როგორ დავგეგმოთ ნოემბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

© Pixabay / FabiCiucioახალი მთვარე ქალაქის თავზე
ახალი მთვარე ქალაქის თავზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთვარის კალენდარი საუკეთესო დამხმარეა ბედნიერების ძიებაში. ის შეიცავს მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, თუ როგორ სჯობს მოქმედება მთვარის ზოდიაქოს სხვადასხვა თანავარსკვლავედში ყოფნის დროს.

მთვარის კალენდარი დაგვეხმარება, თავიდან ავიცილოთ პრობლემები და იღბალი მოვიზიდოთ, დავგეგმოთ საქმეები მთვარის ფაზის შესატყვისად.

20-21 ნოემბერი: კლებადი მთვარე ქალწულის ნიშანშია, ის კარგად მოქმედებს ადამიანების აზროვნებაზე, მათ უნარზე, რომ რთული ვითარებიდან გამოსავალი მოძებნონ. ასტროლოგები გირჩევენ, არ შეუშინდეთ პრობლემებს, არამედ ეცადოთ, ისინი უმოკლეს დროში გადაწყვიტოთ.

მდინარე ლუარა, საფრანგეთი - Sputnik საქართველო
როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე

22-23 ნოემბერი: სასწორის ნიშანი კლებად მთვარეს ცუდად ერწყმის. ამ დღეებში სპეციალისტები გირჩევენ, არ დაიწყო ახალი და ძალზე დინამიკური საქმეები, არამედ მშვიდ და ზომიერ შრომას მიჰყვეთ. სასურველია, რომ ენერგია მაქსიმალურად ფრთხილად დახარჯოთ და დაისვენოთ სამუშაო დღის შემდეგ.

24-25 ნოემბერი: კლების ფაზის ბოლო ორი დღე მორიელის მმართველობით ჩაივლის. როდესაც მთვარე ამ ნიშანში იმყოფება, მსოფლიოში მრავალი მნიშვნელოვანი, მაგრამ თვალისთვის შეუმჩნეველი მოვლენა ხდება. მაგრამ საქმეების ბოლომდე მიყვანა უფრო იოლი იქნება. ამ დღეებში შესაძლებელია პრიორიტეტების გადახედვა და ახალი მიზნების დასახვა.

26, 27, 28 ნოემბერი: 26 ნოემბერი ახალმთვარეობა მშვილდოსნის ნიშანში. არახელსაყრელი დღეა ურთიერთობებისა და ახალი ნაცნობობისთვის. ასეთ დროს სასურველია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი გქონდეთ. ეს თემა გაგრძელდება 27-28 ნოემბერსაც, მაგრამ ამ დროს მზარდი მთვარე მშვილდოსნის ნიშანში უკვე ადამიანების მხარეს იქნება, ამიტომ სირთულეებთან გამკლავება გაიოლდება.

პლანეტების ზემოქმედება ადამიანების ცხოვრებასა და ბედზე – ის, რაც უნდა ვიცოდეთ>>

29-30 ნოემბერი: მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანში ენერგეტიკული დისონანსის მიზეზია. ამ ორი დღის განმავლობაში აჯობებს, თუ კომფორტის ზონის საზღვრებს არ გასცდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში სერიოზული პრობლემებია მოსალოდნელი. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება.

ყველა ახალი ამბავი
0