დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 28 ოქტომბერი

© Sputnik / STRINGERღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე
ღრუბლიანი ცა თბილისის ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გთავაზობთ დღის ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ დღე და მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილებები

ეს ასტროლოგიური პროგნოზი ითვალისწინებს მთვარის ფაზებს, ციური სხეულების განლაგებას ზოდიაქოს ნიშნების მიმართ და ამ ნიშნებზე ზეგავლენას. ყოველდღიური ჰოროსკოპი დაგეხმარებათ სხვადასხვა ცხოვრებისეულ ვითარებაში სწორი პოზიციის შერჩევასა და სათანადო გადაწყვეტილების მიღებაში.

ვერძი

ნაყოფიერი დღეა. ხართ ენერგიული, ძალებით სავსე, ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ. დაბრკოლებებს ადვილად უმკლავდებით, არ ივიწყებთ საკუთარ მიზნებს. რთულ ამოცანებს იოლად წყვეტთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის. გექნებათ შესაძლებლობა, იპოვოთ ახალი მეგობრები, ან ადამიანი, რომელთანაც ხანგრლივი სასიყვარულო ურთიერთობები განვითარდება.

კოსმოსი - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების კრიმინალური „ქრონიკა"

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

კურო

კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად, ნათესავების მოსანახულებლად, ან საყვარელი ადამიანისთვის სიურპრიზის გასაკეთებლად. კარგად გესმით, რა სურთ გარშემომყოფებს, ცდილობთ, თქვენთვის ძვირფას ადამიანებს სურვილები შეუსრულოთ. მოსალოდნელია თანხის მიღება. მისი დახარჯვისას კი ზომიერი იყავით, თავი შეიკავეთ უსარგებლო ნივთების ყიდვისგან. არასასურველია შორ გზაზე მგზავრობა.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

ტყუპი

შეგიძლიათ ნებისმიერ სირთულესთან გამკლავება. გზაზე გაჩენილი დაბრკოლებები ჩანაფიქრზე უარს ვერ გათქმევინებთ. ძველი მეგობრების დახმარების წყალობით ბევრი წამოწყება წარმატებით დასრულდება. იოლად პოულობთ რთული საკითხების გადაწყვეტის გზებს. შეგიძლიათ, საკუთარ გეგმებზე ისაუბროთ. მოსალოდნელია თანხის მიღება.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

კირჩხიბი

ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისთვის შესაფერისი დღეა. მნიშვნელობა არა აქვს, მარტივ საქმეს აკეთებთ თუ რთულს. ნებისმიერ შემთხვევაში მას წარმატებით დაასრულებთ. იყავით შეუპოვარი და მტკიცე – ეს თვისებები დღეს განსაკუთრებით წაგადგებათ. გექნებათ შანსი, ძველი მეტოქეები უკან ჩამოიტოვოთ. გაგახარებთ მოულოდნელი შეხვედრები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

ლომი

კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. სწრაფად გაუმკლავდებით რთულ საქმეებსაც კი. არ არის გამორიცხული უთანხმოებები, მაგრამ არ ინერვიულოთ – სერიოზული კონფლიქტები მოსალოდნელი არ არის, შეძლებთ პრობლემების მოგვარებას. შესაძლოა, ფინანსური სირთულეები გაჩნდეს, იგვიანებს თანხა, რომელსაც ელოდებოდით, მაგრამ ვითარება მალე გამოსწორდება.

კარგი დღეა ახალი წამოწყებებისთვის

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ქალწული

საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებით აფასებთ, ეჭიდებით ისეთ საქმეებს, რომლებსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით. მიზნების სწრაფად მიღწევის სურვილის გამო ხანდახან დაუფიქრებლად იქცევით. ფრთხილად იყავით, არ დაუკავშირდეთ საეჭვო რეპუტაციის ადამიანებს და თავი და საქმე საფრთხეში არ ჩააგდოთ. დღე კატეგორიულად არ მიესადაგება სარისკო ნაბიჯებსა და ექსპერიმენტებს.

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: შემცირებული

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

სასწორი

ხელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია სირთულეები, მაგრამ მათთან გასამკლავებლად, დიდი ალბათობით, სათანადო საშუალებებს იპოვით. მოუსმინეთ გარშემომყოფების რჩევებს. შეძლებთ ფინანსური საკითხების გადაჭრას, საქმეების მოწესრიგებას. არ არის გამორიცხული თანამშრომლობის დაწყება ახალ პარტნიორებთან, რაც, სავარაუდოდ, ნაყოფიერი აღმოჩნდება. რომანტიკულმა პაემანმა, შესაძლოა, იმედები გაგიცრუოთ.

მამაკაცი ჩამავალი მზის ფონზე - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

ფიზიკური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: შემცირებული

მორიელი

კაშკაშა, უჩვეულო და დასამახსოვრებელი დღეა. მიესადაგება ექსპერიმენტებს, მიზნისკენ საკუთარი გზების ძიებას. გარშემომყოფებთან ურთიერთობები იოლად არ ეწყობა. მოსალოდნელია უთანხმოებები. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ ბევრსა და ზედმეტს არ ილაპარაკებთ, არ გათქვამთ საკუთარ თუ სხვის საიდუმლოს. მაღალი იქნება შემოქმედებითი პოტენციალი.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალოზე დაბალი

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა ახალი წამოწყებებისთვის. ჩნდება საინტერესო და პერსპექტიული იდეები და უკვე ცხადი ხდება, რომელი მიმართულებით უნდა იმოძრაოთ, რაზე გაამახვილოთ ყურადღება. შესაძლებელია ფინანსური საკითხების გადაწყვეტა, საყიდლებზე წასვლა. არ არის გამორიცხული, რომ მოულოდნელად თანხა მიიღოთ.

ფიზიკური მაჩვენებლები: დღის განმავლობაში შემცირდება

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: საშუალო

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა საქმიანი ურთიერთობებისთვის, სხვადასხვა საკითხის განხილვისთვის ბიზნესთან, ფინანსებთან, სამუშაო გეგმებთან დაკავშირებით. გაქვთ შანსი, რომ საკუთარი პროფესიული პოზიციები განამტკიცოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი პერიოდია არაფორმალურ გარემოში შეხვედრებისთვის. კარგად ჩაივლის რომანტიკული პაემანი.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
რა ფარული ნიჭი იმალება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში

ფიზიკური მაჩვენებლები: დაბალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

მერწყული

ნაყოფიერი დღეა. ხართ ენერგიული, მტკიცედ განწყობილი, ნებისმიერი ამოცანის გადაჭრას შემოქმედებითი კუთხით ეკიდებით. ერთადერთი სირთულე ემოციებია, რომელთა გაკონტროლებას ყოველთვის ვერ ახერხებთ. დაფიქრდით სანამ რამეს იტყვით ან მოიმოქმედებთ. საყიდლებისთვის არცთუ წარმატებული დღეა. არასასურველი დღეა კრედიტის აღებისთვის და ფულთან დაკავშირებით ნებისმიერი სახის პირობის მიცემისთვის.

ფიზიკური მაჩვენებლები: მაღალი

ინტელექტუალური მაჩვენებლები: მაღალი

ემოციური მაჩვენებლები: მაღალი

თევზები

გიჩნდებათ შესანიშნავი იდეები, ახალი გეგმები, რომლისგანაც გარშემომყოფები გაოცებული დარჩებიან. შესაძლებელია ძველი შეცდომების გამოსწორება. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება, რომელიც დიდხანს გაგრძელდება და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში. კარგად ჩაივლის მგზავრობა.

გიჩნდებათ შესანიშნავი იდეები, ახალი გეგმები.

ფიზიკური მაჩვენებლები: შემცირებული

ინტელექტუალური მაჩვენებლები: საშუალო

ყველა ახალი ამბავი
0