როგორ მოხვდა ჩხოროწყუელი მოზარდი რძის მწარმოებელი ევროპული ბრენდის რეკლამაში

© photo: Sputnik / Nika Latariaგუგა მამფორია
გუგა მამფორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიჭის ორიგინალური გარეგნობა, როგორც აღმოჩნდა, საქართველოშიც შეუმჩნევიათ და რეიტინგულ ტელესერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ გადაღებაც შეუთავაზებიათ.

ერთი ჩვეულებრივი ბიჭი, 11 წლის მოსწავლე გუგა მამფორია ცნობილი ბრიტანულ სარეკლამო რგოლში გადაღების შემდეგ გახდა. იგი დასავლეთ საქართველოში, ჩხოროწყუს რაიონში ცხოვრობს.

© photo: Sputnik / Nika Latariaგუგა მამფორია
როგორ მოხვდა ჩხოროწყუელი მოზარდი რძის მწარმოებელი ევროპული ბრენდის რეკლამაში - Sputnik საქართველო
გუგა მამფორია

გუგა არაორდინარული გარეგნობით გამოირჩევა – წითურია, ჭორფლიანი და ლამაზი ცისფერი თვალები აქვს. სარეკლამო სინჯებზე გუგა შემთხვევით მოხვდა. ბიჭისთვის საბედისწერო შეხვედრა სარეკლამო სტუდიის წარმომადგენელთან, რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, შემთხვევით თბილისში შედგა, სადაც მამფორია დედასთან ერთად იყო ჩამოსული.

შეხვედრის დეტალებზე „Sputnik–საქართველოსთან“ გუგას დედამ ია ვეკუამ ისაუბრა:

„წინასასკოლო პერიოდი იყო. თბილისში წავედით საყიდლებზე. გადავწვიტე ბავშვებისთვის მთაწმინდის პარკი მეჩვენებინა. იქვე, „თავისუფლების“ მეტროს გაჩერებასთან, როცა ტრანსპორტს ველოდებოდით, გოგომ მთხოვა, შენს შვილს ფოტოს გადავუღებო, მე დავთანხმდი. შემდეგ ფოტო სოციალურ ქსელში განუთავსებია და ბრიტანელი რეჟისორი დაინტერესებულა, თუმცა ჩვენი კოორდინატები და ტელეფონის ნომერი არ იცოდა...

ფოტოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დაიწყეს გუგას ძებნა და ორი დღის მერე მოგვაგნეს. დაგვიბარეს კასტინგზე, სურათები გადაუღეს. ორი თვის მერე დაგვირეკეს კინოსტუდია „სარკიდან" და გვითხრეს, ინგლისური კომპანია არის დაინტერესებული გუგათიო. მითხრეს, 50 ქართველი ბავშვიდან შევარჩიეთო...

© photo: Sputnik / Nika Latariaგუგა მამფორია მეგობართან ერთად
როგორ მოხვდა ჩხოროწყუელი მოზარდი რძის მწარმოებელი ევროპული ბრენდის რეკლამაში - Sputnik საქართველო
გუგა მამფორია მეგობართან ერთად

ჩვენ ჩხოროწყუდან ვართ, გუგა ჩხოროწყუს პირველი საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეა და გადაღებებისთვის თბილისში ჩავდიოდით. თან იმ პერიოდში მარტვილში საფეხბურთო ტურნირი ტარდებოდა, გუგა კი მარტვილის საფეხბურთო აკადემიაში ირიცხება და ვფიქრობდით, რამდენად მოვახერხებდით კასტინგებზე სიარულს. შერჩევის მესამე ეტაპზე თვითონ ინგლისელები გაესაუბრნენ გუგას, მოეწონათ, თქვეს, სპეციფიკური ვიზუალი აქვსო და რეკლამაში გადაიღეს".

ადრე გუგას არასოდეს მიუღია მონაწილეობა მსგავს პროექტებში. თუმცა გუგას ორიგინალური გარეგნობა საქართველოშიც შეუმჩნევიათ. ბიჭი რეიტინგული ქართული ტელესერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ სინჯებზე იყო მიწვეული. თუმცა მაშინ, ბიჭის მშობლების თქმით, მათ გადაღებაზე უარის თქმა მოუწიათ, ვინაიდან გუგა ლიტვაში ფეხბურთის ტურნირზე მიემგზავრებოდა.

გუგა მამფორია აქტიურადაა დაკავებული ფეხბურთით და მარტვილის ფეხბურთის აკადემიაში ჩაბარებას აპირებს. როგორც ჩანს, გუგას ვარსკვლავური კარიერა ელის, ვინაიდან მას უკვე შესთავაზეს უცხოურ ფილმში გადაღება.

 

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0