. შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები. ასევე, პირველივე ნაბიჯების შემდეგ წარმატებებს აღწევთ ახალ საქმეში. ნაკლებად სავარაუდოა უთანხმოებები ახლობლებთან - ადვილად უგებთ ერთმანეთს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღეს ღელავთ და ხშირად - სრულიად უაზროდ, უსაფუძვლოდ. სწორედ ეს შეგიშლით ხელს წარმატებების მიღწევაში. ამასთან, დღე საკმაოდ ხელსაყრელია, თუ მტკიცე მოქმედებებზე გადახვალთ. ეცადეთ, შემოწმებული მეთოდებით იმოქმედოთ - დღეს არ არის საუკეთესო დრო ექსპერიმენტების ჩატარებისთვის. ურთიერთობებს რაც შეეხება, ეცადეთ თავი შორს დაიჭიროთ ადამიანებისგან, რომლებიც ყველაფერს აკრიტიკებენ და პესიმისტურად უყურებენ. მათ თქვენთვის განწყობის გაფუჭება შეუძლიათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

კირჩხიბი

წარმატების მიღწევა ძალიან სწრაფად გსურთ, მაგრამ ვითარებები ყოველთვის ხელსაყრელად არ ეწყობა. ხანდახან საჭიროა მოთმინება და ლოდინი. ეცადეთ, არ გარისკოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეებში. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებთან ურთიერთობებს. თუ მიხვდებით, რომ რაღაც შეგეშალათ, შეცდომები სწრაფად გამოასწორეთ. უთანხმოებების შემთხვევაში სწრაფად მოაგვარეთ პრობლემა.

მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

კარგი დღეა. საშუალება გექნებათ, რომ გადაჭრათ ფინანსური საკითხები, დადოთ მომგებიანი გარიგებები. არ არის გამორიცხული, რომ გაგიმართლოთ იმ საქმეში, რომელსაც ბოლო ხანს დიდი დრო მოანდომეთ. მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებით ნუ შეაფასებთ. სანამ რამე პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, კარგად დაფიქრდით. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით კარგი დღეა. ადვილად პოულობთ საერთო ენას ახლობლებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

ყველა სირთულეს სწრაფად ვერ გადალახავთ, მაგრამ დღე, მთლიანობაში, ცუდი არ იქნება. შესაძლებლობა გექნებათ, რომ გაერკვიოთ საკუთარ გეგმებში, სურვილებში, გაიგოთ, რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. არ არის გამორიცხული უჩვეულო შეხვედრები, ნაცნობობა, რომლებიც შემდგომში სასარგებლო აღმოჩნდება. ბევრზე ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას. ფინანსური საკითხების გადაჭრა არ იჩქაროთ. ამისთვის დრო გჭირდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

სასწორი

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. კარგად ჩაივლის როგორც პირადი, ისე საქმიანი ურთიერთობები. მოსალოდნელია ნაყოფიერი მოლაპარაკებები. შესაძლოა, თანამშრომლობა შემოგთავაზონ მომგებიანი პირობებით. თქვენი მიღწევები შეუმჩნეველი არ დარჩება. ბევრს გაუჩნდება სურვილი, რომ თქვენ შესახებ ბევრი რამ შეიტყოს. მზად იყავით, რომ მრავალ კითხვას უპასუხოთ.

ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

დღის დასაწყისში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება მოთმინებისა და თვითკონტროლის უნარი. მოგიწევთ ურთიერთობები სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან და თითოეულ თავისებური მიდგომა ესაჭიროება. თქვენი ყოველთვის არ ესმით სწორად, ამიტომ მზად იყავით, რომ ახსნა-განმარტებები მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარი ბევრ სიხარულს მოგიტანთ. შესაძლებელია სასიამოვნო სიურპრიზები, იღბლიანი დამთხვევები. გაჩნდება საინტერესო იდეები.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მშვილდოსანი

მშვიდი დღე გელოდებათ. სირთულეებს სულ მოკლებული არ იქნება, მაგრამ ვითარება, მთლიანობაში, კარგად აეწყობა. კარგად იცით, როგორ უნდა იმოქმედოთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა მოგიწიოთ. სახლიდან შორს, შესაძლოა, რამე კარგი ნივთი შეიძინოთ. ყურადღებას აქცევთ უჩვეულო რაღაცებს. არ არის გამორიცხული საინტერესო ნაცნობობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მიწის სტიქია: ზოდიაქოს სამი ნიშანი

თხის რქა

ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ. დღეს გაგიჭირდებათ ვინმესთან შეთანხმება. გარშემომყოფები ხშირად გიყენებენ პრეტენზიებს, მიგითითებენ შეცდომებსა და ხარვეზებზე. მათი რჩევები ხშირად სრულიად უსარგებლოა. ასე რომ, სჯობს, საკუთარ გამოცდილებასა და ინტუიციას ენდოთ. ურთიერთობები ახლობლებთანაც კი გიჭირთ, მაგრამ კომპრომისის მოძებნას ახერხებთ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო სიახლეების გაგება, რაც განწყობას აგიმაღლებთ.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

საკმაოდ მშფოთვარე დღეა, მაგრამ - ნაყოფიერი. შეგიძლიათ სწრაფად მოქმედება, არც ერთ შანსს ხელიდან არ უშვებთ. გაუმართლებს იმ მერწყულებს, რომლებიც რაღაც ახალს შეეჭიდებიან. დაგეხმარებიან ახალი ნაცნობები. დღეს დაწყებული თანამშრომლობა მომავალში, შესაძლოა, მეგობრობად გადაიქცეს. შესაძლებელია თანხის მიღება, ფინანსური საკითხების გადაჭრა. ფულთან დაკავშირებით არ რისკავთ და მხოლოდ საჭირო ნივთებს ყიდულობთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

ბევრ რამეზე უნდა დაფიქრდეთ. დღე მრავალი კითხვა დადგება თქვენ წინაშე. ყველა სწრაფ გადაწყვეტას არ მოითხოვს, მაგრამ ამ საკითხებს შორეულ მომავალში მაინც ვერ გადადებთ. არ ინერვიულოთ. ცოტა დროის შემდეგ ნათელი გახდება, როგორ უნდა იმოქმედოთ. შესაძლებელია უჩვეულო საუბრები, შეხვედრები ადამიანებთან, რომლებიც საგნებს განსხვავებულად უყურებენ. თქვენ მიმართ უფრო სერიოზულ დამოკიდებულებას გამოიჩენენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0