დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 29 ოქტომბერი

© courtesy of Faig Huseynovთუშეთი
თუშეთი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

გარშემომყოფების მიმართ ყურადღებით იყავით. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ ადამიანი, რომელსაც ენდობით, ამას არ იმსახურებს, ხოლო ვისაც ალმაცერად უყურებთ, საიმედო მოკავშირეა. დღეს შესაძლებელია, რომ რამე მნიშვნელოვანი აღმოაჩინოთ საოჯახო ან სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ყველა მოვლენა დღეს სასიამოვნო არ იქნება, მაგრამ ყველა რაღაც საინტერესო აზრს მოგაწვდით.

მზის ჩასვლა - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

დროს უქმად არ ხარჯავთ, ამიტომ სხვებზე მეტს აღწევთ. გექნებათ შესაძლებლობა, რომ ისწავლოთ რაღაც ახალი, მიიღოთ გამოცდილება, ურთიერთობა გქონდეთ საინტერესო ადამიანებთან. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, მზად იყავით იმისთვის, რომ საჭირო შედეგს უცბად არ მიიღებთ. დაწყებული საქმეების წარმატებით დასრულების შანსი დღის მეორე ნახევარში გექნებათ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე მაღალი

ტყუპი

შესაძლებლობა გექნებათ, რომ ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთოთ როგორც საკუთარი თავის, ისე გარშემომყოფებისთვის. თქვენი ღირსეული ნაბიჯები შეუმჩნეველი არ გახდება. ჯილდოს სიკეთისთვის მოულოდნელად მიიღებთ. კარგი დღეა იმისთვის, რომ რამე საინტერესო საქმე დაიწყოთ, სრულიად ახალს "გაუსინჯოთ კბილი". არ ინანებთ, რომ ინიციატივა გამოიჩინეთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

კირჩხიბი

ნაყოფიერი დღეა. შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას პრობლემურ საკითხებზე და ამით ბევრ ადამიანს იხსნით მღელვარებისა და ნერვიულობისგან. მეგობრებსა და ახლობლებს შეგიძლიათ ენდოთ. მოსალოდნელია წარმატებები სწავლაში. ადვილად ითვისებთ ახალ ცოდნასა და უნარებს. არ არის გამორიცხული, რომ სადმე გაემგზავროთ. ეს უამრავ კაშკაშა შთაბეჭდილებას გპირდებათ.

ყვავილები ზღვის სანაპიროზე - Sputnik საქართველო
2020 წლის ჰოროსკოპი - კურო

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

შეუპოვრობა და მიზანსწრაფულობა ბევრ პრობლემასთან გამკლავებაში გეხმარებათ. შეგიძლიათ, რამდენიმე საქმეს ერთდროულად შეეჭიდოთ. გამძაფრებული ინტუიცია დაგეხმარებათ მომგებიანი გარიგებების დადებაში, ფულის სწორად გადანაწილებაში. პირადი ურთიერთობების თვალსაზრისით არცთუ მარტივი დღეა. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პრობლემები მალე მოგვარდება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

არ იჩქაროთ. დღეს წარმატება იმას ეწვევა, ვისაც ლოდინი შეუძლია. მოქმედება მაშინ დაიწყეთ, როდესაც ხელსაყრელი მომენტი დადგება. აჩქარებამ მრავალი გაუგებრობა და ასევე, სერიოზული პრობლემები შეიძლება მოიტანოს. გარშემომყოფებთან ურთიერთობები ჰარმონიულად ვითარდება. კარგად ჩაივლის სტუმრების მიღება, იმპროვიზირებულ საღამოებში მონაწილეობა. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრები ძველ ნაცნობებთან.

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალო

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

არ იჩქაროთ. დილა შეიძლება რთული იყოს. ბევრ თქვენგანს ელოდება ბევრი საზრუნავი. მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება არ იჩქაროთ. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა და დაიწყება ცვლილებები უკეთესობისკენ. თქვენი საურთიერთობო წრე თანდათანობით იზრდება და ამას თქვენთვის სასარგებლო მომენტები მოაქვს. კარგი დღეა ახალი ნაცნობობისთვის. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება. პირად ურთიერთობებში გამოცდილებას ენდეთ.

მძღოლი საჭესთან - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნები საჭესთან: როგორი მძღოლი ხართ?

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

საინტერესო დღე გელოდებათ. იმი თქმა, რომ ვარსკვლავები ყველაფერში გიჭერენ მხარს, არ შეიძლება, ხანდახან თქვენ წინაშე ბარიერები ჩნდება, მაგრამ თქვენ უკან არ იხევთ და წარმატებებს აღწევთ. ამასთან, გაიჩენთ ახალ მოკავშირეებს. შესაძლებელია ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. თქვენს მომხიბვლელობას ბევრი ვერ ეწინააღმდეგება. გაითვალისწინეთ: ახლა არ ღირს მოვლენების დაჩქარება.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ეს ის დღეა, როდესაც ბევრი კარგი რამის გაკეთება, ახლობლებზე ზრუნვა შეგიძლიათ. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც ბოლო დროს ძალიან გენატრებოდათ. ადვილი იქნება ურთიერთობების მოგვარება ადამიანებთან, რომლებთანაც კავშირი სხვადასხვა უთანხმოების გამო გაწყვეტილი გქონდათ. კარგი დღეა ძველი საქმეების დასამთავრებლად. დღეს, დიდი ალბათობით, წარმატებების მიღწევაში ვერაფერი შეგიშლით ხელს.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

თხის რქა

მნიშვნელოვანი დღეა. ეცადეთ, უმნიშვნელო შეცდომაც კი არ დაუშვათ. თუ დღეს ყველაფერს სწორად გააკეთებთ, იღბალი თქვენი თანმდევი იქნება კიდევ დიდი ხნ9ის განმავლობაში. მოკავშირეები და თანაშემწეები ძალიან ყურადღებით შეარჩიეთ, რაშიც ინტუიცია დაგეხმარებათ. შესაძლოა, საგანგაშო ინფორმაცია მიიღოთ ახლობელთან დაკავშირებით, მაგრამ პანიკას არ აჰყვეთ - მალე კარგ სიახლეებს გაიგებთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ.

დიეტა  - Sputnik საქართველო
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

მერწყული

იღბლიანი დღეა თქვენთვისაც და თქვენ გვერდით მყოფისთვისაც. გარშემომყოფებისთვის ბევრ სასიკეთო რამეს აკეთებთ. არაა გასაკვირი, რომ ბევრს მოსწონხართ და სხვადასხვა ადამიანს სურს თქვენთან დაახლოება. ვისთან უნდა დაიჭიროთ საქმე და ვისთან - არა, ამას ინტუიცია გიკარნახებთ. მოსალოდნელია თანხის მიღება, ან გარიგების დადება, რომელიც დიდ შემოსავალს მოგიტანთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

იოლი, სასიამოვნო დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, იმხიარულოთ, დაისვენოთ, ახლობლებთან იურთიერთოთ. გარშემომყოფებთან კონტაქტს შესანიშნავად ამყარებთ. შესაძლებელია ახალი საქმეების წამოწყება. წარმატებას თანამოაზრეების მხარდაჭერის წყალობით სწრაფად მიაღწევთ. დღეს დაწყებული საქმიანი ურთიერთობები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, მტკიცე მეგობრული კავშირი გახდეს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

ყველა ახალი ამბავი
0