დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ნოემბერი

© Pixabay / dawidxწმ. მიქაელის მთა
წმ. მიქაელის მთა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

დღე კარგად დაიწყება. სწორედ ეს პერიოდი უნდა გამოიყენოთ რთული საქმეებისთვის, რომლებიც ფანტაზიასა და არასტანდარტულ დამოკიდებულებას საჭიროებს. ყველაფერი უცბად არ გამოვა, მაგრამ მაინც მიაღწევთ შესანიშნავ შედეგებს. დღის მეორე ნახევარში ტემპი შეანელეთ, დაისვენეთ, შეიცვალეთ გარემო და მოერიდეთ რთული და დამღლელი საქმეების გაკეთებას.

მამაკაცი - Sputnik საქართველო
ბერბიჭების ტრიო ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

კურო

კარგი დღეა ურთიერთობებისთვის, მოკავშირეებისა და თანამოაზრეების მოძებნისთვის. საკუთარი იდეებით შეგიძლიათ დააინტერესოთ ისინიც კი, ვინც სკეპტიკურად უყურებს ყოველივე ახალს. არ არის გამორიცხული, რომ ძალზე გავლენიანი მფარველები გამოგიჩნდნენ. საქმეებში ხშირად გეხმარებათ მომხიბვლელობა. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები, კარგი სიახლეების გაგება.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ტყუპი

ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების გადაწყვეტისთვის. იქ, სადაც ფულს ეხება საქმე, ინტუიცია არ გღალატობთ; იღებთ სწორ გადაწყვეტილებებს და დებთ მომგებიან გარიგებებს. ხარჯებთან დაკავშირებით იფრთხილეთ – ნუ იყიდით უსარგებლო ნივთებს, რომლებიც შემდეგ სანანებელი გაგიხდებათ. დამღლელი გეჩვენებათ ჩვეული სამუშაო, ამიტომ გადადეთ იმის გაკეთება, რაც სასწრაფო არ არის. საღამო კარგი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

მარტივი დღე არ არის. ხანდახან ჩანაფიქრის განხორციელება ჭირს: ხელს გიშლით უთანხმოებები მოკავშირეებთან, არახელსაყრელი გარემოებები და სხვა. კამათში საკუთარი თვალსაზრისის დაცვა რთულია, მაგრამ მომავალი აჩვენებს, რომ მართალი იყავით, ამიტომ მოითმინეთ და დაელოდეთ. ახლობლები ყოველთვის ვერ გიგებენ, მაგრამ არ დაუშვათ კონფლიქტი. შეყვარებულებს საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელოდებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ლომი

მშფოთვარე დღეა. მოგიწევთ სხვისი პრობლემების მოგვარება, მათთვის სასარგებლო საქმეების გაკეთეა, მაგრამ ეს პირადად თქვენ მაინცდამაინც არ გაინტერესებთ. გექნებათ საშუალება, რომ საკუთარი თავი და უნარები კარგი მხრიდან წარმოადგინოთ და საჭირო ადამიანები დააინტერესოთ. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, თუ ინიციატივას გამოიჩენთ. გეგმის მიხედვით მოქმედება გაგიჭირდებათ, ამიტომ იმპროვიზირება მოგიწევთ. საღამოს საკუთარი თავით კმაყოფილი დარჩებით.

ცხენოსანი ბიჭი ზღვის პირას - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრების მთავარი აზრი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ქალწული

ურთიერთობების თვალსაზრისით რთული დღეა. არ ხართ მეგობრულად განწყობილი და უწყინარ შენიშვნებშიც კი რაღაც უსიამოვნო აზრს პოულობთ. მნიშვნელოვანი საქმეები დამოუკიდებლად გააკეთეთ. გარშემომყოფები ხშირად გაძლევენ რჩევებს, მაგრამ ყველას გათვალისწინება არ ღირს. საღამოს მოერიდეთ დატვირთვასა და სტრესულ ვითარებებს. დაისვენეთ და აღიდგინეთ სულიერი წონასწორობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

სასწორი

დღეს ბევრი საკითხი ჩვეულებრივზე იოლად გვარდება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ მშვიდად იქნებით და არ ინერვიულებთ. ემოციური ფონი საკმაოდ დაძაბული გელოდებათ, მაგრამ უნდა ეცადოთ, რომ გაუმკლავდეთ გაღიზიანების შემოტევებს და ნეგატიურ ემოციები მოთოკოთ. მოერიდეთ იმ ადამიანებთან ურთიერთობებს, რომლებსაც წონასწორობიდან გამოყავხართ. კარგი დღეა საოჯახო საქმიანობისთვის, სტუმრების გამასპინძლებისთვის.

ჩიტები ხის ტოტზე  - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ამ სამი ნიშნით ყველაზე ცოტა ადამიანი იბადება

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მორიელი

გიჭირთ კონკრეტულ საქმეებზე ყურადღების მობილიზება, პრაქტიკული საკითხების გადაწყვეტა. ბევრს ფიქრობთ შორეულ მომავალზე, მაგრამ რისკავთ იმით, რომ ამჟამინდელი მდგმარეობიდან რამე მნიშვნელოვანი გამოგრჩეთ. დროს გაკარგვინებთ საუბრები. სჯობს, იმ ადამიანებთან გქონდეთ ურთიერთობები, რომლებთანაც მნიშვნელოვან საკითხებზე შეიძლება მსჯელობა. საღამოს კარგი სიახლეებია მოსალოდნელი.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ადვილი არ არის ემოციებთან გამკლავება, მაგრამ უნდა სცადოთ. ნუ აჰყვებით წამიერ სურვილებს, გაითვალისწინეთ თითოეული ნაბიჯის შედეგები. ხანდახან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემომყოფები თქვენს პროვოცირებას ცდილობენ, რომ წონასწორობიდან გამოხვიდეთ. სინამდვილეში, მათ, უბრალოდ, ბევრი რამ არ ესმით. თუ დამოუკიდებლად იმუშავებთ, ბევრ რამეს მიაღწევთ, მაგრამ საკუთარი ძალები ობიექტურად შეაფასეთ. საღამოს დაისვენეთ.

მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

დღეს საინტერესო შეხვედრებია მოსალოდნელი. სხვადასხვა ადამიანებთან მოგიწევთურთიერთობა და თითოეულისთვის შესაფერისი დამოკიდებულება უნდა შეარჩიოთ. წარმატებით ჩაივლის საქმიანი მოლაპარაკებები. ბევრ თქვენგანს გაუჩნდება საინტერესო იდეები ბიზნესთან ან შემოქმედებასთან დაკავშირებით. პირად ურთიერთობებში ხანდახან დაძაბულობაა მოსალოდნელი. ახლობლებს ხშირადუყენებთ მაღალ მოთხოვნებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მერწყული

ხელსაყრელი დღეა ახლობლებთან ურთიერთობებისთვის. იყავით მათთან გულხდილი და არ შეგეშინდეთ საკუთარ ეჭვებსა და განცდებზე საუბარი. ისინი გაგიგებენ და მხარს დაგიჭერენ, მოგცემენ საყურადღებო რჩევებს. საქმეებში მოკრძალებული წარმატებები გელოდებათ, მაგრამ ინტუიცია გკარნახობთ, რომ მალე დადგება უკეთესი ვითარება. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, რომლებიც ახლა, შესაძლოა, ძალზე უმნიშვნელოდ გეჩვენებათ, მაგრამ მომავალში მათ მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია.

თანავარსკვლავედი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები, რომლებთანაც „ეშმაკიც კი ფეხს მოიტეხს"

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: დაბალი

თევზები

ყურადღების კონცენტრაცია დღეს ჩვეულებრივზე მეტად გიჭირთ. საქმე მარტო ის არაა, რომ გარშემომყოფები საუბრებითა და თხოვნებით მოგმართავენ. ხშირად თვითონაც გირჩევნიათ, სხვა რამეზე იფიქროთ, ოღონდ საქმეზე – არა. ამის გამო საქმიანობაში მოსალოდნელია დაყოვნება და შეცდომები. იყავით ყურადღებით. არ იჩქაროთ ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. ახლობლებთან ურთიერთობები განსაკუთრებული დელიკატურობას მოითხოვს. მოერიდეთ შენიშვნებს, ორაზროვან ხუმრობებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ყველა ახალი ამბავი
0