დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 17 ნოემბერი

გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

უთანხმოებებისა და კამათის თავიდან არიდებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ და პროვოკაციებს არ აჰყვეთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღის პირველ ნახევარში, როდესაც მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა მოგიწევთ. მოგვიანებით გამოგიჩნდებათ მნიშვნელოვანი და საინტერესო საქმეები. საღამო, სჯობს, სახლში გაატაროთ და ძალები აღიდგინოთ. უცხოებთან ურთიერთობები შეზღუდეთ.

ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. განსაკუთრებით კარგად ჩაივლის შეხვედრები არაფორმალურ გარემოში. ხართ მომხიბლავი და ეს ბევრს არ დატოვებს გულგრილს. არ დაგაღალატებთ ინტუიცია და ადამიანებს ერთი შეხედვით ამოიცნობთ. ბევრი დაინტერესდება თქვენი იდეებით. კარგი დღეა ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

მშფოთვარე დღეა. მღელვარების საბაბი ბევრი გაქვთ, მაგრამ ხანდახან თვითონაც ვერ ხვდებით, რა გაიძულებთ აღელვებას. ძლიერი და ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გაწონასწორებული გადაწყვეტილებების მიღებაში გიშლით ხელს. რაც უფრო მალე აიყვანთ თავს ხელში, მით უფრო წარმატებით ჩაივლის დღე. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა სწავლისთვის, ინფორმაციის მოგროვებისა და ანალიზისთვის.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ყველაფერი იოლად არ გამოვა, მაგრამ თუ მოკავშირეებს სწორად შეარჩევთ, ყველა გამოცდას გაუმკლავდებით. ისეთი ადამიანები შეარჩიეთ, რომლებიც იზიარებენ თქვენს შეხედულებებსა და ფასეულობებს. არ არის გამორიცხული სასარგებლო ნაცნობობა. შეძლებთ კარგი შთაბეჭდილების მოხდენას. შესაძლოა, ძველმა პარტნიორებმა შეგახსენოთ თავი. შეიძლება, წინადადება მიიღოთ. ყველაფერი კარგად აწონ–დაწონეთ. სამწუხაროდ, არის საფრთხე, რომ საეჭვო ისტორიაში ჩაგითრიონ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

დაძაბული მომენტებია შესაძლებელი დღის დასაწყისში, მაგრამ მალე იპოვით სირთულეებთან გამკლავების ხერხებს. ენდეთ საკუთარ გამოცდილებასა და ჯანსაღ აზრს და არა სხვის რჩევებს – თქვენ ყველაზე უკეთ შეძლებთ ვითარებაში გარკვევას. შესაძლებელია მცირეოდენი ფინანსური დანაკარგები, მაგრამ ამაზე ნერვიულობა არ ღირს. მალე იპოვით ბიუჯეტის შევსების საშუალებას. ზოგიერთ თქვენგანს დიდი ხნის ნანატრი სიყვარულის აღიარება ელოდება.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

სანამ რამე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეცადეთ, მაქსიმალურად ობიექტურად შეაფასოთ ვითარება და წარმატების მიღწევის შანსები. თუ ფიქრობთ, რომ მიზანს უშრომელად მიაღწევთ, ძალიან ცდებით. მოგიწევთ დიდი ძალისხმევის გამოჩენა. დღის მეორე ნახევარში გამოჩნდებიან დამხმარეები. კარგი დროა სემინარებსა და კონფერენციებზე, ასევე სხვა ღონისძიებებზე დასასწრებად. თქვენი იდეები ბევრს მოეწონება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

სასწორი

ხელსაყრელი დღეა. ხართ ენერგიული და მხნე, ბევრი რამისთვის მზად, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. თქვენთვის ნათელია, როგორ უნდა იმოქმედოთ. იცით, რომელ რჩევას უნდა უგდოთ ყური და რომელს – არა. შესაძლებელია რაღაც იღბლიანი თანხვედრები, მოულოდნელი და ძალზე სასიამოვნო სიახლეები. დღის მეორე ნახევარი კარგი დრო საქმიანი კავშირების გასამტკიცებლად. ამ პერიოდში შეგიძლიათ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.

ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

არაერთმნიშნელოვანია დღის პირველი ნახევარი. რაღაც–რაღაცებს კარგად ართმევთ თავს, მაგრამ განწყობა არასათანადო გაქვთ, ხშირად ბრაზობთ ხან საკუთარ თავზე, ხან – სხვებზე. ყველა იდეის განხორციელება არ ღირს, ამიტომ რჩევა იკითხეთ. დღის მეორე ნახევარი ბევრად საინტერესოდ და მხიარულად ჩაივლის. გექნებათ შესაძლებლობა, რომ შეხვდეთ მეგობრებს, წახვიდეთ სადმე უჩვეულო ადგილას და ბევრი  ახალი რამ გაიგოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

რა მიზანიც არ უნდა დაისახოთ, გაითვალისწინეთ, რომ მას უფრო ადვილად მიაღწევთ, თუ მარტო იმოქმედებთ. ვინმესთან შეთანხმება რთულია და უფრო რთული – უთანხმოებების თავიდან აცილება; არ არის გამორიცხული დიდი ხნის დავიწყებული კონფლიქტის გამწვავება. მაგრამ ეს არ არის საბაბი, რომ წონასწორობიდან გამოხვიდეთ. ვერავინ დაგამარცხებთ, თუ ცივ გონებას შეინარჩუნებთ. ამასთან, წაგადგებათ ადრე მიღებული გამოცდილება.

დედა თავის ვაჟთან ერთად - Sputnik საქართველო
საუკეთესო მშობლების ტოპ-ხუთეული ზოდიაქოს ნიშნით

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თხის რქა

მშფოთვარე დღეა, მაგრამ არცთუ ცუდი. იოლი გამარჯვებების იმედი არ გაქვთ, საჭირო შედეგის მისაღწევად ძალისხმევა დაგჭირდებათ. მეორე მხრივ, საერთოდ არ გაინტერესებთ ძალების ფუჭად დახარჯვა. შინაგანი ხმა გიკარნახებთ, რომელი მიზნის მიღწევა შეიძლება ახლა და რომლის – არა. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა მეგობრებთან შესახვედრად, რომანტიკული პაემნისთვის. ამ პერიოდში ბევრთან ნახულობთ იოლად საერთო ენას.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ფრთხილად იყავით. დაუფიქრებელმა ნაბიჯებმა, სიტყვებმა, შესაძლოა, ხაფანგში მოგამწყვდიოთ. ახლა საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება ჩრდილში დგომა და ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე შორიდან დაკვირვება და არა ყურადღების მიქცევა. თუ რამე წინადადება შემოგთავაზეს, სანამ დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით. სამწუხაროდ, არის დიდი ალბათობა იმისა, რომ მოგატყუონ. ახლობლებს მეტი ყურადღება დაუთმეთ.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
სამი მნიშვნელოვანი გაკვეთილი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თევზები

დღის დასაწყისში, შესაძლოა, გაგიჭირდეთ სიტუაციის სწორად შეფასება. ბევრი თქვენგანი ფანტაზიებს არის აყოლილი და ილუზიების ტყვეობაშია იმის ნაცვლად, რომ დაფიქრდეს, რისი გაკეთება შეიძლება. საუკეთესო რჩევებსაც კი არ მოაქვს შედეგი. დროთა განმავლობაში გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და გაჩნდება უკეთესობისკენ ცვლილებების შანსი. საღამოს შესაძლებელია შეხვედრა ადამიანთან, რომელთანაც მალე ბევრი რამ დაგაკავშირებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0