დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 21 ნოემბერი

© Pixabay / gabicuzბეღურა ხის ტოტზე
ბეღურა ხის ტოტზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ფრთხილად იყავით. წარმატების მისაღწევად კარგად უნდა გათვალოთ ნაბიჯები და გაწონასწორებული გადაწყვეტილებები მიიღოთ. ემოციების გავლენით არაფერი მოიმოქმედოთ, ეცადეთ, საწყენი სიტყვები არავის უთხრათ. მოსალოდნელია უთანხმოებები კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან, ასევე, დაძაბულია ურთიერთობები ახლობლებთან. თუ ხანდახან დათმობებზე წახვალთ, კონფლიქტებს აირიდებთ თავიდან. არ იჩქაროთ სამომავლო გეგმების სხვებისთვის განდობა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
სახუმარო ჰოროსკოპი: ზოდიაქოს ნიშნები და ხილის სახეობები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

რთული, მაგრამ საინტერესო დღეა. გაჩნდება ახალი იდეები, რომელთა რეალიზების საშუალებას მალე იპოვით. საჭიროა ადამიანების ამოცნობა. დღეს ბევრი ცდილობს თქვენთან დაახლოებას, მაგრამ კარგად დაფიქრდით, ვისთან ღირს დაკავშირება. მნიშვნელოვანია მოქმედებების თავისუფლების შენარჩუნება, გეგმების შეცვლის შესაძლებლობის დატოვება. არ არის კარგი დღე საყიდლებისთვის, განსაკუთრებით, ძვირადღირებული ნივთების შეძენისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

დღის პირველ ნახევარში გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. ემოციური ფონი გამოირჩევა დაძაბულობით, განწყობა ხშირად გეცვლებათ, შესაძლოა, სულ უმნიშვნელო წვრილმანებზე გაბრაზდეთ. გიჭირთ გეგმის დაცვა - სურვილი გაქვთ იმპროვიზირების, რამე ახლის გაკეთების. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის. შეიძლება მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

სუფრა - Sputnik საქართველო
კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

დღე რთულად დაიწყება, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით გაძლიერდება. დილით ნუ შეუდგებით რამე განსაკუთრებულად რთულ საქმეს, მოგვიანებით მას უფრო იოლად გაუმკლავდებით. შესაძლებელია, თანხა მიიღოთ. ხელსაყრელი დღეა ურთიერთობებისთვის როგორც ძველ ნაცნობებთან, ისე ახლად გაცნობილ ადამიანებთან. შესაძლოა, იმ ადამიანებმა, რომლებიც ადრე თქვენ მიმართ უარყოფითად იყვნენ განწყობილი, ახლა შეიცვალონ თქვენდამი განწყობა და გულწრფელი სიმპათიით განიმსჭვალონ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

მარტივი დღე არ არის. მნიშვნელოვანია, რომ არ აჩქარდეთ, არ მიიღოთ ცხელ გულზე გადაწყვეტილებები. სანამ რამეს მოიმოქმედებთ, ჯერ ვითარებაში გაერკვიეთ. სამწუხაროდ, ამაზე ყოველთვის არ გყოფნით მოთმინება და შედეგის დაუყოვნებლივ მირების სურვილი დაუფიქრებელი საქციელისკენ გიბიძგებთ. შესაძლოა, მოულოდნელად რამე სიახლეები გაიგოთ. რა მოუხერხოთ ამ სიახლეებს, ამას დღის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები გიკარნახებთ. ეს პერიოდი კარგი დროა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის.

თეთრი ღამე ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ბოშური ჰოროსკოპი - გაიგეთ თქვენი და თქვენი ახლობლების თვისებები ახალი რაკურსით

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

მშფოთვარე და წინააღმდეგობებით სავსე დღეა, მაგრამ არც ისე ცუდი, როგორც ეს ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. თუ რამე მასშტაბურ საქმეს ეჭიდებით, მზად იყავით, რომ გზაზე სირთულეებს წააწყდებით. საჭირო შედეგს, დიდი ალბათობით, მალევე ვერ მიაღწევთ. მოსალოდნელია უთანხმოებები, მაგრამ, სავარაუდოდ, სერიოზულ კონფლიქტებს თავს დააღწევთ. არ იჩქაროთ დასკვნების გამოტანა, კარგად შეისწავლეთ ვითარება, სანამ რამე გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეს უსიამოვნებებს აგარიდებთ თავიდან.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

წარმატებული დღეა. გექნებათ შესაძლებლობა, რომ რამე მნიშვნელოვან საქმეებს გაუმკლავდეთ, გადაჭრათ პრობლემები, რომლებიც ბოლო დროს მოსვენებას არ გაძლევთ. გაგახარებთ ძველ ნაცნობებთან ურთიერთობები, არ არის გამორიცხული, რომ თანამშრომლობის თაობაზე საინტერესო წინადადება მიიღოთ. კარგად ჩაივლის მეგობრული და რომანტიკული შეხვედრები. რამდენადაც სერიოზული იქნებით თუნდაც ყველაზე მარტივი საკითხების მიმართ, მით მეტია საქმეებში წარმატების მიღწევის ალბათობა.

გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
ხართ თუ არა ოხუნჯი, როგორ რეაგირებთ სხვის ხუმრობაზე - ნახეთ, ზუსტია თუ არა ჩვენი ჰოროსკოპი

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

დღე არცთუ მარტივად დაიწყება. გიჭირთ ყურადღების მობილიზება. გარშემომყოფებს ხშირად გადააქვთ თქვენი ყურადღება საქმიდან, რაც გაღიზიანებთ. შესაძლოა, დაირღვეს შეთანხმებები, მოგიწიოთ გეგმების შეცვლა, რაც ასევე არ მოგწონთ. მაგრამ მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და თავს მეტად თავდაჯერებულად იგრძნობთ, მოგემატებათ ოპტიმისტური განწყობა. არ არის გამორიცხული სასიამოვნო სიურპრიზები, შეხვედრები. ზოგიერთი თქვენგანი დადებს მომგებიან გარიგებას. საყიდლებზე წასვლა არ იჩქაროთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

რთული დღეა. სანამ რამე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, ჯერ კარგად დაფიქრდით. შეამოწმეთ ნებისმიერი ინფორმაცია. არის საშიშროება, რომ თქვენი შეცდომაში შეყვანა სპეციალურად მოინდომონ. საქმეებში მხოლოდ გამოცდილ და სანდო მოკავშირეებს ენდეთ, უარი თქვით ნებისმიერ საეჭვო წინადადებაზე. ხანდახან დაძაბულია პირადი ურთიერთობები, მაგრამ კონფლიქტების თავიდან არიდებას შეძლებთ. ინტუიცია გიკარნახებთ, როდის უნდ იყოთ შეუპოვარი და როდის წახვიდეთ დათმობაზე.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი მშფოთვარედ ჩაივლის. გექნებათ ბევრი საქმე. გარშემომყოფებმა, შესაძლოა, თავიანთი თხოვნით, საუბრებითა და რჩევებით მოგაცდინონ. გიჭირთ ყურადღების კონცენტრაცია, ამის გამო შეიძლება შეცდომებიც დაუშვათ, ან რამე გამოგეპაროთ მხედველობიდან. ეს გაგაღიზიანებთ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი გახსნის ახალ შესაძლებლობებს, გექნებათ რამე მნიშვნელოვან საქმეში წარმატების მიღწევის შანსი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

დღე ახალ შესაძლებლობებს ხსნის და ეცადეთ, ისინი ხელიდან არ გაუშვათ. შესაძლებელია საოცარი დამთხვევები, რომელთა წყალობით მიზნებს ძალიან მიუახლოვდებით. უნდა გაერკვეთ ბოლო დროს დაგროვებულ მცირე საქმეებში, რისი გაკეთების შემდეგ თავს უფრო მშვიდად და თავისუფლად იგრძნობთ. ახლობლებთან ურთიერთობები განწყობას აგიმაღლებთ. კარგად პოულობთ საერთო ენას ადამიანებთან. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.

მძინარე ლომი დივანზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს „მეფური" ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ყოველთვის ვერ აღწევთ საჭირო შედეგებს. ზოგიერთი საქმე, მიუხედავად ძალისხმევისა, დაუსრულებელი გრჩებათ. მოუსმინეთ ინტუიციას: ის გიკარნახებთ, როდის უნდა გაჩერდეთ, რომ ენერგია ტყუილუბრალოდ არ დაკარგოთ. შესაძლებელია მოულოდნელი ამბის გაგება, ასევე, წინადადების მიღება, რომელზეც უნდა დაფიქრდეთ. სჯობს, არავის არაფერს შეჰპირდეთ, თავზე არანაირი ვალდებულება არ აიღოთ. კარგი დღეა მგზავრობისთვის, სეირნობისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0