დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 22 ნოემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ვერძი

დღევანდელი დღე, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვან გამარჯვებებსა და საინტერესო აღმოჩენებს არ გპირდებათ, სამაგიეროდ, გექნებათ შესაძლებლობა, რომ დაასრულოთ ადრე დაწყებული საქმეები, იპოვოთ პასუხები თქვენთვის საინტერესო კითხვებზე. საერთო ენას ადვილად პოულობთ ძველ ნაცნობებთან, თუმცა, ახლებზე ამის თქმა არ შეიძლება. დღის მეორე ნახევარში არ არის გამორიცხული გარკვეული გაუგებრობები, რომლებსაც, სავარაუდოდ, სერიოზული შედეგები არ მოჰყვება, მაგრამ ეს განწყობას გაგიფუჭებთ. მიზანსწრაფულობა შესანიშნავ შედეგებს მოიტანს, ამიტომ გეგმიდან არ გადაუხვიოთ.

ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
როგორ დავგეგმოთ ნოემბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კურო

ხელსაყრელი დღეა, რომელიც მიესადაგება როგორც საქმიან, ის ეპირად შეხვედრებს, საშუალებას გაძლევთ, რომ მშვიდად განიხილოთ მნიშვნელოვანი საკითხები. შესაძლოა, საინტერესო წინადადება მიიღოთ თანამშრომლობაზე. გადაწყვეტილების მიღებაში ინტუიცია დაგეხმარებათ. არ შეუშინდეთ სრულიად ახალ საქმესთან შეჭიდებას. შესაძლებელია თანხის მიღება, რომლითაც შეგიძლიათ რამე იყიდოთ. კარგი დღეა მგზავრობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ტყუპი

წინააღმდეგობრივი დღეა, რომელიც მოიტანს უამრავ მღელვარებასა და უთანხმოებას. გამოჩნდება ახალი საქმეები. ხანდახან ერთი წუთი არ გაქვთ თავისუფალი, რომ სული მოითქვათ. მეორე მხრივ, საშუალება გექნებათ, რომ რაღაც ძველი პრობლემები გადაჭრათ. ამაში ინტუიცია დაგეხმარებათ. ამასთან, არის შანსი, რომ მოაგვაროთ ურთიერთობები, რომლებიც ბოლო დროს დაძაბულად ვითარდებოდა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი>>

კირჩხიბი

მსუბუქი, ხელსაყრელი დღეა. საქმეებში შეგიძლიათ, ინტუიციას ენდოთ. მისი წყალობით სწრაფად მიაღწევთ დასახულ მიზნებს. შესაძლოა, მოულოდნელად თანამშრომლობასთან დაკავშირებით წინადადება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო და სასიხარულო შეხვედრები. ერთ-ერთმა, შესაძლოა, რომანტიკულ ისტორიას დაუდოს სათავე. ხართ მომხიბლავი და ბევრს მოსწონხართ, მაგრამ თქვენ ცდილობთ, რომ თავი არ დაკარგოთ მაშინაც კი, როცა ვინმე თქვენს მოხიბვლას ცდილობს.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი

ლომი

დღე რთულად დაიწყება. ამ პერიოდში რთული იქნება საერთო ენის პოვნა გარშემომყოფებთან, შესაძლებელია ჩხუბი, უთანხმოებები. ძველმა ნაცნობებმაც კი, შესაძლოა, არასწორად გაგიგონ. მარტივი რამის ახსნაც კი რამდენჯერმე მოგიწევთ, ეცადეთ, ეს მშვიდად გააკეთოთ - გაღიზიანება უფრო დაამძიმებს ვითარებას. დღის მეორე ნახევარი უკეთესად ჩაივლის. კარგი დროა თანამშრომლობის დასაწყებად, ერთობლივი გეგმების განსახილველად.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი

ქალწული

არცთუ საუკეთესო დღეა გადაწყვეტილებების მისაღებად. ვითარებას ყოველთვის სწორად ვერ აფასებთ; ხანდახან ილუზიებს აგებთ იმის ნაცვლად, რომ ,მოვლენები რეალურად შეაფასოთ. ზოგჯერ გარშემომყოფები თქვენს საქმეებში ერევიან, რაც ძალიან გაბრაზებთ. ეცადეთ, რომ ჩვეულ საქმეებზე გაამახვილოთ ყურადღება. აქ არ არის მოსალოდნელია უსიამოვნო სიურპრიზები და სერიოზული პრობლემები. დღის მეორე ნახევარი ფინანსური საკითხების გადაწყვეტას მიუძღვენით. არ არის გამორიცხული თანხის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

დღეს ბევრი ჩხუბი და უთანხმოებაა მოსალოდნელი. შესაძლოა, ურთიერთპრეტენზიები გაჩნდეს თქვენსა და იმ ადამიანებს შორის, რომლებთანაც აქამდე კარგი ურთიერთობები გქონდათ. ორივე მხარე საკუთარი სიმართლის დაცვას შეეცდებით. ეცადეთ, ცივი გონება შეინარჩუნოთ. ვითარება გაუარესდება, თუ ემოციებს აჰყვებით. დამოუკიდებლად თუ იმუშავებთ, წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ. განსაკუთრებით კარგად გამოგდით საქმეები, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე მოსაწყენი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

ნამდვილად არ გაწყენთ სიმშვიდე და განმარტოება. დღეს ადამიანებთან ურთიერთობები ჩვეულებრივზე მეტად გიჭირთ. გარშემომყოფები უცნაურად იქცევიან, თითქოს თქვენში რაღაც ეჭვი შეაქვთ, ხან უცნაურ კითხვებს გისვამენ. ამასთან, ყოველთვის ვერ ახერხებთ დროულად გაჩუმებას და ზედმეტი შეიძლება წამოგცდეთ. კარგი იქნება, თუ იმ საქმეებს მიხედავთ, რომლებიც ყურადღებას საჭიროებს. კარგად ამჩნევთ დეტალებს და შეცდომებს არ უშვებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

მშვილდოსანი

დღის დასაწყისი, სავარაუდოდ, მაინცდამაინც არ მოგეწონებათ. მოგიწევთ არასასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობები, რომლებიც თქვენს წონასწორობიდან გამოყვანას, თქვენს ემოციებზე თამაშს ცდილობენ. გამოცდილი მშვილდოსნები მოახერხებთ ცივი გონების შენარჩუნებას, რასაც ახალგაზრდებზე ვერ ვიტყვით. შესაძლოა, მოულოდნელად რაღაც ინფორმაცია მიიღოთ, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დღეს მიღებული ინფორმაცია საგულდაგულოდ უნდა შეამოწმოთ. არ არის გამორიცხული, რომ ვინმე თქვენს დეზინფორმირებას ცდილობდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

დღეს ემოციური ფონი არასტაბილურია. დღე მრავალ განცდასა და მღელვარებას მოიტანს. მაგრამ აქ საქმე არა მოვლენებში, არამედ მათზე თქვენს რეაქციებშია. თქვენი კალაპოტიდან ამოგდება დღეს ძალზე იოლია. განსაკუთრებით უსიამოვნო იქნება ურთიერთობა იმ ადამიანებთან, რომლებიც გარშემო ყველაფრისა და ყველას კრიტიკას არიან მიჩვეული. არასასურველია დღეს საპასუხისმგებლო შეხვედრების დანიშვნა. დღეს ნამდვილად არ ხართ საუკეთესო ფორმაში.

კაზინოში - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე აზარტული ნიშნები - ტოპ-სამეული

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

თუ რეალურ მიზნებს დაისახავთ, საქმეები კარგად წავა. ახლა არაა უმაღლესი მწვერვალების დალაშქვრის, ძლიერ მეტოქეებთან დაპირისპირების დრო. აჯობებს, თუ მიმდინარე საქმეებს მიხედავთ. დღეს ახლის სწავლა ძალიან გიჭირთ. სიფრთხილეა საჭირო ფინანსურ საკითხებში. არ იჩქაროთ გარიგებების დადება, განსაკუთრებით, თუ ამას დაჟინებით გთავაზობენ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ნიშნების შეთავსებადობა აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

თევზები

ხელსაყრელი დღეა. ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტას შემოქმედებითად ეკიდებით. ხშირად აღწევთ შესანიშნავ შედეგებს იქ, სადაც სხვები უძლური არიან. გარშემო უამრავ საყურადღებო დეტალს ამჩნევთ. დღის პირველ ნახევარში დამოუკიდებლად მუშაობა აჯობებს, რადგან ურთიერთობებმა, შესაძლოა, დაგღალოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა რომანტიკული პაემნებისთვის, შეხვედრებისთვის ძვირფას ადამიანებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0