დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 20 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERშემოდგომა გომბორში
შემოდგომა გომბორში - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ხელსაყრელი დღეა; ძლიერია დადებითი ტენდენციების გავლენა. სარგებელს მოიტანს ინიციატივის გამოჩენა – ახლა შეგიძლიათ ბევრი რამის უკეთესობისკენ შეცვლა. შესაძლებელია დაუგეგმავი მგზავრობა, რომელიც კარგად ჩაივლის. სახლიდან მოშრებით გექნებათ შანსი, რომ რამე იყიდოთ ან მომგებიანი გარიგება დადოთ. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში ინტუიცია არ გღალატობთ.

შეყვარებული ჭიამაიები - Sputnik საქართველო
ნივთები, რომლებიც წარმატებას იზიდავს: რა დატვირთვა აქვს წითელ კარს, ჭიამაიასა თუ სპილოს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

ნუ გაბრაზდებით ყველა წვრილმანზე. დღე არც ისე ცუდია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. დღის პირველ ნახევარში გაჩენილი პრობლემები რთული არაა და მათ იოლად გაუმკლავდებით. მოგვიანებით შესამჩნევად გაძლიერდება დადებითი ტენდენციების გავლენა, დაინახავთ ახალ შესაძლებლობებს. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელმაც, შესაძლოა, რომანტიკულ ან მეგობრულ ურთიერთობებს დაუდოს სათავე. ადამიანებთან, ინტუიციის წყალობით, ადვილად პოულობთ საერთო ენას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა თანამოაზრეებისა და მოკავშირეების მოძებნისთვის, თანამშრომლობის დაწყებისთვის. ადამიანებთან კარგად ალაგებთ ურთიერთობებს. როდესაც მარტო მოქმედებაა საჭირო, არ გყოფნით ემოციური მხარდაჭერა, თავდაჯერებულობა, რომ რთულ მომენტში თქვენ გვერდით ვინმე დადგება. მოსალოდნელია დაუგეგმავი ხარჯები. ფულთან დაკავშირებით „ქარაფშუტულად“ იქცევით. ეს დიდ პრობლემებს არ გამოიწვევს, მაგრამ სანანებელი გაგიხდებათ, რომ უფრო ეკონომიური არ იყავით.

გულები და ჯვრები  - Sputnik საქართველო
როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვითარება რეალურად შეაფასოთ და ილუზიებისა და ფუჭი ფანტაზიების ტყვეობაში არ აღმოჩნდეთ. ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ ახლა სწრაფი მოქმედებაა საჭირო, თქვენ კი ზოგჯერ სიმტკიცე არ გყოფნით. გაჩნდება საინტერესო ამოცანები, ახალი საქმეები, რომლებიც გაგიტაცებთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასარგებლო ინფორმაციის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

დღე, დიდი ალბათობით, მნიშვნელოვანი მოვლენების გარეშე ჩაივლის, მაგრამ მთლიანობაში, კარგი დღე იქნება. გაჩნდება ადრე დაწყებული საქმეების დასრულების შესაძლებლობა. არ არის გამორიცხული, რომ იპოვოთ პასუხები იმ კითხვებზე, რომლებიც ამ ბოლო დროს გაწუხებთ. შეიცვლება დამოკიდებულება რაღაც–რაღაცების მიმართ და მიხვდებით, თუ რა გიშლით ხელს წინსვლაში. მოახერხებთ ოჯახური პრობლემების გადაწყვეტას, ახლობლების დახმარებას.

მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო
მამაკაცთა გულთამპყრობელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

წარმატების მისაღწევად შრომა მოგიწევთ. დღეს ურთიერთობები სხვადასხვა ადამიანთან გექნებათ და თითოეულთან თავისებური მიდგომაა საჭირო. მოკავშირეებისა და თანამოაზრეების პოვნას სრულიად მოულოდნელ ადგილებში შეძლებთ. არ იჩქაროთ ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება – საჭიროა მეტი ინფორმაციის მოპოვება, რომ სწორი დასვნები გამოიტანოთ. კარგად დაფიქრდით, სანამ რამე გარიგებას დადებთ, ან მნიშვნელოვან დოკუმენტებზე მოაწერთ ხელს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ხელსაყრელი დღეა, რომელიც კარგ სიახლეებსა და შეხვედრებს მოიტანს და განწყობას აგიმაღლებთ. დამთხვევების წყალობით სწორ არჩევანს გააკეთებთ და მიხვდებით, რომელი მიმართულებით ღირს წასვლა. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია არაფორმალურ გარემოში შეხედრებისთვის, ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. ბევრი საკითხის განხილვა შეიძლება. უშეცდომოდ განსაზღვრავთ, ვისთან შეიძლება გულწრფელი საუბარი და ვისთან – არა.

ორსული ქალი მინდორში - Sputnik საქართველო
ჭირვეული ორსულები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

კარგად იცით, რისი მიღწევა გსურთ და როგორ მოახერხოთ ეს. დაბრკოლებების გადალახვაში შეუპოვრობა დაგეხმარებათ. რთულ მომენტებში ბევრი ადამიანი გამოხატავს თქვენი დახმარების სურვილს, ასე რომ, მოქმედება მარტოს არ მოგიწევთ. შესაძლებელია ნაყოფიერი და სასიამოვნო თანამშრომლობის დაწყება, რისი წყალობითაც თქვენს პროფესიულ პოზიციებს განამტკიცებთ. საქმიანმა ურთიერთობებმა დროთა განმავობაში, შესაძლოა, არაფორმალური ხასიათი მიიღოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

იღბლიანი დღე გელოდებათ. კარგი დროა ინიციატივის გამოსაჩენად. ჩნდება კარგი იდეები, რომელთა განხორციელებაში, შესაძლოა, ახალი ნაცნობები დაგეხმარონ, რაც სასარგებლო საქმიანი ურთიერთობების დაწყების საფუძველი გახდება. დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია ურთიერთობებისა და გეგმების განხილვისთვის, მეორე ნახევარი კი – დამოუკიდებელი მუშაობისთვის. მოგვიანებით კარგი სიახლეებისა და მოულოდნელი წინადადების მიღების დრო დადგება.

გულის ფორმის ბოქლომი წარწერით „ადამი და ევა“ - Sputnik საქართველო
სახალისო „შპარგალკა“ ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქალებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. გექნებათ საშუალება, რომ გაუმკლავდეთ რთულ საქმეებს. გამოგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება, რომლის წყალობითაც შეცდომებს აარიდებთ თავს. მხარს გიჭერენ გარშემომყოფები. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. არ არის გამორიცხული, რომ ახალი რომანტიკული ისტორია დაიწყოს, რომელიც მალე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა, რომელიც მღელვარებისთვის სერიოზულ საბაბს არ მოგცემთ. ბევრ რამეს მშვენივრად უმკლავდებით. შეგიძლიათ განახორციელოთ ძველი გეგმები, ასევე, შეუდგეთ ახალ საქმეებს. არ გაშინებთ არც ის საქმეები, რომლებიც შემოქმედებით დამოკიდებულებას საჭიროებს, არც ისინი, რომლებსაც ყურადღების კონცენტრირება სჭირდება მცირე დეტალებზე. გაგახარებთ ახლობლებთან ურთიერთობები. ნაკლებად სავარაუდოა მათთან უსიამოვნებები.

აირჩიეთ თქვენი საყვარელი ციფრი - Sputnik საქართველო
ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

არ იჩქაროთ. საკმაოდ რთული დღეა. მოგიწევთ დაბრკოლებებთან გამკლავება, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. ახლა აჯობებს, თუ საკუთარი ჯანსაღი აზრით იხელმძღვანელებთ, რადგან გარშემომყოფების რჩევებს თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. ურთიერთობებშიც სიფრთხილეა საჭირო, რადგან უამრავი ადამიანი მოიწევს თქვენკენ, მაგრამ ყველას ნდობა არ შეიძლება. გაითვალისწინეთ, რომ ყველა დანაპირები სერიოზულად არ უნდა მიიღოთ. სამწუხაროდ, აქ ინტუიციამ შეიძლება დაგაღალატოთ. ხშირად სასურველს რეალობად იღებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0