დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ყურადღებით იყავით. დღეს გაქვთ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღების შანსი, ჭორებისა და გავრცელებული ხმების მიმართაც კი ყურადღებით უნდ აიყოთ, რადგან თქვენთვის სასარგებლო რამის გაგებას შეძლებთ. მოსალოდნელია წარმატებები სამუშაოზე. განსაკუთრებით კარგად გამოგდით საქმეები, რომლებიც ფანტაზიასა და შემოქმედებით დამოკიდებულებას მოითხოვს.

ტყუილი და მართალი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც ვერ მოატყუებ

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

არცთუ მარტივი, მაგრამ საკმაოდ ნაყოფიერი დღეა. მოგიწევთ რთული ამოცანების გადაჭრა, თან, ხშირ შემთხვევებში - მარტოს. მოსალოდნელია თანხის მიღება, იღბლიანი გარიგებების დადება და წარმატებული შოპინგი. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა. არაერთმნიშვნელოვან სიტუაციებში ახალო მეგობრები თქვენ გვერდით იდგებიან. მათი რჩევები და მხარდაჭერა გამოგადგებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

კარგი დღეა მგზავრობისთვის. გარემოს შეცვლა შთაგონებას მოგიტანთ, ბევრ რამეს ახლებურად შეხედავთ. არ არის გამორიცხული ძველ ნაცნობებთან შეხვედრა. ზოგიერთ თქვენგანს კარგი სიახლეები ელოდება ახლობლებთან დაკავშირებით. ოჯახში მოსალოდნელია სასიკეთო ცვლილებები, სასიამოვნო მოვლენები. უთანხმოებები და კამათი წარსულს ჩაბარდება.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

წარმატებული დღეა. საწუწუნო არფერი გექნებათ. საქმეები კარგად მიდის. ზოგჯერ ცოტაოდენ მეტი დრო გჭირდებათ გეგმების განხორციელებისთვის. შესაძლებელია თანხის მიღება. პირად ურთიერთობებში ყველაფერი წესრიგში არ არის. მაგრამ, დიდი ალბათობით, დასკვნების გამოტანაში და მოქმედებებში არ იჩქარებთ. მშვიდად გაერკვიეთ, რა ხდება და შესაბამისი გადაწყვეტილება მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ლომი

ბევრი საქმე გექნებათ, მაგრამ, მთლიანობაში, კმაყოფილი დარჩებით დღევანდელი დღით. შესაძლებელია რთული პრობლემების გადაჭრა, მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხების მოძებნა. არ არის გამორიცხული, რომ ახალი მოკავშირეები იპოვოთ. ასევე, შესაძლებელია ახალი უჩვეულო სასიყვარულო რომანის დაწყება. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებისთვის.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

საუბრები ბევრ დროს გაკარგვინებთ, მაგრამ სარგებელი არ მოაქვს. ცუდი ისაა, რომ გარშემომყოფები სწორედ მაშინ იპყრობენ თქვენს ყურადღებას, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებთ. მეორე მხრივ, ურთიერთობებზე მთლიანად უარს ვერ იტყვით. ჯერ ერთი, შესაძლოა, რამე სასარგებლო გაიგოთ და მეორეც, არ გაწყობთ, რომ ჩაკეტილი და გულდახურული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვოთ. ძალზე ნაყოფიერად ჩაივლის დღის მეორე ნახევარი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

რთული დღეა. ეცადეთ, არ გარისკოთ, საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა არ აიღოთ. თუნდაც ძალზე მარტივი საქმეების გაკეთების დროს წინდახედულება და ყურადღება გმართებთ. საკითხების განხილვის დროს მშვიდი და კონსტრუქციული იყავით, არავის მიაყენოთ შეურაცხყოფა. არ აიღოთ თავზე ფინანსური ვალდებულებები, არავის არაფერს დაჰპირდეთ.

ვარსკვლავი - Sputnik საქართველო
ყველაზე ძლიერი პიროვნებები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

ხართ მტკიცე და შეუპოვარი, უკან არ იხევთ სირთულეების წინაშე. დღეს მნიშვნელოვანი გამარჯვებებია მოსალოდნელი, მთავარია, რომ მცირეს არ დასჯერდეთ. როდესაც საჭირო შედეგს მიაღწევთ, ნუ მოდუნდებით და ახალ საქმეზე გადადით. კარგი დღეა მგზავრობისთვის, გარემოს შეცვლისთვის. ზოგიერთ თქვენგანს ექნება შანსი, რომ შეწყვეტილი ურთიერთობები აღადგინოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში გაიზრდება

მშვილდოსანი

მშვიდი დღეა. ნაკლებად იქნება მოსალოდნელი ახალი შესაძლებლობები, სამაგიეროდ, გაჩნდება ადრე დაწყებული საქმეების დასრულების შანსები. შესაძლებელია, რომ საოჯახო საქმეებს მიხედოთ, დაეხმაროთ ახლობლებს, გადაჭრათ რამე პრობლემები. პირობის მიცემა არ იჩქაროთ, განსაკუთრებით, თუ საქმე ფულსა და ქონებას ეხება. კარგად ჩაივლის შეხვედრები ძველ მეგობრებთან. გაჩნდება ახალი გეგმები სამუშაოსა თუ ბიზნესთან დაკავშირებით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა აშინებს ყველაზე მეტად ურთიერთობებში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

წარმატებული, ხელსაყრელი დღეა. მღელვარებისა და შფოთვის საფუძველი არ გაქვთ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები, რისი წყალობითაც თქვენ წინაშე ახალ-ახალი შესაძლებლობები გაიხსნება. მოსწონხართ ადამიანებს. ზოგიერთს თქვენთან ახლო ურთიერთობების სურვილი გაუჩნდება. ვისთან დაიჭიროთ საქმე და ვისთანა არა, ამას ინტუიცია გიკარნახებთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ცუდი დღე არ იქნება. დღის პირველი ნახევარი უბრალო და გასაგები საქმეებისთვის გამოიყენეთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვისი მოვალეობების შესრულება მოგიწიოთ. ამას შესანიშნავად გაართმევთ თავს, მაგრამ საწყენია, რომ მთელი ქება-დიდება სხვას დარჩება. რამე გრანდიოზულზე ფიქრი მოგვიანებით იქნება შესაძლებელი. ადვილად იპოვით მოკავშირეებს. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელთან ურთიერთობაც თქვენთვის პროფესიული თვალსაზრისით ძალზე სასარგებლო აღმოჩნდება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

დღის დასაწყისი რთული იქნება. პირქუში აზრებისგან გათავისუფლებას ბევრ ვერ შეძლებს მალევე. მაგრამ თუ ამას მოახერხებთ, დაინახავთ უამრავ საინტერესო შესაძლებლობას, რომლითაც დღის მეორე ნახევარში ისარგებლებთ. ეცადეთ, ძალიან არ დაიღალოთ. ახლა ძალა და ენერგია უნდა დაზოგოთ და თავს გაუფრთხილდეთ. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობას ეხება. დღეს ორგანიზმის ზედმეტმა დატვირთვამ, შესაძლოა, ჯანმრთელობის პრობლემები შექმნას.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0