დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 19 ნოემბერი

© Public domain / Łukasz Rawaშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

შესანიშნავად ამყარებთ კონტაქტს ადამიანებთან და ამით მოხერხებულად სარგებლობთ. შეძლებთ ახალი მოკავშირეების მოძებნას, მათი საკუთარი იდეებითა და გეგმებით დაინტერესებას. არ არის გამორიცხული წინადადება თანამშრომლობის თაობაზე, რომელიც, დიდი ალბათობით, ხანგრძლივი იქნება. ეცადეთ, სამომავლოდ არ გადადოთ ის, რაც დღეს გაქვთ დაგეგმილი. გაითვალისწინეთ, რომ დღის მეორე ნახევარში ყურადღების კონცენტრირება უფრო რთული იქნება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები – გამარჯვების სიმბოლოები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

დღის პირველ ნახევარში შეეცადეთ, არავისზე გაბრაზდეთ. ეს რთული იქნება, რადგან გარშემომყოფები უცნაურად ლაპარაკობენ და იქცევიან, ხშირად ცდილობენ თქვენს პროვოცირებას. ყველაფერი მოგვარდება, თუ ცივ გონებას შეინარჩუნებთ. ხანდახან თითქმის უცნობ ადამიანებს უკეთ ესმით თქვენი, ვიდრე ახლობლებს. დღის მეორე ნახევარი წარმატებულია. ეს პერიოდი კარგად მიესადაგება მათ შორის რთულ სამუშაოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც რამდენჯერმე ქორწინდებიან

ტყუპი

დღე იღბლიანად იწყება. თუ სწრაფად იმოქმედებთ, ადრე წარმოქმნილი ბევრი პრობლემის გადაჭრას შეძლებთ. ხშირად გეხმარებიან ის ადამიანები, რომლებისგან მსგავსს არაფერს ელოდით. ნაყოფიერად ჩაივლის მოლაპარაკებები მოკავშირეებთან. დღის მეორე ნახევარი ნაკლებად დატვირთული და უფრო მშვიდი იქნება. ამ დროს შეგიძლიათ დაასრულოთ დაწყებული საქმეები. შესაძლებელია თანხის, ან მოულოდნელი და სასიამოვნო საჩუქრის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა. ჩვეული საქმეები მოსაწყენად და დამღლელად არ გეჩვენებათ, ხოლო ახალი - არ გაშინებთ. ადვილად ითვისებთ ახალ საკითხებს, ყურს უგდებთ კარგ რჩევებს. შესაძლებლობა გექნებათ, რომ რამე მნიშვნელოვანი საკითხები გადაწყვიტოთ. ამის შემდეგ თქვენ გეგმებში მეტი სიცხადე შევა. გაგახარებთ შეხვედრები ძველ ნაცნობებთან. სასიამოვნო რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ საღამოს.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
მეყვარები, სანამ... – ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლების მოთმინების ზღვარი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. ადამიანებს მოსწონხართ. ეს ხშირად გეხმარებათ საქმიანი საკითხების გადაჭრაში. შუადღისას გექნებათ შესაძლებლობა, რომ რამე საინტერესო და ახალი საქმე გააკეთოთ. შესაძლოა, წარმატებას სწრაფად ვერ მიაღწიოთ, მაგრამ კმაყოფილი დარჩებით მოვლენების განვითარებით. საღამოს სასიამოვნო მოვლენებია მოსალოდნელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

ქალწული

ეცადეთ, დღის პირველი ნახევარი მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოიყენოთ. გააკეთეთ მნიშვნელოვანი საქმეები. მოგვიანებით დადგება ხანგრძლივი საუბრების, კონფლიქტები8სა და ჩხუბის პერიოდი. შესაძლოა, უბრალო გაუგებრობამ ურთიერთობები დიდი ხნით გააფუჭოს. მოსალოდნელია რაღაც ფინანსური პრობლემები, თუმცა ეს დროებითი იქნება. მიუხედავად ამისა, თქვენ მაინც ინერვიულებთ. დაგეხმარებიან ახლობელი ადამიანები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

ფრთხილად იყავით. დღეს ბეწვის ხიდზე მოგიწევთ გავლა. ძალიან ადვილია არასწორი ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც უამრავი პრობლემა მოჰყვება. ეს განსაკუთრებით იმ სასწორებს ეხება, ვინც ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში, ყველასთვის მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებს. მოერიდეთ საეჭვო კონტაქტებს, გაუფრთხილდით რეპუტაციას. სანამ საქმეს შეუდგებით, დარწმუნდით, რომ საკუთარი ძალები სწორად შეაფასეთ. დახმარების იმედი არ გქონდეთ, განსაკუთრებით, თუ საკუთარ იდეებს ახორციელებთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
საუკეთესო დედმამიშვილი – ზოდიაქოს ნიშნების ტოპ–სამეული

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ნაყოფიერი, მაგრამ რთული დღეა. ბევრის გაკეთება მოგიწევთ. საჭირო შედეგების მისაღებად ძალისხმევა უნდა გამოიჩინოთ. ამის გარეშე ერთი ადგილის ტკეპნა მოგიწევთ. მნიშვნელოვანი გამარჯვებების მიღწევა ადვილი არ იქნება. ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ გაანაწილებთ პრიორიტეტებს. ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ. რჩევები ხშირად უსარგებლოა და ხანდახან - საშიშიც.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა მუშაობისთვის. კარგად უმკლავდებით რთულ ამოცანებს, წარმატებით წყვეტთ პრობლემებს. მოსალოდნელია წინადადება თანამშრომლობაზე. ზოგიერთი თქვენგანი ახალ პარტნიორსა და მოკავშირეს მოძებნის. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია თანხის მიღება; შესაფერისი დროა ფინანსური საკითხები გადაწყვეტისთვის, პირადი ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება. კარგად ჩაივლის რომანტიკული შეხვედრა.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

შესანიშნავი, ნაყოფიერი დღეა. მოქმედებთ სწრაფად და მტკიცედ, მიდიხართ მიზნისკენ, ლახავთ ნებისმიერ ბარიერს. ხანდახან მიზნის მისაღწევად ძალისხმევის გამოჩენა გჭირდებათ. კარგად დააკვირდით სხვების მოქმედებას და გაითვალისწინეთ მათი შეცდომები. მოსალოდნელია ნაყოფიერი საქმიანი მოლაპარაკებები. ზოგიერთს მნიშვნელოვანი თანხის მიღება ელოდება, მაგრამ მისი დახარჯვა არ იჩქაროთ.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ტიპური ცხოვრებისეული შეცდომები

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან რთული მომენტები ჩნდება, სულიერ წონასწორობას არ კარგავთ, ცდილობთ, რომ არ დაეცეთ სულიერად და უარს არ ამბობთ ჩანაფიქრის განხორციელებაზე. სიმტკიცის წყალობით ზოგიერთ საქმეში შესანიშნავი შედეგის მიღწევა შეიძლება. დღის მეორე ნახევარში, შესაძლოა, დიდი ხნის უნახავ ადამიანებს შეხვდეთ. მათთან ურთიერთობა სასიამოვნო იქნება, მაგრამ არ იჩქაროთ საკუთარ საქმეებზე საუბარი. ზედმეტმა გულწრფელობამ, შესაძლოა, უსიამოვნებები მოიტანოს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

როგორი მამები არიან ზოდიაქოს ნიშნები

თევზები

დღე კარგად ჩაივლის, თუ თავს ხელში აიყვანთ და წვრილმანების გამო ნერვიულობას არ დაიწყებთ. სწორედ ემოციების გამო შეიძლება დაუშვათ შეცდომები, რომლებიც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. ზოგიერთს უყვარს ხანგრძლივი საუბრები, რაც დროს წაგართმევთ და საჭირო საქმის გაკეთებას ვეღარ მოასწრებთ. დღის მეორე ნახევარში აჯობებს, თუ რამე ძველ საქმეს მიუბრუნდებით, რამაც, შესაძლოა, განწყობა გაგიფუჭოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0